სალომე ზურაბიშვილი გახშირებულ ფემიციდის შემთხვევებზე: საჭიროა ახალი, ბევრად მკაცრი კანონმდებლობის მიღება
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში გახშირებულ ფემიციდის შემთხვევებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, საჭირო განცხადებების გაკეთება, არამედ კანონმდებლობის გამკაცრებაა.
„ჩვენი სოციალური პრობლემებიდან ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძაფრია, რომელიც არსებობს დღეს და ამას უნდა მივხედოთ, არა მხოლოდ განცხადებებით და სიტყვიერად, არამედ კანონმდებლობით. საჭიროა, მიღებულ იქნეს ახალი, ბევრად მკაცრი კანონმდებლობა, რომელიც ისე დაადგენს ამის კრიმინალიზაციას, რომ ამ კუთხით უკვე ნამდვილად პრევენციული ზომები იქნება მიღებული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.