Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2022

“ჩვენ წინ მივიწევთ!“, - ზელენსკის მთავარი გზავნილი ხერსონიდან

0
“ჩვენ წინ მივიწევთ!“, - ზელენსკის მთავარი გზავნილი ხერსონიდან

14 ნოემბერს უკრაინის მიერ გათავისუფლებულ ქალაქ ხერსონის მარჯვენა ნაპირზე მოულოდნელად ჩასულმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინა მზად არის მშვიდობისათვის, თუ ის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დამყარდება. მანამდე კი უკრაინის არმია გააგრძელებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას.

ჟურნალისტების კითხვაზე, საით წავა ამის შემდეგ უკრაინული არმია, ზელენსკიმ უპასუხა, რომ "არა მოსკოვზე... ჩვენ წინ მივიწევთ. ჩვენ არ გვაინტერესებს სხვა ქვეყნის ტერიტორიები. ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია. ამიტომ, მე არ ვიცი, თუ რომელი [ქალაქი] იქნება შემდეგი, მაგრამ - იქნება“, - აღნიშნა ხერსონში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, რომელსაც საზეიმო შეძახილებით შეხვდა გათავისუფლებულ ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა.

რუსეთის ხელისუფლება, რომელმაც 9 ნოემბერს რუსეთის ჯარების მიერ ქალაქ ხერსონის დატოვებისა და თავდაცვის ხაზის მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე ორგანიზების გადაწყვეტილება მიიღო, ხერსონში ვოლოდიმირ ზელენსკის ტრიუმფალური ჩასვლა უკომენტაროდ დატოვა.

„თქვენ იცით, რომ ეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა“, - მხოლოდ ეს განაცხადა ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.

ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ანექსიის შესახებ დოკუმენტებს ვლადიმირ პუტინმა 30 სექტემბერს მოაწერა ხელი. მანამდე მანვე მოაწერა ხელი ამ რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობას, იქ მოსკოვის კონტროლით გამართული რეფერენდუმების საფუძველზე.

„ამ ომის ფასი მაღალია“

ხერსონში ჩასულმა უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლებს, რომლებმაც აიძულეს რუსეთის არმია, რომ უკუქცეულიყო ქალაქ ხერსონის მდინარის მარჯვენა სანაპიროდან, სადაც 8 თვის განმავლობაში ერთ-ერთი უძლიერესი, დაახლოებით 20-ათასიანი, სამხედრო გარნიზონი ჰყავდა.

„ისე უბრალოდ არავინ არაფერს მოგცემს. ამ ომის ფასი მაღალია. არიან დაჭრილები, ბევრი ადამიანი დაიღუპა. ამიტომ [რუსი სამხედროები] კი არ გავიდნენ, არამედ ჩვენ ვთვლით, რომ ისინი გაიქცნენ. ჩვენმა არმიამ მტერი ალყაში მოაქცია და ისინი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ. იყო გააფთრებული ბრძოლები და სწორედ ამის შედეგად დღეს ჩვენ ხერსონის ოლქში ვართ“, - განაცხადა 14 ნოემბერს ხერსონში მოულოდნელად ჩასულმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ჩასვლამდე ქალაქის ადმინისტრაციული შენობების თავზე უკრაინული დროშები აფრიალდა, მუშაობას შეუდგა ასევე უკრაინული ადმინისტრაცია და ცალკეული საქალაქო სამსახური. ქალაქი და მისი დარჩენილი მოსახლეობა უბრუნდება მშვიდობიან ცხოვრებას. თუმცა, ხერსონი, სადაც რუსეთის საოკუპაციო ჯარი მარტის თვიდან იმყოფებოდა, სამხედრო თვალსაზრისით ჯერ კიდევ არ ითვლება ბოლომდე უსაფრთხო ქალაქად. 

„კრიტიკულ ინფრასტრუქტურებში ფაქტობრივად ყველაფერი დანაღმულია. გზებზე გადაადგილებაც სახიფათო იყო, დატოვებული აქვთ ე.წ. რასტიაჟკები, დანაღმული ტერიტორიები. ძალიან ბევრი ნაღმი აქვთ დატოვებული. დამიჯერეთ, ხერსონის ტერიტორია, მარჯვენა სანაპიროზეა ლაპარაკი, კარგა ხანი იქნება სახიფათო, იმდენად ბევრი ნაღმია დატოვებული. სანამ გამნაღმველები კარგად [არ იმუშავებენ], არ ვიცი, ერთი და ორი დღე არ ეყოფა ამ ყველაფრის განაღმვას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნადირაძემ, რომელიც თავის დანაყოფთან ერთად ამ დღეებში უკრაინის სარდლობის დავალებით ხერსონის ოლქში იმყოფებოდა.

ადგილზე ჯერ ოფიციალურად არ დასრულებულა ე.წ. სტაბილიზაციის ღონისძიებები. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ჰუმანიტარული მდგომარეობა ქალაქში და მის მიმდებარედ კვლავ მძიმეა. ხერსონში საომარი მოქმედებების ზონაში ხელისუფლების მიერ დადგენილი მუშაობის წესების დარღვევის გამო, უკრაინის ხელისუფლება მთელი ომის განმავლობაში პირველად წავიდა არაპოპულარულ ნაბიჯზე და აკრედიტაცია გააუქმა რამდენიმე დასავლურ მედიას.

გენერალურ შტაბში არ ასახელებენ, კონკრეტულად რომელი მედიის ჟურნალისტებს ჩამოერთვათ აკრედიტაცია.

