Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2022

ევროკავშირის წარმომადგენლობა პოზიტიურად აფასებს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის გადაწყვეტილებას

0
ევროკავშირის წარმომადგენლობა პოზიტიურად აფასებს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის გადაწყვეტილებას

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.

„მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც პოზიტიური ნაბიჯია. მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება", - ვკითხულობთ ევროკავშირის წარმომადგენლობის კომენტარში.

დეოლიგარქიზაციის სადავო კანონპროექტს „ქართული ოცნება" სამართლებრივი შეფასებისთვის ვენეციის კომისიაში გაგზავნის. საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ევროპელი მეგობრების მოწოდების შემდეგ მიიღეს.

ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ 4 ნოემბერს განაცხადა, რომ ვინაიდან საქართველომ დეოლიგარქიზაციის საკითხის კანონით დარეგულირება გადაწყვიტა, "ძალიან მნიშვნელოვანია", ის შეაფასოს ვენეციის კომისიამ.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები ეთანხმება ევროკავშირის მტკიცე რჩევას, ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი.

დეოლიგარქიზაცია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ მიცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთია, რომელიც ქვეყანამ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. ხელისუფლება ამ პუნქტის შესრულებას დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებით ცდილობს და პარლამენტი განიხილავს კანონის უკრაინულ ვერსიას საქართველოსთვის.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები ჯერ კიდევ ივლისში, ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობის დაწყებისას, აცხადებდნენ, რომ უკრაინული კანონის საზომებით, ოლიგარქთა სიაში აღმოჩნდებოდნენ მათი პოლიტიკური ოპონენტები. მაგალითად, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და ტელეკომპანია „ფორმულის“ ერთ-ერთი მეწილე დავით კეზერაშვილი.

ბოლო დროს, მმართველი პარტიის წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად ახსენებენ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს, რომელიც ასევე „ნაციონალურ მოძრაობის“ გარშემო გაჩაღებული დისკუსიებისა და დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.





Губернаторы России
Москва

Собянин: Трасса Солнцево — Бутово — Варшавское шоссе будет готова в 2026 году





Москва

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже товаров из магазина


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: В июне в Москве пройдет цикл мероприятий для собак и их владельцев



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Джиган

Бесконечный отдых закончился: Джиган и Оксана Самойлова стали участниками шоу «Выжить в Дубае»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Аделина Панина: какие элементы фэншуй должны быть на кухне, чтобы есть и худеть

САРАТОВСКИЕ СОТРУДНИКИ РОСГВАРДИИ ЗАНЯЛИ ПРИЗОВЫЕ МЕСТА НА ЧЕМПИОНАТЕ ПО СПОРТИВНОМУ ОРИЕНТИРОВАНИЮ

Бойцовская лига «Наше Дело» представит спортивную зону на Дне России


Новак Джокович

Новак Джокович и Хамад Меджедович сыграли в бочче на Ролан Гаррос | Виды спорта



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Новости 24 часа

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России