Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2022

მოზარდს, რომელსაც კლინიკა დავალიანების გამო არ ატანდა ოჯახს, საქართველოში ჩამოასვენებენ

0

თურქეთის კლინიკაში, ლეიკემიით გარდაცვლილ 16 წლის მარიამ გოგიაშვილს, რომლის ცხედარიც მეხუთე დღეა 44 000 - დოლარიანი დავალიანების გამო კლინიკის მორგში იყო დასვენებული, საქართველოში, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გადმოასვენებენ. ინფორმაციას ამის შესახებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის ახლობელი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.

სოფიო ჩიკვილაძემ, რომელიც მარიამის დედასთან ერთად ცდილობდა ლეიკემიით გარდაცვლილი მოზარდის საქართველოში გადმოსვენებას, 17 ნოემბერს, „ფეისბუკში“ დაწერა, რომ ოჯახს დაუკავშირდა საქართველოს ელჩი თურქეთში და მათ დახმარება აღუთქვა:

„მეგობრებო, დაგვიკავშირდა საქართველოს ელჩი თურქეთში, ბატონი გიორგი ჯანჯღავა. პრემიერ-მინისტრმა იცის უკვე ყველაფერი. მაქსიმალურს აკეთებენ, რომ დროულად გადმოვასვენოთ მარიამი საქართველოში. გვითხრა, რომ აღარაა საჭირო თანხის მოგროვება და ჩვენ არ გვჭირდება აღარაფრის გადახდა“.

მარიამ გოგიაშვილის ოჯახი ხუთი დღის განმავლობაში სთხოვდა საქართველოს ხელისუფლებას გარდაცვლილი მოზარდის საქართველოში გადმოსვენებაში დახმარებას. 16 წლის მოზარდი სტამბოლში, კლინიკა Medi Statie Hospital-ში 13 ნოემბერს, ლეიკემიის დიაგნოზით გარდაიცვალა.

თუკი მარიამის გარდაცვალებამდე სოციალურ ქსელის საშუალებით მისი მკურნალობისთვის საჭირო თანხა გროვდებოდა, მოზარდის გარდაცვალების შემდეგ, კლინიკისთვის გადასახდელი დავალიანების დაფარვის გამო დაიწყო საზოგადოებამ თანხის შეგროვება.

17 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საქართველოს საკონსულო დაწესებულება პრობლების წარმოქმისთანავე ჩაერთო პროცესში და „ახლაც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოხდეს ცხედრის გადმოსვენება“.

რადიო თავისუფლება სტამბოლში დაუკავშირდა სოფიო ჩიკვილაძეს, მარიამ გოგიაშვილის ნათესავს. ის გვიყვება იმ პროცედურებისა და ეტაპების შესახებ, რისი გავლაც გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს ამ ხუთი დღის განმავლობაში მოუწია:

„ხალხს არასწორად ესმოდა, ეგონათ, რომ რაკი კონსული ჩაერთო საქმეში, თანხასაც ისინი დაფარავდნენ. საკონსულო მხოლოდ იმაში გვეხმარებოდა, რომ კლინიკასთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა. საკონსულომ მოიყვანა ადვოკატიც და თარჯიმანიც. პირველ ეტაპზე, კლინიკამ შემოგვთავაზა, რომ დაგვეტოვებინა პასპორტები, მოგვეწერა ხელი ხელწერილზე და ბავშვი წაგვეყვანა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე თანახმანი ვიყავით, თუმცა, მალევე ამ შემოთავაზებაზე თავადვე თქვეს უარი. შემდეგ კლინიკამ მოითხოვა, რომ თავდებში ჩაგვდგომოდა საკონსულო, რაც არალოგიკურია, რადგან საკონსულოს ამის უფლება არ აქვს. ბოლოს ზეპირი მოლაპარაკება შედგა, რომ თანხის ნაწილი, 20 ათასი დოლარი გადაგვეხადა, დაგვეწერა ხელწერილი, რომ დარჩენილ 24 ათასს საქართველოში ჩასვლის შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადავიხდით“.

სოფიო ჩიკვილაძის თქმით, სოციალურ ქსელში გავრცელდა მცდარი ინფორმაცია იმის შესახებაც, თითქოს ოჯახმა ორ დღეში მოახერხა დავალიანების დასაფარი 44 ათასი დოლარის მობილიზება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება:

„ეს ტყუილია. კი, თანხას რიცხავდა ხალხი, 2 ლარს, 5 ლარს, ზოგი 50 ლარს, 100 ლარსაც. მაგრამ საბოლოო მხოლოდ 10 ათასი დოლარამდე თანხის შეგროვება გახდა შესაძლებელი, რაც დავალიანების დასაფარად არ იყო საჭირო და ამიტომ ვითხოვდით დახმარებას“.

