Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2022

„ვაგნერის“ წევრებმა სავარაუდოდ, სიკვდილით დასაჯეს უკრაინის მხარეს ტყვედ მოხვედრილი თავიანთი წევრი

0
„ვაგნერის“ წევრებმა სავარაუდოდ, სიკვდილით დასაჯეს უკრაინის მხარეს ტყვედ მოხვედრილი თავიანთი წევრი

Telegram-ის არხებმა 13 ნოემბერს გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, რომელზეც გადაღებულია რუსული სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ დაქირავებული წევრის, ევგენი ნუჟინის სავარაუდო სიკვდილით დასჯა.

ნუჟინი უკრაინაში იბრძოდა და ტყვედ ჩაუვარდა უკრაინელებს. ვიდეოს კომენტარში ნათქვამია, რომ „მოღალატე დაისაჯა“.

ევგენი ნუჟინი უკრაინასთან ომში გაგზავნეს მას შემდეგ, რაც „ვაგნერმა“ გადაიბირა რუსეთის ციხეში, სადაც ის სასჯელს იხდიდა მკვლელობისთვის.

სექტემბრის დასაწყისში იგი ტყვედ ჩაუვარდა უკრაინელებს. ნუჟინმა ინტერვიუ მისცა უკრაინელ ჟურნალისტ იური ბუტუსოვს, სადაც გააკრიტიკა რუსული პოლიტიკა და ომი უკრაინაში. ნუჟინმა თქვა, რომ „ვაგნერის“ რიგებში მოხვედრა ზუსტად იმ მიზნით გადაწყვიტა, რომ რაც შეიძლება მალე ტყვედ ჩავარდნილიყო და ბრძოლა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს გაეგრძელებინა. ომის დასრულების შემდეგ მას იმედი ჰქონდა, რომ უკრაინაში დარჩებოდა, სადაც მისი ნათესავები - მისი და და ბიძა ცხოვრობენ.

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ნუჟინი ამბობს, რომ ტყვედ ჩავარდნის შემდეგ ის იმყოფებოდა კიევში, საიდანაც 11 ნოემბერს გაიტაცეს და გონს მოეგო სარდაფში, სადაც შეიტყო, რომ „გაასამართლებდნენ“.

ამის შემდეგ მას თავში ურტყამენ უროს.

„ვაგნერის“ დამაარსებლის, ევგენი პრიგოჟინის სახელით მისმა პრესსამსახურმა გამოაქვეყნა კომენტარი: "მირჩევნია თეატრში ვუყურო ასეთ ამბავს. რაც შეეხება დასჯილს, ნათლად ჩანს, რომ მან უკრაინაში ბედნიერება ვერ პოვა, შეხვდა არაკეთილ, მაგრამ სამართლიან ადამიანებს. ამ ფილმს დავარქმევდი "ძაღლს - ძაღლური სიკვდილი". შესანიშნავი რეჟისორული ნამუშევარია, ერთი ამოსუნთქვით ვუყურე. იმედი მაქვს, გადაღების დროს არცერთი ცხოველი არ დაშავებულა“.

ოფიციალურად, ნუჟინის გარდაცვალება დადასტურებული არ არის, სამართალდამცავ ორგანოებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ. კორუფციისა და წამების წინააღმდეგ საერთაშორისო კომიტეტმა (Gulagu.net) მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აეხსნა, თუ როგორ შეიძლებოდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ტყვედ მყოფი ნუჟინის გატაცება.

გამოცემა სოტა განმარტავს, რომ უროს ჩარტყმით მკვლელობა „ვაგნერის“ ერთგვარ დამახასიათებელ ნიშნად იქცა სირიაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის დროიდან.

„ვაგნერი“ რუსეთის არაოფიციალური შეიარაღებული გაერთიანებაა, რომელიც რუსეთის სტრუქტურების ბალანსზე არ იმყოფება და არ არის რეგისტრირებული როგორც იურიდიული პირი. ის საომარ მოქმედებებში მონაწილეობს სირიაში, ასე უკრაინში და სხვაგან.

მისი ერთ-ერთი დამაარსებელია ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი, ევგენი პრიგოჟინი.

უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის და რამდენიმე მარცხის შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე, პრიგოჟინმა დაიწყო რუსეთის საპატიმროებში მყოფი ტუსაღების გადაბირება და „ვაგნერის“ რიგებში უკრაინაში საომრად გაგზავნა გარკვეული პირობებით. სხვადასხვა მონაცემებით, „ვაგნერში“ გაწევრიანებაზე დაიყოლიეს ოცი ათასამდე პატიმარია.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о Международном форуме инноваций БРИКС





Москва

Свыше 600 навалов мусора устранили в Подмосковье за неделю


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Главное за день



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Анна Нетребко

"Не надо нам петь": Почему оперную певицу Анну Нетребко не пустили заработать в Швейцарии




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Сергей Собянин подвел итоги Московской олимпиады школьников

Олимпийский чемпион Роман Костомаров поздравил победителей номинации «Экскурсия без границ» программы «Лига Экскурсоводов»

Сотрудница ОМОН "Оплот" приняла участие в костромском забеге «Галичское Заозерье»


ATP

Даниил Медведев идет третьим в чемпионской гонке ATP, Андрей Рублев — пятый



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Авто

АО «ДиМ» демонтировало 40% старого путепровода над железнодорожными путями



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России