გამოცემა "Детектор медиа" ირწმუნება, რომ აკრედიტაცია გაუუქმეს სულ ცოტა ექვს ჟურნალისტს, მათ შორის CNN-ისა და SkyNews-ის ჟურნალისტებს. ამის შესახებ „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობის პრესმდივანმა ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა.

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ჰუმანიტარული მდგომარეობა ქალაქში და მის მიმდებარედ კვლავ მძიმეა. ვითარება არც სხვა მიმართულებაზეა უკეთესი. 14 ნოემბერს ხერსონის ოლქის ქალაქ კრივოი როგში რუსეთის საარტილერიო დაბომბვის შედეგად ორი ქალი დაიღუპა და ერთი ჩვილი დაიჭრა.

12 ნოემბერს რუსეთის არმიამ ცეცხლი გაუხსნა კახოვკის რაიონის დაბა გორნოსტაევს, სადაც დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10-მდე სახლი დაზიანდა.

რა იქნება ხერსონის შემდეგ?

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების აზრით, ხერსონის მარჯვენა სანაპიროდან რუსეთის ჯარების უკუქცევის შემდეგ რუსეთი ხერსონიდან გაყვანილ ძალებს დაუმატებს მობილიზებულ ქვედანაყოფებს და გააძლიერებს შეტევით ოპერაციას დონეცკის ოლქში.

„უკრაინის სამხედრო ძალები ამ რაიონში აღმოჩნდებიან მძიმე ვითარებაში და კიევს, სავარაუდოდ, მოუწევს ჯარების გადმოსროლა რუსეთის ამ ახალი შეტევითი მოქმედებისგან თავის დასაცავად. მიუხედავად ძალისხმევის გაძლიერებისა, ნაკლებად შესაძლებელია, რომ რუსეთმა მიაღწიოს მნიშვნელოვან ოპერატიულ წინსვლას. მაგრამ სავარაუდოა, რომ დროთა განმავლობაში მათ დიდი დანაკარგის ფასად დაიკავონ ქალაქი ბახმუტი“, - ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარიშში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ბოლო ინფორმაციით, რუსეთის ჯარები განაგრძობენ თავდაცვითი პოზიციების მოწყობას სამხრეთში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე და შეტევას აღმოსავლეთში - ბახმუტის, ავდეევკისა და ნოვოპავლოვკის მიმართულებებით.

უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 3 და დონეცკის ოლქის 4 დასახლებულ პუნქტთან.

ამ შეტევების ფონზე, როგორც ISW-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, უკრაინის სამხედრო ძალებს შეუძლიათ შეზღუდული წარმატების მიღწევა ლუგანსკის ოლქში. მაგრამ ეს წარმატება კიდევ უფრო დიდი იქნება, თუ უკრაინის არმიას ამ მიმართულებაზე ხერსონიდან გამოთავისუფლებული დამატებითი ძალები დაეხმარებიან.

ყოველ შემთხვევაში, როგორც ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, მომდევნო რამდენიმე თვეში საბრძოლო მოქმედებების მთლიანად შეწყვეტა ან მათი დიდი ხნით შეყოვნება ნაკლებსავარაუდოა.

ამ მოსაზრებას უკრაინაში მებრძოლი ქართველი ოფიცერიც იზიარებს.

„უკრაინის არმიას ისეთი ტემპი აქვს აღებული, რომ ამის შეჩერება არ შეიძლება. არამც და არამც! რუსულმა არმიამ შოკიდან გამოსვლა არ უნდა მოახერხოს! მე ვფიქრობ, რომ ასევე აქტიური კონტრშეტევები უნდა დაიწყოს. ეს არის ზაპოროჟიეს ოლქი, მელიტოპოლი, ვალნავახის მიმართულება. აუცილებლად უნდა დაიწყოს და მე ვიცი, რომ ეგრეც იქნება. რამდენჯერმე ჩემი პროგნოზი გამართლდა და მე ისეთი დიდი ქალაქის გათავისუფლებას ველოდები ძალიან მალე. ხალხი რომ არ ელოდება, ისეთი ქალაქის გათავისუფლებას ველოდები ძალიან მალე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნადირაძემ.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ იერიშებს ხერსონის ოლქის სხვა ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის მიზნით. დაზუსტებულია, რომ 13 ნოემბერს, გამთენიისას, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხერსონის ოლქის სოფელ კაირის რაიონში გაანადგურეს 40-მდე რუსი სამხედრო, საბრძოლო მასალების საწყობი, 2 ერთეული ჯავშანტექნიკა და 10 სატვირთო ავტომობილი.

ხერსონის ოლქის ეს სოფელი დნეპრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს, იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც რუსეთის სარდლობის ბრძანებით, გასულ კვირაში ხერსონის მარჯვენა სანაპიროდან უკუქცეული რუსეთის ჯარების დაჯგუფება დაბანაკდა.





Губернаторы России
Москва

Собянин: В Москве создана самая маленькая схема метро в мире





Москва

Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Проект "Давай друЖИТЬ" помогает исполнять заветные мечты детей



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Оззи Осборн

Гизер Батлер рассказал, что Оззи Осборн согласился выступить с Black Sabbath




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Москве презентовали медали и экипировку VIII игр «Дети Азии»

В Москве подвели итоги первого дня чемпионата по игре «Камень, ножницы, бумага»

Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025


Ролан Гаррос

Прямая трансляция матча Рыбакиной с победительницей четырех "Больших шлемов"



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Арцах

«Райский цветник» Бакиханова и азербайджанские фальсификации. ВИДЕО



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России