აშშ-ის გენერალი თვლის, რომ რუსეთმა წააგო უკრაინაში სტრატეგიული თვალსაზრისით
აშშ-ის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკ მილიმ 16 ნოემბერს განაცხადა, რომ უკრაინის რაიმე უახლოესი სამხედრო გამარჯვების შანსები არ არის მაღალი, თუ რუსული არმია მთლიანად არ დაიშლება, რაც, მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა.
მილი თვლის, რომ რუსეთმა წარუმატებლობა განიცადა მის მიერ დასახული ყველა მიზნის მიღწევაში, რომელიც დაისახა უკრაინასთან სრულმასშტაბიან ომში. რუსები დამარცხდნენ სტრატეგიული თვალსაზრისით, წააგეს ოპერატიული და ტაქტიკური თვალსაზრისით, თვლის მილი.
მილი და აშშ-ის თავდაცვის მინისტრი გამოვიდნენ უკრაინის დაცვის საკონტაქტო ჯგუფის (რამშტაინის ფორმატი) მეშვიდე შეხვედრაზე, რომელიც ონლაინ რეჟიმში შედგა. მილი თვლის, რომ „არ არის მაღალი“ შანსები ახლო მომავალში უკრაინის სრული სამხედრო გამარჯვების მიღწევისა, რაშიც ის რუსეთის ჯარისგან უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის, ყირიმის ჩათვლით, სრულ გაწმენდას გულისხმობს. მას უფრო შესაძლებლად მიაჩნია რუსეთის ჯარის გაყვანა არა სამხედრო, არა პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად. მილი თვლის, რომ პოლიტიკურად, რუსეთის „ბეჭებზე წევს“. მას არ განუმარტავს, რას გულისხმობდა.
უფრო ადრე, მილიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკება რუსეთსა და უკრაინას შორის მალე უნდა დაიწყოს და აღნიშნა, რომ ეს იხსნის ბევრ სიცოცხლეს. თუმცა, იქვე ხაზი გაუსვა, რომ აშშ მზად არის „რამდენიც საჭიროა, იმდენად დაეხმაროს“ უკრაინას თავისუფლების და სუვერენიტეტის დაცვის საქმეში. ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ბოლო თავდასხმა უკრაინის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე მხოლოდ აძლიერებს უკრაინის და საკონტაქტო ჯგუფის მტკიცე გადაწყვეტილებას დაეხმაროს უკრაინას. პენტაგონის მეთაურის თანახმად, კიევისთვის მნიშვნელოვანია ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდება. კონკრეტული გადაწყვეტილებები რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე არ მიუღიათ.
გერმანიამ გამოაცხადა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ. ნატოში ჯერ კიდევ არ გაწევრიანებული შვედეთის ახალმა მთავრობამ გამოაცხადა, რომ უკრაინას დაეხმარება 287 მილიონი დოლარის მოცულობის პაკეტით, რომელიც ანტისარაკეტო თავდაცვის საშუალებებს მოხმარდება.