Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2022

საბჭოთა მოზაიკა: როგორ ნადგურდება სოციალისტური უტოპიის ფერადი ლაქები

0
საბჭოთა მოზაიკა: როგორ ნადგურდება სოციალისტური უტოპიის ფერადი ლაქები

თბილისის მერია ახლა ცდილობს, აღდგეს „მიონის“ დაზიანებული მოზაიკა. სწორედ მერიის თანხმობით ამოჭრა შენობის მეპატრონემ ოთხი ფანჯარა კედელში. ეს შემთხვევა სიმბოლური ნიმუშია საქართველოში მოზაიკების ბედისა, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დიდწილად იგნორირებულია.

„მიონის“ მოზაიკის დაზიანება ბევრისთვის ვანდალიზმს გაუტოლდა. თუმცა ვერც შენობის მფლობელმა, ვერც მერიის თანამშრომლებმა და ვერც მშენებლებმა, რომლებმაც ფანჯრები ამოჭრეს დეკორატიულ კედელში, ვერ დაინახეს, რა შეიძლება ყოფილიყო არასწორი ამ გადაწყვეტილებაში.

„არავინ აღიქვამს ამას [მოზაიკებს], როგორც ხელოვნების მიმართულებას. რადგანაც ბევრი საბჭოთა მესიჯია და საბჭოთა ესთეტიკა აქვს, არავისთვისაა ძვირფასი“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ხელოვნებათმცოდნე სოფო ლაპიაშვილი და ამატებს: „იმიტომ კი არ გააკეთა ის, რომ მოზაიკა დაეზიანებინა, უბრალოდ ფანჯრები დასჭირდა“.

ფერადი ლაქები

სოციალისტური ილუზიების ამსახველი მონუმენტური, ფერადი გამოსახულებები ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზეა გაბნეული - ბელარუსიდან ტაჯიკეთამდე, საჯარო შენობებსა თუ ტრანსპორტის გაჩერებებზე. საქართველოში მოზაიკა 1960-იანი წლებიდან გამოჩნდა.

„ფერად ლაქებს აჩენდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მალხაზ გორგაძე, თბილისის პირველი მოზაიკური ნამუშევრის ავტორი.

1965 წელს, როცა მას სამხატვრო აკადემია ახალი დამთავრებული ჰქონდა, თბილისში, მეტრო რუსთაველის გვერდით, მოშიშვლებულ კედელზე ნამუშევრის გაკეთება შესთავაზეს.

„კერამიკული ფილების ნამსხვრევებით გავაკეთეთ. მაშინ არც სმალტა იყო, არც - ცოდნა“, - იხსენებს ის და განაგრძობს: „400-500 კვ/მ-ის მოზაიკებზე ვმუშაობდი. შრომატევადია, აბა, რა არის. ცალკეული კასეტები, ასე ვეძახდით, კეთდებოდა სახელოსნოში. მერე მიგვქონდა და ვამონტაჟებდით ადგილზე“.

მოზაიკების უმეტესობა დამზადებულია გაუმჭვირვალე, სხვადასხვა ფერის, მყარი შუშის ნაჭრებისგან - ამ ფირფიტებს ეძახიან სმალტას. ის, ძირითადად, უკრაინაში მზადდებოდა.

1970-იანი წლებიდან საქართველოში მოზაიკა, როგორც საბჭოთა პერიოდის დეკორატიული და მონუმენტური ხელოვნების ნაწილი, სულ უფრო პოპულარული ხდება. ცხადია, საბჭოთა მოზაიკა არ არის თავისუფალი რეჟიმის იდეოლოგიური ჩარჩოებისა და ცენზურისგან. დიზაინს უკვეთავდა და აკონტროლებდა სახელმწიფო მხატვართა კავშირი.

მოზაიკების უმეტესობა ინდუსტრიული შენობების, ქარხნებისა და ფაბრიკების კედლებზე იწყობოდა. ასევე, დამოუკიდებელ სკულპტურებად. აფორმებდნენ ტრანსპორტის გაჩერებებსაც.

მოზიკით აწყობილი პანოები ასახავდნენ ინდუსტრიალიზაციას, საბჭოთა მოქალაქეების ბედნიერებას, სამხედრო გამარჯვებებს, კოსმოსურ მიღწევებსა და გმირ მშრომელებს. საქართველოში მოზაიკას ირჩევენ ეროვნული თემებისთვისაც - მეღვინეობის, სტუმართმოყვარეობის სცენების დასადგმელად.

„ზოგი მომწონს, ზოგიც პრიმიტიულია“, - ამბობს მალხაზ გორგაძე და განაგრძობს: „ბოლოს ისეთი სახე მიიღო, ხარისხი ეცემოდა ნახატის. კოლმეურნეობებში აკეთებდნენ, გზებზე. რადგან ლამაზი იყო, მთავრობა ავალებდა და მხატვრები აკეთებდნენ. აფხაზეთში ძალიან ლამაზი რაღაცები იყო გაკეთებული. მეც მქონდა, აღარც მახსოვს“.

