Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2022

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Global-ის აქსელერაციას კიდევ 15 სტარტაპი გაივლის

0

7 ნოემბერი, 2022- საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
საქართველოს ბანკთან და 500 Global-თან ერთად სტარტაპების ხელშეწყობას
განაგრძობს. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქსელერატორი ახალი პროგრამის
ფარგლებში კიდევ 15 სტარტაპს გადაამზადებს.
პროგრამაში მონაწილეობისთვის აპლიკაციები შემოვიდა მთელი მსოფლიოდან.
სტარტაპების დაახლოებით 50% საქართველოში, დანარჩენი კი აღმოსავლეთ
ევროპაში, ცენტრალურ აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, ბრიტანეთში და ამერიკაში
ინკორპორირებული კომპანიები იყვნენ. შემდეგი 15 კომპანია, რომელიც
მონაწილეობას მიიღებს მესამე ნაკადში, ასე გამოიყურება: Bonpara, CALEN AI,
Crosscreators, Epoint, GOTCHA, iDialogue, Kings, KOVZY, LiveBoard, Praktika, Pyme,
QuickShipper, TASS VISION, Text'nPayMe, and Voiceloft.
პროგრამაში მონაწილე კომპანიის დამფუძნებლები არიან ისეთი ქვეყნებიდან,
როგორიცაა: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, გერმანია, უზბეკეთი და სხვა.
500Georgia მესამე ნაკადის სააქსელერაციო პროგრამა დღეს დაიწყო და იანვარში,
დემო დღით დასრულდება. პროგრამა შედგება სხვადასხვა ფაზებისგან და მოიცავს,
როგორც სესიებსა და ვორქშოფებს, ასევე ინდივიდუალურ მენტორობას თითოეული
კომპანიისთვის.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკსა და
500 Global-ს შორის (500 Startups Incubator L.L.C) ხელშეკრულება რამდენიმე თვის
წინ გაფორმდა, რომლის მიხედვითაც 500 Global-ი ოთხი წლის განმავლობაში
სტარტაპებს საქართველოში გადაამზადებს. გლობალური დონის აქსელერაციის
პროგრამა წელიწადში ორჯერ ჩატარდება და სტარტაპებს მთელი მსოფლიოს
მასშტაბით საშუალება ექნებათ, გაიარონ გადამზადების ინტენსიური კურსი,
რომელიც დემო დღით დასრულდება. დამატებით, ყოველი ნაკადის გამარჯვებული
სტარტაპი, 500 Global-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროგრამაში მიიღებს
მონაწილეობას.
მძლავრი გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმა, 500 Global-ი
საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების
და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის
მხარდაჭერით 2020 წელს შემოვიდა. პირველად სამმხრივი შეთანხმება 20
თებერვალს გაფორმდა. 2020-2021 წლის განმავლობაში 500 Global-მა საქართველოში
აქსელერაციის ორი პროგრამა ჩაატარა, რომელიც ჯამში 30-მა ქართულმა და
საერთაშორისო ტექნოლოგიურმა სტარტაპმა გაიარა. მათგან ოთხი სტარტაპი –
CARDEAL, Cargon, Payze, Agrolabs – სილიკონის ველიზე გაემგზავრა პროგრამის
ფინალურ კომპონენტში მონაწილეობისთვის, რაც ახალი კონტაქტების დამყარების
და ინვესტორებთან დაკავშირების აქტივობებს მოიცავდა.
500 Global-მა საქართველოში ბიძგი მისცა ადგილობრივი სტარტაპების ზრდას და
განვითარებას. პროგრამის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა
კომპანიების მზაობა უცხოური კერძო კაპიტალისთვის. ბევრი მათგანი გაფართოვდა
სხვა ქვეყნის ბაზრებზეც, მათ შორის უკრაინაში, უზბეკეთში, და ინდოეთში. როგორც

საქართველოს ბანკი აღნიშნავს, TechCrunch-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში,
500Georgia-ს მონაწილე კომპანიების ღირებულება 212%-ით გაიზარდა.
500 Global არის გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანია, რომელიც ადრეულ
ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპ დამფუძნებლებში, რომლებიც აშენებენ
სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 2010 წელს დაარსების დღიდან, 500
Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს, რომლებიც 2600-ზე მეტ
კომპანიას წარმოადგენენ და მუშაობენ 81 ქვეყანაში. მისი პორტფელი მოიცავს 45
კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 130+ კომპანიას,
რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარზე მეტია. 500 Global მჭიდროდ
თანამშრომლობს დაინტერესებულ მხარეებთან და კონსულტაციას უწევს
მთავრობებსა და კორპორაციებს, შექმნან სამეწარმეო ეკოსისტემები, სადაც
სტარტაპები შეძლებენ სწრაფ განვითარებას.





Губернаторы России
Москва

Собянин: 1 июня начнется фестиваль «Лето в Москве. Все на улицу!»





Москва

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 5 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: 1 июня начнется фестиваль «Лето в Москве. Все на улицу!»



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Тимати

«Ты кого здесь уму-разуму учить собрался? Берега не путай», — Киркоров получил претензию от Тимати




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Команда Центрального округа Росгвардии стала призером на чемпионате по пожарно-спасательному спорту в Москве (видео)

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

Представители KAMA TYRES приняли участие в 57-й легкоатлетической эстафете


Дарья Касаткина

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России