ევროკომისიამ უკრაინას 2,5 მილიარდი ევრო გამოუყო დახმარების მორიგი ტრანშის სახით
ევროკომისიამ უკრაინას გამოუყო დახმარების მორიგი ტრანში - 2,5 მილიარდი ევრო. ამის შესახებ განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა.
„ჩვენ 2023 წელს ვგეგმავთ 18 მილიარდ ევროს, დაფინანსების რეგულარული გამოყოფით. გადაუდებელი რემონტისა და სწრაფი აღდგენისთვის, რაც გააადვილებს ქვეყნის შემდგომ რეკონსტრუქციას“, - დაწერა მან ტვიტერში. „ჩვენ უკრაინას დავეხმარებით იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, - დასძინა ფონ დერ ლაიენმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ პარტნიორებს მოგვიანებით მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის.