Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2022

ბრიუსელში უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკება სერბეთის და კოსოვოს ლიდერებს შორის, მატულობს შეშფოთება ესკალაციაზე

0
სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩს და კოსოვოს პრემიერ-მინისტრს, ალბინ კურტის შორის ბრიუსელში გამართულმა მოლაპარაკებამ ვერ შეძლო განემუხტა დაძაბული ვითარება ჩრდილოეთ კოსოვოში, რომელიც მიემართება სერბეთის მიერ გამოშვებული სამანქანო ნომრების და სხვა დოკუმენტების ჩანაცვლებას. მატულობს შიში, რომ კონფლიქტი, შესაძლოა, ძალადობრივი გახდეს. 


ბელგრადსა და პრიშტინას შორის "სასწრაფო" მოლაპარაკება ევროკავშირმა მოიწვია და განაცხადა, რომ აუცილებელია ვითარების დეესკალაცია, "კრიზისის პერმანენტული მენეჯმენტისთვის".


კურტის და ვუჩიჩის გარდა, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ჟოზეპ ბორელი და ბელგრადისა და პრიშტინის დიალოგში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი, მიროსლავ ლაიჩაკი. 


თუმცა, რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ, გაქარწყლდა იმედი, რომ მოლაპარაკება შედეგს გამოიღებდა. 


"დღეს დილის რვა საათიდან რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელებულ მოლაპარაკებებზე ორი მხარე ვერ შეთანხმდა გადაწყვეტაზე" - წერს ბორელი თავის განცხადებაში. 


"გამჭვირვალობის გამო ჩვენ წარმოვადგინეთ წინადადება, რომელსაც შეეძლო ამ სახიფათო ვითარების თავიდან არიდება. პრეზიდენტი ვუჩიჩი მას დათანხმდა, თუმცა, სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრი კურტი - არა" - დასძენს ბორელი.


ბორელის განცხადებები გამეორდა ვუჩიჩის სიტყვებით, რომელმაც განაცხადა - "ჩემთვის ბუნდოვანი მიზეზებით, ვერანაირი შეთანხმების მიღწევა ვერ შევძელით... ალბანურ მხარეს არაფერზე სურდა დათანხმება".


კურტის ჯერჯერობით არ გაუვრცელებია საჯარო განცხადება შეხვედრის შესახებ. 


ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა უკანასკნელ კვირებში გაძლიერდა. კოსოვოს სერბული უმცირესობა უკმაყოფილოა კოსოვოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიწყოს იმ ავტომანქანების ხელახალი რეგისტრაცია, რომლებსაც სერბული სანომრე ნიშნები აქვთ.


კოსოვოს ხელისუფლებამ გეგმის განხორციელება 1 ნოემბერს დაიწყო მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებებისა, გადაედო ის.


პირველ ეტაპზე კოსოვოს ხელისუფლებამ გააფრთხილა ის ადამიანები, რომლებიც მანქანებზე სერბულ სანომრე ნიშნებს გამოიყენებენ. 20 ნოემბერს მთავრობამ განაცხადა, რომ 22 ნოემბრიდან დამრღვევები 150 ევრო ჯარიმას გადაიხდიან.


გეგმა ითვალისწინებს სერბული სანომრე ნიშნების მქონე ავტომანქანებისთვის რეგისტრაციის შეცლას 21 აპრილამდე.


ევროპის კავშირმა კოსოვოს მოუწოდა, მეტი დრო მისცეს მანქანების მფლობელებს რეგისტრაციის შეცვლისთვის.


აშშ-მა და ნატომაც გააფრთხილეს კოსოვო არ იმოქმედოს ცალმხრივი წესით, რასაც ვითარების შემდგომი ესკალაცია შეიძლება მოჰყვეს.


 


 


 


.






Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России