რა დახმარება გასწია სახელმწიფომ მარიამის სამკურნალოდ?

მარიამს ექიმებმა ლეიკემიის დიაგნოზი 2022 წლის სექტემბრის ბოლოს დაუსვეს. მარიამის მამამ ბავშვის სხეულზე სილურჯეები შენიშნა. ამასთან ერთად, ბავშვის თავის ტკივილები და გულის რევა ჰქონდა. გორში ჩატარებული გამოკვლევის შემდეგ, მარიამი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაამისამართეს. ლეიკემიის დიაგნოზიც იქ დაისვა. 13 ოქტომბრის ჩათვლით მარიამი სწორედ იაშვილის კლინიკაში მკურნალობდა. თუმცა, სოფიო ჩიკვილაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ბავშვს სეფსისი განუვითარდა და კლინიკაში მკურნალობისათვის საჭირო აპარატურა არ აღმოჩნდა, მისი თურქეთში გადაყვანა გახდა საჭირო.

მისი თქმით, თურქეთის კლინიკაში პირველადი შენატანი და შემდეგ მკურნალობისათვის საჭირო თანხის ნაწილი, ჯანდაცვის სამინისტრომ და პრემიერ-მინისტრთან არსებულმა „სოლიდარობის ფონდმა“ დაფარა:

„უმადურები უნდა ვიყოთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წვლილი არ დავინახოთ. ბავშვს თურქეთში ასე არავინ მიიღებდა, ამიტომ პირველადი შენატანი, 18 ათასი დოლარი სახელმწიფოსგან მივიღეთ. ჯამში, მარიამი მკურნალობისთვის საყოველთაო ჯანდაცვისა და პრემიერ-მინისტრის აპარატთან არსებული „სოლიდარობის ფონდი“ საშუალებით, 25 ათასი დოლარი მივიღეთ“.

რაც შეეხება დავალიანებას 44 ათასი დოლარის ოდენობით, სოფიო ჩიკვილაძე მის რაოდენობას ასე ხსნის:

„გაჩნდა კითხვები, რატომ დაგროვდა 44 ათასი დოლარის დავალიანება. თავდაპირველად, დავალიანება შეადგენდა 60 ათას დოლარს. შემდეგ, ეს დავალიანება დავიდა 56 ათასამდე. ძალიან ცუდი სათქმელია, მაგრამ საბოლოოდ, ფასდაკლება გაგვიკეთეს და 44 ათასი დოლარი გამოიანგარიშეს. მოვითხოვე ყველა დოკუმენტი, რათა ვიცოდეთ, რაში რა დაიხარჯა. ჩვენ მარიამის მკურნალობის თანხის ნაწილი სახელმწიფომ დაგვიფინანსა, ამიტომ ვალდებული ვარ, ჯანდაცვასაც გადავუგზავნო ყველა ეს დოკუმენტი. ამ 44 ათას დოლარში, ძირითადად შედის რეანიმაციის თანხა. რეანიმაციაში მარიამი იწვა 31 დღე. თითო დღის ღირებულება შეადგენს 1200 დოლარს. ამ თანხაში შედის სეფსისის ფილტრაციის აპარატის ღირებულება, რომელიც საქართველოში არ არის და სწორედ ამის გამო წამოვიყვანეთ მარიამი თურქეთში. ხუთი კურსის ღირებულება შეადგენდა დაახლოებით, 7500 დოლარს. გარდა ამისა, მარიამს დასჭირდა საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობა“.

16 წლის მარიამ გოგიაშვილს საქართველოში გადმოსვენების შემდეგ გორში დაკრძალავენ.





Губернаторы России
Москва

Собянин: Завод по производству препаратов из плазмы крови человека появится в РФ





Москва

Юлия Пересильд, московский Театр на Таганке, ММОМА – участники 3-его фестиваля «Территория. Красноярск» раскрывают грани современного искусства


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Мэр Москвы и глава Башкортостана подписали соглашение в рамках ПМЭФ



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Баста

На организацию зоны активности для гостей на концерте артиста Басты выделят 1,7 млн рублей




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Поражения Шубенкова и Савлукова, осечка Кнороз и двойной триумф Макаренко: чем запомнился «Мемориал Знаменских»

Медийный баскетбол, киберспорт и турнир ММА: Константин Пухов рассказал о мероприятиях Международного центра бокса (Наташа)

В Швейцарии завершился чемпионат Европы по спортивной и фитнес-аэробике


Арина Соболенко

Названо условие сенсации в матче Арины Соболенко с вундеркиндом из России



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России