უკრაინის ხელისუფლებამ გათავისუფლებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის ნებაყოფლობითი ევაკუაცია დაიწყო
უკრაინამ დაიწყო ხერსონისა და ნიკოლაევის რეგიონების განთავისუფლებული ტერიტორიების მაცხოვრებლების ნებაყოფლობითი ევაკუაცია. დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა და ნიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა ამის შესახებ ნიკოლაევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
ვერეშჩუკის თქმით, მოსახლეობის დროებითი გადაადგილება სახელმწიფოს ხარჯზე მოხდება.
რუსული ჯარებისგან გათავისუფლებული ტერიტორიების მაცხოვრებლებს სთავაზობენ დროებით გაემგზავრონ კრივოი როგში ან უკრაინის დასავლეთ რეგიონებში. როგორც უკრაინის ხელისუფლება ამტკიცებს, ეს ხდება დეოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში შექმნილი რთული საცხოვრებელი პირობების გამო.
ოქტომბერში რუსეთმა უკრაინის ენერგომომარაგების სისტემაზე სისტემატური სარაკეტო თავდასხმები დაიწყო. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსული სარაკეტო დარტყმების შედეგად, ქვეყნის ენერგოსისტემის თითქმის ნახევარი გამორთულია.