Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2022

NYT-ი: უკრაინაში რუსი სამხედრო ტყვეების სავარაუდო მკვლელობის ვიდეო ავთენტურია

0
NYT-ი: უკრაინაში რუსი სამხედრო ტყვეების სავარაუდო მკვლელობის ვიდეო ავთენტურია

გამოცემა The New York Times-ი აცხადებს, რომ შეძლო იმ ვიდეოჩანაწერის ავთენტურობის დადასტურება, რომელზეც ჩანს, როგორ ხოცავენ უკრაინელი სამხედროები რუს ტყვეებს. ამასთან, გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ვიდეოს მიხედვით შეუძლებელია მომხდარის გარემოებების დადგენა.

გამოცემამ ვიდეოკადრები ამერიკული კომპანია Maxar Technologies მიერ მიწოდებული სატელიტური გადაღების ფოტოებს შეადარა და დაასკვნა, რომ ვიდეო გადაღებულია უკრაინის ლუგანსკის ოლქის სვატოვოს მახლობლად სოფელ მაკეევკაში. გამოცემის ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ვიდეოზე ასახული ეზოს, სახლის, ფარდულებისა და ღობეების პოზიცია თანამგზავრულ სურათებს დაემთხვა.

18 ნოემბერს სოციალურ ქსელში ორი ვიდეო გამოჩნდა. პირველში ნაჩვენებია, თუ როგორ ტოვებს სახლს 10-მდე ხელებაწეული რუსი ჯარისკაცი და უკრაინის შეიარაღებული ძალების კამუფლირებულ ფორმაში ჩაცმულ, ყვითელი სამკლავურის მქონე სამხედრო მოსამსახურეებს ტყვედ ბარდება. ბრძანების შესაბამისად, ისინი მიწაზე წვებიან. ვიდეო უეცრად წყდება, როდესაც კადრში შემოდის კიდევ ერთი ადამიანი, დიდი ალბათობით, რუსი და ისმის გასროლის მსგავსი ხმა.

მეორე ვიდეოში, რომელიც, სავარაუდოდ, დრონიდან არის გადაღებული, ჩანს იმავე ფორმაში ჩაცმული ჯარისკაცების ცხედრები, ზოგი მათგანის გვერდით სისხლის კვალია.

ორგანიზაციის „ექიმები ადამიანის უფლებებისთვის“ სამედიცინო ექსპერტი როჰინი ჰაარი, რომელსაც The New York Times-ი კომენტარისთვის დაუკავშირდა, ვიდეოს მიხედვით ფიქრობს, რომ მოკლულების უმეტესობას "თავში ესროლეს". "სისხლის გუბეები ჩანს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მკვდრები იქვე დატოვეს. როგორც ჩანს, არავის უცდია მათი გადატანა ან დახმარება", - თქვა ჰაარმა.

მისივე სიტყვებით, სამხედრო დანაშაულად შეიძლება ჩაითვალოს ჯარისკაცის მოკვლა და დაჭრა იმ შემთხვევაში, თუ მან „დაყარა იარაღი ან აღარ გააჩნდა დაცვის საშუალებები და ნებაყოფლობით ბარდება“.

ამავდროულად, სპეციალისტი ომის დანაშაულების საკითხებში ივა ვუკუსიჩი გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ვიდეომასალის მიხედვით შეუძლებელია იმის დადგენა, ტყვეები ორმხრივი ცეცხლის დროს დახოცეს თუ სროლის შეწყვეტის შემდეგ.

ვუკუსიჩი განმარტავს, რომ თუ რომელიმე რუსი სამხედრო უკრაინელებს თითქოს ჩაბარებისას დაესხა თავს, მაშინ მან ჟენევის კონვენცია დაარღვია.

