ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა: ზამთარი ომის პირობებს შეცვლის როგორც რუსეთის, ისე უკრაინის ჯარებისთვის
დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის თანახმად, ზამთარი ომის პირობებს შეცვლის როგორც რუსეთის, ისე უკრაინის ჯარებისთვის. დღის სინათლის ნაკლებობა, ტემპერატურის დაცემა და ამინდის გაუარესება სამხედროებს პრობლემებს შეუქმნის, წერენ სამხედრო დაზვერვის ყოველდღიური ანგარიშის ავტორები.
მათი აზრით, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს რუსეთის გენერალური შტაბი, ნაწილობრივ ზამთრის დადგომით იქნება ნაკარნახევი.
არმიის არასაკმარისად ეკიპირებული ქვედანაყოფები, რომლებსაც არ მოეპოვებათ თბილი ტანსაცმლის მარაგი, სიცივის გამო უფრო დიდი ალბათობით აღმოჩნდებიან გასაჭირში; გარდა ამისა, თითქმის ორჯერ მცირდება დრო, რომლის განმავლობაშიც შეიძლება მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცის გადარჩენა, აღნიშნავენ ანგარიშის ავტორები.
თოვლმა და ძლიერმა ქარმა შესაძლოა დამატებითი პრობლემები შეუქმნან რუსეთის არმიის ისედაც დაბალ მორალურ სულისკვეთებას, ასევე ჯარების მომარაგებას.