ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს დეოლიგარქიზაციის კანონი მიღებამდე გაგზავნოს ვენეციის კომისიაში
"კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მტკიცე მოსაზრებას, რომ ამ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა" - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
დეოლიგარქიზაცია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ მიცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი მთავარია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხელისუფლება ამ პუნქტის შესრულება დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებით ცდილობს და პარლამენტი განიხილავს ანალოგიური კანონის უკრაინულ ვერსიას საქართველოსთვის.
