Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2022

„ეს როგორ ჩაიდინეთ“? 9 წლის ბიჭის დედა შვილის სიკვდილში ირანის ხელისუფლებას ადანაშაულებს

0
9 წლის კიან პირფალაკს სამხრეთ-დასავლეთ ირანიდან უნდოდა რობოტიკის ინჟინერი გამოსულიყო. მისი ოცნება ოცნებად დარჩა. ის 16 ნოემბერს მოკლეს, როდესაც ქალაქ იზეში (ხუზესტანის პროვინცია) ისტებლიშმენტის საწინააღმდეგო აქცია იმართებოდა.


სახელმწიფო მედია ირწმუნება, რომ პირფალაკი  დაიღუპა „ტერორისტული შეტევის“ შედეგად, როდესაც შეიარაღებულმა პირებმა  მოტოციკლეტებით შვიდი ადამიანი დახოცეს, მათგან ექვსი - სახელმწიფო დაცვის თანამშრომელი.


მაგრამ პირფალაკის დედა სამართალდამცავებს ადანაშაულებს. მისი თქმით, სამართალდამცავებმა „არაერთხელ ესროლეს“ მათ მანქანას. მოკლეს მისი შვილი, ქმარი კი დაჭრეს.


„მომისმინეთ, რა მოხდა“, - თქვა ზეინაბ მოლეირადმა, ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, - „არ თქვათ, რომ იქ ტერორისტები იყვნენ, იტყუებიან“.


ვიდეოთი მოლეირადი მიმართავს იმ ასობით მგლოვიარე ადამიანს, რომელიც 18 ნოემბერს მისი შვილის დაკრძალვას დაესწრო.


ერთი დღით ადრე მოლეირადმა ტიკ-ტოკზე ხელისუფლება  დაადანაშაულა: „ჯანდაბა თქვენ! ეს როგორ ჩაიდინეთ? მხოლოდ 9 წლის იყო. [თქვენ]] ბინძურო ისლამურო რესპუბლიკავ“.


ოსლოში მდებარე ირანის ადამიანის უფლებათა ოფისის მონაცემებით, პირფალაკი ერთ-ერთია იმ 43 ბავშვიდან, რომელიც ხელისუფლების მიერ საპროტესტო აქციების უხეშად ჩახშობისას დაიღუპა. საპროტესტო აქციები ისტებლიშმენტის წინააღმდეგ სექტემბერში დაიწყო. ვარაუდობენ, რომ სულ გარდაცვლილია 342 ადამიანი, 14 ათასი კი დაკავებული.


ამ დღეებში ხუზესტანში ასევე მოკლეს 14 წლის სეფერ მაგსუდი და 14 წლის არტინ რაჰმანი.


პროტესტი დაიწყო 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო. ის  დაიღუპა 16 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც მორალის პოლიციამ დააკავა და თავსაფრის არამართებულად ტარების ბრალდებით განყოფილებაში გადაიყვანა.  


ბავშვების მკვლელი რეჟიმი

პირფალაკის დაღუპვამ ირანელები დაამწუხრა და გააბრაზა. მის დაკრძალვაზე ჭირისუფლები ყვიროდნენ: „სიკვდილი ხამენეის“ (იგულისხმება ქვეყნის ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი).


კიდევ ერთ ვიდეოზე ჩანს ბანერი პირფალაკის ფოტოთი და წარწერით: „ბავშვების მკვლელი მთავრობა“. ბანერი თეირანის გზატკეცილზე კიდია.


„ამ საბრალო ბავშვების სისხლი დაგტანჯავთ“, - დაწერა ისტაგრამზე ოსკარის მფლობელმა ირანელმა რეჟისორმა ასგარ ფარჰადიმ.


მსახიობმა ჰენგამე ღაზიანმა კი ხელისუფლება თვალთმაქცობაში დაადანაშაულა. „თქვენ პალესტინელი ბავშვების მიმართ ჩადენილ ბოროტებაზე საუბრობთ, მაგრამ თქვენი სახელები ისტორიაში ასე ჩაიწერება - ბავშვების მკვლელი რეჟიმი“, - დაწერა მან ისტაგრამზე.


„ამინისტი ინტერნეიშენალმა“ გასულ თვეში განაცხადა, რომ სამართალდამცავები ბავშვებს „აბსოლუტური დაუსჯელობის“ ფონზე ხოცავენ, რათა ახალგაზრდებში წინააღმდეგობის სული ჩაახშონ და ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ.


ირანელი ახალგაზრდები და ქალები ლიდერობდნენ დემონსტრაციებს, რომელსაც საზოგადოების ყველა ფენამ დაუჭირა მხარი, მათ შორის სტუდენტებმა, ცნობილმა ადამიანებმა, ათლეტებმა, მსახიობებმა.


ირანელმა ოფიციალურმა პირებმა საპროტესტო მოძრაობას  „შეთქმულება“ უწოდეს, რომელიც მათი აზრით, მოწინააღმდეგეების, მათ შორის აშშ-სა და ისრაელის მიერაა მოწყობილი. მათ ასევე დაადანაშაულეს შეიარაღებული ჯგუფები და სეპარატისტები საპროტესტო აქციების დროს მოწყობილ სისხლისღვრაში.






Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России