საქართველოს მოქალაქეები მხარს არ უჭერენ რუსეთის მოქალაქეების ყოფნას ქვეყანაში - IRI-ის გამოკითხვა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სექტემბრის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ანგარიშის მიხედვით ჯამში 59% (34% სრულად, 25% ნაწილობრივ) მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგს. დიალოგის წინააღმდეგია ჯამურად 38% ( 8% სრულად, 30% ნაწილობრივ)
კითხვაზე, როგორ აფასებთ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ურთიერთობას რუსეთთან: ჯამში 42% დადებითად აფასებს (12% ძალიან დადებითად 30 % ნაწილობრივი დადებითად) 50% კი უარყოფითად (29% ძალიან უარყოფითად, 21 % კი ნაწილობრივ უარყოფითად)
საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, რამდენად უსაფრთხოდ გრძნობთ თავს, 13%-მა განაცხადა რომ ძალიან უსაფრთხოდ. 36%-მა კი უპასუხა, რომ ნაწილობრივი უსაფრთხოდ. ჯამში 49% თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.
დასრულდა თუ კვლავ გრძელდება რუსეთის საქართველოსადმი აგრესია, 76% პასუხობს, რომ დასრულდა, მაგრამ შესაძლოა განახლდეს, 18 %-ის მიაჩნია, რომ ის კვლავ გრძელდება. მხოლოდ 4 % ფიქრობს, რომ დასრულდა და აღარ განახლდება.
ჩამოთვლილთაგან რისი უფლება უნდა ჰქონდეს რუსეთის მოქალაქეებს:
შემოვიდნენ საქართველოში უვიზოდ (14% ემხრობა) დაარეგისტირონ ბიზნესი (8% მომხრე) შეიძინონ ქონება (5% მომხრე) 78% კი ფიქრობს, რომ მათ არც ერთი ზემოთჩამოთვლილის უფლება არ უნდა ჰქონდეთ.
მოქალაქეთა 38% ფიქრობს, რომ რუსი ტურისტები საქართველოში არ უნდა შემოუშვან სანამ არ დააბრუნებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, 26% მათდამი კეთილგანწყობილია ეკონომიკური საჭიროებების გამო.
IRI-ს დაკვეთით გამოკითხვის საველე სამუშაოები 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა. კვლევა ჩატარდა რესპონდენტებთან სახლში პირისპირ ინტერვიუს საშუალებით. კვლევაში მონაწილეობდა 18+ ასაკის და ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს 1 500 მოქალაქე. ცდომილების ზღვარი შეადგენს +-2,5 პროცენტს. პასუხის გაცემის მაჩვენებელია 74%.
3 ოქტომბრის მდგომაროებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის პირველ 9 თვეში რუსეთიდან შემოსული მოქალაქეებიდან 112 733 ადამიანი კვლავ საქართველოში რჩებოდა.
უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებიდან, საქართველოში რუსეთის მოქალქეების მიგრაცია გაიზარდა, განსაკუთრებით 21 სექტემბრიდან, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა მობილიზაცია გამოაცხადა.