თინა ხიდაშელი: მე არ ვგულშემატკივრობ „ნაცმოძრაობას“, არც ასეთს, არც – ისეთს
თუ მერაბიშვილი ენმ-ს ხელისუფალი გახდება, ეს იქნება დადასტურება იმისა, რაც სინამდვილეში არის ნაცმოძრაობის არსი – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
„მე არ ვგულშემატკივრობ „ნაცმოძრაობას“, არც ასეთს, არც – ისეთს, არც მერაბიშვილისას, არც მელიასას. არ მაქვს არანაირი სენტიმენტი მათ მიმართ, ამიტომ არ მაინტერესებს იქ რა მოხდება. სიმართლე რომ გითხრათ, ფორმალურად თუ არაფორმალურად, მერაბიშვილი ამ პარტიის ხელისუფალი თუ გახდება, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ დადასტურება იმისა, რაც სინამდვილეში არის „ნაციონალური მოძრაობის“ არსი და რაც არის მათი მოტივაცია ყოველდღიურ პოლიტიკურ საქმიანობაში. სიყალბე, იმიჯისმაგვარი, რომლის შეძენასაც პერიოდულად ცდილობენ ამ წლების განმავლობაში, ეს თეორიული ამბებიც დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. მერაბიშვილი თუ გაიმარჯვებს ამ პროცესში, უბრალოდ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, ყოველგვარი ნიღბების და შელამაზების გარეშე“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.