Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2022

“ასეთ მოსიყვარულე და უთბილეს დედაოს როგორ გაუსწორდნენ?! დედაოს მდგომარეობა მძიმეა”

0

უმძიმესი დანაშაული ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში არსებულ დედათა მონასტერში მოხდა. მონასტერში ორი პირი შეიჭრა და ყაჩაღობა სცადა. როგორც ირკვევა, უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც დამნაშავეები მათ ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ადგილობრივების თქმით, მოძალადეები 70 წლის დედოს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დედაო მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. მრევლი ამბობს, რომ შემთხვევა გუშინ, 6 საათზე მოხდა.

“შოკირებულები ვართ. მონასტერში ვიღაც მისულა და დედაო უცემია. ძალიან არის ნაცემი. დღეს და ღამეს ლოცვაში ატარებს, თავზარდაცემულები ვართ, როგორ შეიძლება ასეთი რამ მოხდეს? ასეთ მოსიყვარულე და უთბილეს დედაოს როგორ გაუსწორდნენ?! აქ ის ყველას უყვარს. მეტი არაფერი ვიცით. მთელი დღეა ვტირი. როგორც ამბობენ, დედაოს მდგომარეობა მძიმეა. მრავლობითი დაზიანებები და ტვინის შერყევა აღენიშნება,”- ამბობს ადგილობრივი.

მომხდარზე ინფორმაცია უკვე გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყება უმძიმეს დანაშაულზე საუბრობს. შს სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციამ 27 და 39 წლის მამაკაცები 70 წლის პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და გაუპატიურების ბრალდებით დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს. მათ ბრალად 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება ედებათ.

დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერაციულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩვენ დავუკავშირდით მერის წარმომადგენელს სოფელ ცხრამუხაში, თუმცა ის ამბობს, რომ მომხდარის დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს. ჯერჯერობით არც საპატრიარქოს გაუკეთებია მომხდარზე კომენტარი.

წყარო





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин рассказал о развитии района Зябликово





Москва

Против незаконного визита Лукашенко в оккупированный и деарменизированный Карабах высказался не МИД Армении, а Тихановская. Фоторяд


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин сообщил об увеличении числа резидентов ОЭЗ «Технополис «Москва»



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Сергей Шнуров

Mash: певец Сергей Шнуров задолжал ФНС больше 4,5 млн рублей




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Воробьев открыл хоккейный турнир «Кубок Юнисон» в Красногорске

«Локомотив» и воронежский «Факел» сразятся на столичной «РЖД Арене»

Чемпион России Георгий Джикия покинет "Спартак" по окончании сезона


ATP

Теннисист Медведев может потерять свое место в рейтинге ATP



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Грабитель ворвался в московский банк и избил сотрудницу



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России