Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2022

ლექსით გაცოცხლებული ემოციები – ნინეა სამხარაძის შემოქმედებითი ცხოვრება

0

ნინეა სამხარაძე 28 წლის ქართველი პოეტია. იგი პროფესიით ჟურნალისტია. თუმცა მისი ცხოვრების მთავარი მოწოდება პოეზია და შემოქმედებაა. სხვადასხვა დროს ნინეას ლექსები იბეჭდებოდა და იბეჭდება ცნობილ ჟურნალ-გაზეთებში, მათ შორისაა „ცისკარი“, „ლიტერატურული გაზეთი“, „აფინაჟი“, „მწვანეყვავილა“, „არილი“.

ნინა, როდის და როგორ მიხვდით, რომ თქვენი გზა ხელოვნების გზა იყო?
ეს ჩემი ქართულის მასწავლებლის, ჯულიეტა რაზმაძის, დამსახურებით მოხდა. მისი სიტყვები ძალიან მკაფიოდ დარჩა ჩემს გონებაში. ერთხელ ასეთი რამ თქვა, “სხვანაირი სულის ბავშვია”, ამ მომენტში საკუთარი თავი სხვა კუთხიდან დავინახე. რთული ბავშვი ვიყავი და განსხვავებულმა მიდგომამ, რომელსაც ასევე ჩემი სკოლის სასწავლო ნაწილი ნინო ჩიფაშვილი ჩემ მიმართ იჩენდა, მიმახვედრა, რომ ცხოვრებაში შემოქმედებითი გზა უნდა გამევლო.

თქვენს ლექსებს ვკითხულობ და მშვენიერ ჟღერადობასა და სიტყვათა წყობასთან ერთად, საოცარი ემოცია და სიცოცხლე იგრძნობა მათში. თითქოს, მთელი ადამიანური ტკივილია ჩატეული ამ სტროფებში. საიდან იღებთ ამ შთაგონებას, მას უბრალოდ ელით თუ ეძებთ და პოულობთ?

მადლობა რომ ამ ემოციას ხედავთ. ძირითადათ, მაშინ ვწერ, როცა ჭარბი ემოციები მაქვს დაგროვილი. ან, პირიქით, მათგან საერთოდ დაცლილი ვარ. ჩემთვის შთაგონების წყარო, შესაძლოა, ნებისმიერი რამ აღმოჩნდეს, ადამიანი, დეტალი, ნივთი, თუნდაც ფრაზა, რომელიც წავიკითხე და ჩემზე დიდი ემოციური ზეგავლენა მოახდინა.

ნინეა, როგორია საქართველოში, გერქვას ხელოვანი?

ძალიან რთულია საკუთარი თავის რეალიზება, მხოლოდ წერით და ხელოვნებით. უმეტესად, შემოქმედებით ადამიანებს უწევთ რამდენიმე სხვადასხვა სამუშაო ადგილას დასაქმდნენ, რათა ელემენტარული საარსებო წყარო მაინც ჰქონდეთ. ეს, რა თქმა უნდა, მოქმედებს ემოციურ ფონზე და ზოგჯერ შინაგანად ფიტავს ადამიანს. შეიძლება ვიღაცამ მოტივაცია დაკარგოს და უარი თქვას ნამდვილ მოწოდებაზე. ასე, რომ თუ სხვა პროფესია არ გაქვს, საკმაოდ რთულია საქართველოში ხელოვანის ცხოვრება.

რადგან საქართველოს თემას შევეხეთ, აქვე მინდა გკითხოთ, რას ფიქრობთ საზოგადობას შორის მუდმივად არსებულ დაპირისპირებაზე. როდესაც, რაღაც ხდება, სოციუმი მუდმივად ორ რადიკალურ ჯგუფად იყოფა, რა იწვევს ობიექტური აზრის დეფიციტს ჩვენს ქვეყანაში?

ყველაზე ცუდი და არასწორი რაც ადამიანმა შეიძლება საკუთარ თავს და ქვეყანას გაუკეთოს, არის რადიკალიზმი. თუ ხარ რადიკალი ე.ი. გიჭირს მოვლენების სწორი პოზიციიდან შეფასება, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება რელიგიაში, პოლიტიკაში, კულტურაში თუ სხვა ნებისმიერ სფეროში.

რადიკალურად განწყობილი ადამიანების ბრმა იარაღად გამოყენება ყველაზე მარტივია. სამწუხაროდ, დღეს უამრავი ტიპის მანიპულაციაა საზოგადოების მისამართით, რომელიც მოქმედებს მის ფსიქოლოგიაზე და ამის შედეგს ვხედავთ და ვგრძნობთ, თითქმის ყოველდღიურად. მაინც მგონია, რომ არასათანადო განათლებაა ყველა უბედურების საწყისი.

რა არის ჩვენი დღევანდელობის ყველაზე დიდი პრობლემა?
ინდივიდუალური აზროვნების სიმწირე. ასევე რთული ყოფითი პირობები, რაც ხელს უშლის ადამიანს სხვა პრობლემებზე ფიქრში, ანალიტიკურ აზროვნებაში. შექმნილი სოციალური გარემო გვაიძულებს თვითგადარჩენის ინსტინქტით ვიმოქმედოთ.

