Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2022

აშშ: პოლონეთში ადამიანების სიკვდილისთვის ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთია პასუხისმგებელი

0
აშშ: პოლონეთში ადამიანების სიკვდილისთვის ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთია პასუხისმგებელი

ამერიკის შეერთებული შტატები 15 ნოემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს - იმის მიუხედავად, თუ რომელმა ქვეყანამ გაისროლა ეს რაკეტა. ამის შესახებ ნათქვამია თეთრის სახლის განცხადებაში.

აშშ-ის უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის, ედრიენ უოტსონის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ შეერთებულ შტატებს არ გააჩნია რაიმე ფაქტი, რომელიც ეწინააღმდეგება პოლონეთის ხელისუფლების მიერ გამოთქმულ ვერსიას იმის შესახებ, რომ საქმე ეხება უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტაზე.

მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჟეი დუდამ ეს ყველაზე უფრო სავარაუდო ვერსიად დაასახელა და ინციდენტს უბედური შემთხვევა უწოდა. ასეთივე შეფასებით გამოვიდნენ ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი და აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.

ამასთან, ნატოს ქვეყნების ბევრმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რაკეტა უკრაინულიც რომ იყოს, პასუხისმგებლობა მაინც რუსეთს ეკისრება, რადგან წინა დღით სწორედ მან განახორციელა უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმები, ხოლო უკრაინის საჰაერო თავდაცვა მათ მოგერიებას ცდილობდა.

"როგორიც უნდა იყოს გამოძიების საბოლოო შედეგებია, ცხადია, რომ საბოლოოდ ამ ტრაგიკულ ინციდენტზე პასუხისმგებელი რუსეთია, რომელმაც განახორციელა მასიური სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე, განსაკუთრებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. უკრაინას უნდა დაეცვა - და სრული უფლება ჰქონდა, დაეცვა საკუთარი თავი", - ნათქვამია თეთრი სახლის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის კვლავაც დარწმუნებულია, რომ საუბარი იყო რუსულ რაკეტაზე. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვას ეკუთვნის, აუცილებელია ამის მტკიცებულებების წარმოდგენა. მან ასევე გააკეთა მოწოდება, გამოძიებაში უკრაინა ჩაერთოთ.

პოლონური "რადიო ლიუბლინის" მონაცემებით, ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით, 15:40-ზე მოხდა სამშაბათს, 15 ნოემბერს. ამ დროს უკრაინის ბევრ რეგიონში, მათ შორის იმ რეგიონებშიც, რომლებიც პოლონეთს ესაზღვრება, საჰაერო განგაში გამოცხადდა რუსული სარაკეტო თავდასხმის გამო. აფეთქება მოხდა მარცვლეულის საშრობში სოფელ პშევოდუვში, უკრაინის საზღვრიდან ხუთ კილომეტრში.

ოთხშაბათს CNN-ი, აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით, რომლის ვინაობაც არ სახელდება, იტყობინება, რომ უკრაინის სამხედროებმა შეატყობინეს აშშ-სა და ნატოს, რომ ისინი დაახლოებით აღნიშნულ დროს ცდილობდნენ რუსული რაკეტის გადატაცებას იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც ადგილი ჰქონდა ინციდენტს. ცნობილია, რომ რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა აღმოსავლეთ უკრაინაზე, მათ შორის ლვოვზეც, რომელიც პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 80 კმ-ში მდებარეობს.

რუსეთი უარყოფს, რომ სარაკეტო დარტყმები განახორციელა ინციდენტის ადგილის სიახლოვეს და საერთოდ, პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ოთხშაბათს დაიბარეს პოლონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული. "დიპლომატს მიუთითეს პოლონეთში ანტირუსული ისტერიის მიუღებელ გაღვივებაზე მომხდარი ინციდენტის გარშემო" - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მანამდე რუსეთის ელჩი იყო დაბარებული პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.





Губернаторы России
Москва

Мэр Москвы и глава Башкортостана подписали соглашение в рамках ПМЭФ





Москва

Яндекс, А.С. Пушкин, Святой Ленин ведут следствие. Настоящая сенсация! 225 лет А.С. Пушкину.


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Мэр Москвы и глава Башкортостана подписали соглашение в рамках ПМЭФ



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

The Beatles

«Жуки» возвращаются: про группу The Beatles снимут байопик




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

«Столото» подписал соглашение в развитие стратегической поддержки комплекса ГТО и многоборья ГТО

Поражения Шубенкова и Савлукова, осечка Кнороз и двойной триумф Макаренко: чем запомнился «Мемориал Знаменских»

Академия Плющенко требует почти два миллиона со сбежавшей от них юной спортсменки


Ролан Гаррос

Семнадцатилетняя Андреева впервые сыграет в полуфинале турнира Большого шлема



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России