საინტერესო ფაქტები ეგვიპტის შესახებ
0
ეგვიპტე ძველი მსოფლიოს უდიდესი და უძლიერესი ცივილიზაცია გახლდათ, რომელიც მდინარე ნილოსის დელტაში იშვა და სამყაროს უდიდესი კულტურული მემკვიდრეობა დაუტოვა. დღეს იმ დიდებული იმპერიისგან მხოლოდ ნაშთებიღა შემორჩა, თუმცა ისტორიას ახსოვს მისი გასაოცარი წარსული.
- ეგვიპტე ტრანსკონტინენტური სახელმწიფოა. სინაის ნახევარკუნძულით აფრიკას და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს.
- მისი ყველაზე დიდი ქალაქი არის კაირო, რომელშიც 21 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
- ეგვიპტე ქვეყანაა, სადაც ყველაზე მეტი არაბულენოვანი ადამიანი ცხოვრობს მსოფლიოში.
- ალ-აზჰარის უნივერსიტეტი ქვეყანაში ყველაზე ძველი სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც ახ.წ. 975 წელს დაარსდა.
- სუეცის არხის მშენებლობა, რომელიც ხმელთაშუაზღვას ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს, 1869 წელს ბრიტანეთის თაოსნობით დასრულდა.
- ეგვიპტის სამი უდიდესი ქალაქია: კაირო, ალექსანდრია და გიზა.
- ეგვიპტის უმეტესი ნაწილი უდაბნოებითაა დაფარული, კლიმატი მშრალი და მკაცრია, თუმცა თოვლი ზოგჯერ სინაის ნახევარკუნძულზე მდებარე მთებზე მოდის.
- ქალაქი ალექსანდრია მაკედონელმა დაარსა. ალექსანდრიის შუქურა ანტიკური მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთია. აქ ასევე მსოფლიოს უძველესი და უმდიდრესი ბიბლიოთეკა მდებარეობდა.
- თებესი ანტიკური ეგვიპტის ქალაქია და ძველი და ახალი სამეფოების ეპოქაში მისი დედაქალაქიც გახლდათ. გამორჩეულია მონუმენტური ძეგლებით.
- მეფეთა სავანე, რომელიც მდინარე ნილოსის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, დიდგვაროვანი ეგვიპტელებისა და ფარაონების განსასვენებელი ადგილია. ყველაზე ცნობილა ფარაონ ტუტანხამონის და რამსეს VI-ის აკლდამა.
- დღეს ეგვიპტის მოსახლეობის უმრავლესობას არაბები წარმოადგენენ. უმცირესობას შეადგენენ კოპტები. ოფიციალური ენაც არაბულია.
წყარო/ფოტო: Travel Guide