რატომ ელის ქართველი მუდამ მხსნელს და არ შეუძლია საკუთარი თავის დახსნა მარწუხებისგან?

არა მხოლოდ ქართველებს, ზოგადად ადამიანებს მეტ-ნაკლებად გვაქვს ერთი დიდი პრობლემა, იშვიათად გვაღელვებს ის, რაც კონკრეტულად ჩვენ არ გვეხება.

ერთ რამეს ვერ ვიაზრებთ, თუ ჩვენს მეზობელს, ახლობელს, ნაცნობს აქვს პრობლემა, იგი აუცილებლად გახდება საზოგადო და მოვა ჩვენამდეც, ეს უბრალოდ დროის საკითხია. მაგრამ იქამდე უბრალოდ ვსხედვართ და თავს ვიმშვიდებთ, თან ვამბობთ, „აბა მე რა შუაში ვარ“?

ნინეა, თქვენი აზრით, ადამიანმა საკუთარი თავი უნდა იპოვოს თუ უნდა შექმნას?

ეს კითხვა საუკეთესოა მათ შორის, რაც ჩემთვის დაუსვამთ. ვფიქრობ, საკუთარი თავი ჯერ უნდა იპოვო და შემდეგ შექმნა, ისეთად როგორიც გსურს, როგორიც შენთვის არის მისაღები. თუმცა ეს შექმნის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს სიყვარულით. არ უნდა აგრძნობინო საკუთარ ქვეცნობიერს, სხეულს, ხასიათს, რომ ის არ მოგწონს ან არ გიყვარს, აუცილებლად გამოხატავს ამაზე პროტესტს.

თქვენს ცხოვრებაში თუ ყოფილა ან არის ადამიანი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა თქვენი პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში?

ასეთი არის დედა. დედაა ჩემთვის ყველაფრის საწყისი, თუმცა ყველა ადამინმა, ვინც შემხვედრია ცხოვრებაში დიდი როლი შეასრულა ჩემს ჩამოყალიბებაში. განსაკუთრებით მადლიერი ვარ მათი, ვინც მტკენდა, ზიანს მაყენებდა და ცუდად მექცეოდა.

არასტაბილურ სამყაროში ვცხოვრობთ, გარემოებები იმდენად გართულდა, რომ არა ხვალინდელი, დღევანდელი დღისთვის ბრძოლა გახდა აუცილებელი. თვითგადარჩენის გზა რაში მდგომარეობს?

სიმშვიდეში, თანაგრძნობის უნარსა და იმედის ქონაში. ეს სამი რამ თუ გვაქვს ცხოვრებაში, გამოდის ყველაფერს ვფლობთ, რაც გადარჩენისთვის გვჭირდება, თანაც არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ სხვა ადამიანებისაც.

ყველას ცხოვრებაში დგება სულიერი კრიზისის მომენტი. როცა იგი ვეღარ უმკლავდება გარემოებებს ან ამ გარემოებებით დამძიმებულ საკუთარ თავს. თქვენ როგორ ებრძვით რთულ სიტუაციებს და როგორ პოულობთ რწმენას, გზის გასაგრძელებლად?

ასეთი კრიზისებით სავსეა ჩემი ცხოვრება, ზოგჯერ ძალიან დიდხანს გრძელდება. ძირითადად, საკუთარი ძალებით ვდგები ფეხზე, ეს დამტვრეული ძვლებით სიარულზე უფრო მტკივნეული პროცესია. თუმცა არსებობს ადამიანი, რომელიც, ახლაც მეხმარება, მინიმალური ტკივილის ხარჯზე ფეხზე წამოდგომაში.

ჩვენ მაინც სოციალური არსებები ვართ, აუცილებლად უნდა იყოს ჩვენს ცხოვრებაში ვიღაც, თუნდაც ერთი ადამიანი, ვინც სიტყვების გარეშე გაგვიგებს. მაგრამ მარტოსაც ყველაფერი შეუძლია ადამიანს, ფრენაც კი, თუ გულით მოისურვა.

თქვენი მთავარი ფასეულობა?

სიმართლე. როცა მართალი ხარ საკუთარ თავთან,  ყველა ის ფასეულობა გაქვს, რაც ადამიანს უნდა ჰქონდეს.

მარადისობა რა არის?

თქვენ, მე, ჩვენ ყველა ვართ მერადისობა.

დედამიწას სიყვარული გადაარჩენს?

რა თქმა უნდა, (ატრიალებს კიდეც, დომენიკო).

ავტორი: ანო ტვილდიანი





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день





Москва

Свыше 600 навалов мусора устранили в Подмосковье за неделю


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин принял решение о расширении мер поддержки промпредприятий



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Булат Окуджава

«Писать грустные песни — само по себе было протестом» // Как Булат Окуджава сделал голос частного человека общественным явлением




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Бонгонда: стадион и база «Спартака» — мои любимые места в Москве

Курсант Пермского военного института Росгвардии принял участие в финале интеллектуальной олимпиады Приволжского федерального округа

Охрана и безопасность. Как роботы и дроны работают на спортивных объектах?


Дарья Касаткина

Касаткина, Андреева и Кудерметова — в тройке лидеров в борьбе за звание лучшей теннисистки



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Архангельск

Истории жителей Поморья представили в семейном мюзикле в Архангельске



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России