Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2022

ჩეჩენმა, ჩერქეზმა და ყაბარდო-ბალყარელმა აქტივისტებმა თანამემამულეებს უკრაინის არმიაში გაწევრიანებისკენ მოუწოდეს

0
ჩეჩენმა, ჩერქეზმა და ყაბარდო-ბალყარელმა აქტივისტებმა თანამემამულეებს უკრაინის არმიაში გაწევრიანებისკენ მოუწოდეს

რუსეთის ორი რეგიონის, ჩეჩნეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის აქტივისტები თანამემამულეებს მოუწოდებენ, რომ შევიდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში და ჩაებან რუსეთის ინტერვენციის წინააღმდეგ მიმდინარე ომში, რაც შემდგომში მათი ხალხების თავისუფლებისათვის ბრძოლით უნდა გაგრძელდეს.

კონკრეტულად ჩეჩნებს მიმართა საიხან მუზაევმა, რომელსაც მედია საქართველოდან დევნილად და ბერლინში 2019 წლის ტერაქტის შედეგად დაღუპული, ჩეჩენი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მეგობრად მოიხსენიებს.

„ომის შემდგომ ჩვენ მთავარ პირობას ხალხის მიერ თვითგამორკვევის, საზოგადოებისთვის კი თვითმმართველობის უფლება წარმოადგენს. ჩვენ ჩეჩნები ვიბრძვით თავისუფალი, დამოუკიდებელი, თანამედროვე და აყვავებული იჩქერიისთვის. ეს რომ შესაძლებელი გახდეს, ჩვენ პირველ ყოვლისა ეფექტიანი შეიარაღებული ძალები გვჭირდება. უკრაინაში სწორედ ახლა იჩქერიის სახალხო არმია ყალიბდება“, - აცხადებს მუზაევის, რომლის სიტყვებიც „კავკაზ. რელიის“ მოჰყავს.

ჩერქეზებს კი მიმართა იბრაგიმ იაგანოვმა, რომელიც ცნობილია, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა „ხასეს“ თავმჯდომარე. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ყაბარდო-ბალყარეთის განყოფილებმა იაგანოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტერორიზმის საჯარო გამართლების მუხლით.

„მოვუწოდებ ჩერქეზებს, რომ შექმნან ჩერქეზთა მოხალისეთა ბატალიონი, რომელიც მომავალში თავისუფალი ჩერქეზეთის შეიარაღებული ძალების საფუძველი გახდება“, - აცხადებს იაგანოვი, რომელიც ამტკიცებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით უკვე შეიქმნა შესაბამისი „სამობილიზაციო ცენტრი“. მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ საიტზე ასეთი ცენტრის შექმნის შესახებ ცნობა არ არსებობს.

მუზაევისა და იაგანოვის თქმით, ახალი მოხალისეთა ბატალიონების ფორმირების პლატფორმას წარმოადგენს ახლად შექმნილი "სამოქალაქო საბჭო". ერთ-ერთი, ვინც ამ ასოციაციის სახელით საუბრობს, არის დენის სოკოლოვი, თავისუფალი რუსეთის ფონდის ექსპერტი (ორგანიზაცია რუსეთში აღიარებულია, როგორც "არასასურველი"). "სამოქალაქო საბჭოს" მდივანმა ანასტასია სერგეევამ გამოცემა "ხოლოდთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ორგანიზაციის დაფინანსების წყარო ნებაყოფლობითი შემოწირულებებია. "მაგრამ საჯაროდ არ ვისაუბრებ იმაზე, თუ ვინ გვიჭერს მხარს და როგორ", - დასძინა სერგეევამ.

კიევში ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი აღნიშნულ მიმართვაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ შექმნილ მოძრაობა „სამოქალაქო საბჭოს“ რესურსებზეა გამოქვეყნებული.

ამჟამად უკრაინის მხარეს იბრძვის რამდენიმე მოხალისეთა დანაყოფი, მათ შორის ჯოხარ დუდაევის (მეთაური ადამ ოსმაევი) და ასევე შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონები (მეთაური მუსლიმ ჩებერლოევსკი).

ოქტომბრის ბოლოს უკრაინაში ადგილობრივი სამხედროების დასახმარებლად ჩამოყალიბდა იმამ შამილის სახელობის დაღესტნის ბატალიონი, რომლის მეთაური გახდა მაგომედ საიპულაევი. ამის შესახებ ცნობა და საიპულაევთან ერთად გადაღებული ვიდეო ვერხოვნა რადის დეპუტატმა ალექსეი ჰონჩარენკომ თავის ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა.

სექტემბერში უკრაინაში მოქმედი შეიხ მანსური სახელობის ჩეჩნეთის მოხალისეთა ბატალიონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ისლამ ბელოკიევმა "კავკაზ.რეალიის" აცნობა. რომ დაღესტნის ტერიტორიაზე სადეოკუპაციო მოქმედებას იწყებს "იმამატის" სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომლის მეთაურის სახმისია "შამილი".

კიდევ ერთი ჩეჩნური რაზმი, "ცოფიანი მოდგმა", უშუალოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრუქტურებში მოქმედებს.

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მილიონი დოლარის ჯილდოს დაჰპირდა მას, ვინც სამართალდამცველებს ჯოხარ დუდაევისა და შეიხ მანსურის ბატალიონების მეთაურების ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის მიაწვდის.





Губернаторы России
Москва

Собянин: Производство одежды в Москве за последние пять лет выросло в 62 раза





Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге об инвестировании в отечественные цифровые технологии


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Под заселение по реновации с начала года передали 20 жилых комплексов



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Песня

Ротация на Радио. Ротация песен на радио. Радиоротация. Песни на Радио.




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Аделина Панина: какие элементы фэншуй должны быть на кухне, чтобы есть и худеть

Only Bet – бесплатные прогнозы на спорт

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о популяризации спорта


ATP

Российский теннисист Сафиуллин опустился на две позиции в рейтинге ATP



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о показателях нефтедобычи



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России