მანამდე უკრაინელმა რწმუნებულმა ადამიანის უფლებათა საკითხებში დმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ თუ ვიდეოს მიხედვით ვიმსჯელებთ და თუ რუსმა სამხედროებმა ჩაბარება განიზრახეს, შემდეგ კი ერთმა მათგანმა ცეცხლი გახსნა, მაშინ საპასუხო ცეცხლი სამხედრო დანაშაულად არ შეიძლება ჩაითვალოს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გავრცელებულ განცხადებაში ვიდეოში ნაჩვენებს უიარაღო ტყვეების განზრახ და მეთოდური მკვლელობა უწოდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სამხედრო ტყვეების მასობრივი მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მოსკოვმა საერთაშორისო ორგანიზაციებს დანაშაულის დაგმობისა და საფუძვლიანი გამოძიებისკენ მოუწოდა.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში განაცხადეს, რომ სავარაუდო დახვრეტის თაობაზე ვიდეოკადრების შესახებ ინფორმირებული არიან და შეისწავლიან მათ. უფრო ადრე გაეროს ექსპერტებმა ანგარიში გამოაქვეყნეს კონფლიქტის ორივე მხარეს სამხედრო ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ 20 ნოემბერს განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება მომხდარს გამოიძიებს. ამასთან დასძინა, რომ მოკლე და დამონტაჟებულ ვიდეოჩანაწერს არ მიიჩნევს რუსეთის ხელისუფლების მტკიცებულებად. უკრაინა დაინტერესებული არ არის მოკვლით, მის ინტერესებშია, შეინარჩუნოს რაც შეიძლება მეტი რუსი სამხედრო ტყვე უკრაინულ ტყვეებში გასაცვლელად, - თქვა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა აპრილში განაცხადეს, რომ გადაამოწმებდნენ ვიდეოს, რომელიც ასახავს კიევის რეგიონში რუსი ტყვეების სავარაუდოდ მკვლელობას. შედეგები აღარ გამოქვეყნებულა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 21 ნოემბერს პრესკონფერენციაზე თქვა, მოძებნიან რუსი სამხედროების დახვრეტაში მონაწილეებს. მან არ გამორიცხა მიმართვაც საერთაშორისო სტრუქტურებისადმი, თუ ეს ეფექტურად იქნება მიჩნეული.

"რუსეთი საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში არსებულ ყველა შესაძლებლობას მიმართავს ამ დანაშაულზე ყურადღების მისაპყრობად და წესრიგისა და კანონიერებისკენ მოუწოდებს დანაშაულში ყველა შესაძლო მონაწილეს და უპირობოდ, რუსეთ დაკავდება ამ დანაშაულში მონაწილეთა მოძიებით. ისინი უნდა იყვნენ ნაპოვნი და დასჯილი", - უთხრა ჟურნალისტებს პესკოვმა.

კითხვაზე, მიმართავს თუ არა რუსეთი საერთაშორისო სტრუქტურებს მომხდარის გამოძიებისთვის, მან განმარტა: „თუ აღიარებული იქნება, რომ არსებობს მინიშნება ეფექტურობაზე და ეფექტურობის იმედი, მაშინ - დიახ, თუ არა, მაშინ ამას აზრი არ ექნება".

ორშაბათს თავის ტელეგრამის არხზე რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ კიევის რეჟიმი უმძიმეს სასჯელს იმსახურეს ისეთი სისასტიკისთვის, როგორიც არის რუსი სამხედრო ტყვეების დახვრეტა. მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამხედრო ტრიბუნალმა უნდა გაასამართლოს.





Губернаторы России
Москва

Собянин: Москвичи взяли четыре медали на международной олимпиаде по биологии





Москва

Владимир Путин, Дмитрий Медведев, Анатолий Голод: ПРИЗНАНИЕ НАТО НАДО ПРИМЕНЯТЬ!


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Созданный нейросетью Собянин выманил у заслуженного врача РФ 4 млн рублей



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Дима Билан

Дима Билан, Seville, Николай Басков, «Иванушки International», Ольга Бузова и другие гости поздравили Марину Ермошкину и Эда Барка с днем рождения




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

ЕВРО-2024: большой футбол ждет слушателей «Авторадио»

Пожар у станции «Динамо» в Москве потушен

Резидент «Инсайт Люди» Дмитрий Зубов 12 июня установил мировой рекорд по чеканке мяча в «Лахта Центре»


WTA

Александрова вышла во второй круг турнира WTA в Хертогенбосе



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Путин приехал на Смоленскую площадь для встречи с руководством МИД РФ



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России