გორგაძის პირველი ნამუშევარი ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლებამ დაანგრია, რუსთაველის მეტროს შესასვლელთან გზის გაფართოებისას.

„გულდაწყვეტილი ვიყავი, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა“, - ამბობს გორგაძე და ამატებს: „თან ანგრევდნენ, თან ვაკეთებდი“.

მომდევნო ათწლეულებში, „საქართველოს რუკის“ ბედი ბევრმა მოზაიკამ გაიზიარა.

შეუჩერებელი ნგრევა

1991 წელს, საბჭოთა კავშირი დაინგრა. მოზაიკებს კვალი დაამჩნია სამხედრო კონფლიქტებმა, ეკონომიკურმა გაჭირვებამ, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციამ. დღემდე მოზაიკას ხშირად აღიქვამენ, როგორც უბრალო პროპაგანდის იარაღს, რომელიც არ იმსახურებს დაფასებას.

„ძირითადად არის მიტოვებული. არავინ პატრონობს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მკვლევარი სოფო ლაპიაშვილი და განაგრძობს: „ნელ-ნელა ნადგურდება თავისითაც, და თუ ვინმეს იქ მიშენება და კარის გაჭრა უნდა, უკან არავინ იხევს“.

დღეს საქართველოში 300-ზე მეტი მოზაიკაა აღრიცხული. კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, ქართული მოზაიკის მხარდაჭერისა და განვითარების ფონდმა „რიბირაბომ“ ონლაინკატალოგი შექმნა და მოზაიკები რუკაზე დაიტანა.

„სანამ კატალოგს ვქმნიდით, რამდენიმე დაინგრა კიდეც. შეიძლება იყოს მეტი [რაოდენობაც]“, - ამბობს ნატალია ამირეჯიბი, „რიბირაბოს“ თანადამფუძნებელი.

მოზაიკებს სახელმწიფო არ იცავს რაიმე სპეციალური სტატუსით, ამიტომ მათი შენარჩუნებისა და რეაბილიტაციის ცალკეული შემთხვევები გამონაკლისად რჩება.

ასე, 6-წლიანი ადვოკატირების შედეგად, საინიციატივო ჯგუფმა მიაღწია ბათუმის ცნობილი მოზაიკური ნაგებობის, 1970-იან წლებში აგებული კაფე „ფანტაზიის“, იმავე „რვაფეხას“, რეაბილიტაციას და მისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას.

2018 წელს სახელმწიფომ ნახევარი მილიონი ლარით დააფინანსა გუდაურის „გადასახედის“ რეაბილიტაცია.

„ზესტაფონში გადავარჩინეთ მოზაიკა, რომელსაც ანგრევდნენ და გადავიტანეთ ხონში. რუსთავში დაინგრა მოზაიკა, ნარჩენები წამოვიღეთ და გავაკეთეთ ორი დამოუკიდებელი პანო“, - ამბობს ნატალია ამირეჯიბი და ამატებს, რომ ფინანსურ დახმარებას დონორები და კერძო ორგანიზაციები უწევენ.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში არ თვლიან, რომ ყველა მოზაიკა კულტურული მემკვიდრეობაა. თუმცა სანამ სააგენტო ინდივიდუალურად განიხილავს თითოეულ ნამუშევარს, რაც, როგორც წესი, თვეები გრძელდება, შეიძლება მოზაიკა ჩამოიშალოს.

საბჭოთა მოზაიკა და მისი ნიმუშები ბევრისთვის ქართული მოდერნიზმის ნაწილი და მხატვრული ღირებულების მქონეა. და არა უბრალოდ კომუნისტური პროპაგანდის ნარჩენები.

საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურა და ხელოვნება, ასევე, ბევრი ტურისტისთვისაა მიმზიდველი.

„ეს არის ეპოქა! ეს არის ეპოქის ნიშა, მიმართულება ხელოვნების, რომელიც იმ პერიოდში იყო მნიშვნელოვანი. ამიტომ, კარგია თუ ცუდია, თუ არჩევანზე მიდგება, ხარისხობრივად უკეთესი ნამუშევრები ჯობს, შემოვინახოთ, მაგრამ დანარჩენებიც რაღაც შინაარსის მატარებელია, ის დაბალი ხარისხის ნამუშევრებიც. იმიტომ, რომ ის გაჩვენებს ეპოქას“, - ამბობს სოფო ლაპიაშვილი.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин рассказал о новых трамвайных линиях в Москве





Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Свыше 5,2 миллиона жителей Московского региона получают набор социальных услуг в натуральном виде


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Новый корпус больницы святого Владимира планируется открыть в 2025 году



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Оркестр

Оркестр Центрального округа Росгвардии выступил на площади у Большого театра в честь Дня защиты детей




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Росгвардейцы обеспечили безопасность во время футбольного матча в Москве

Неделя легкой атлетики пройдет в Москве

В филиалах АО "Желдорреммаш" прошли мероприятия ко Дню защиты детей


Ролан Гаррос

Азаренко не смогла выйти в 1/16 финала открытого чемпионата Франции по теннису



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

В России начались продажи нового компактного кроссовера GAC GS3, который стоит как LADA Vesta Sportline



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России