Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2022

„ქართული ოცნება" დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს ვენეციის კომისიაში გაგზავნის

0
„ქართული ოცნება

დეოლიგარქიზაციის სადავო კანონპროექტს „ქართული ოცნება" სამართლებრივი შეფასებისთვის ვენეციის კომისიაში გაგზავნის. საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ევროპელი მეგობრების მოწოდების შემდეგ მიიღეს.

„ჩვენ ვამბობდით, რომ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ ამ კანონპროექტის ვენეციის კომისიასთან გადაგზავნასთან დაკავშირებით, თუმცა ვამბობდით, რომ ჯერ უნდა გავარკვიოთ რასთან გვაქვს საქმე, რეალურად რა ხდება. ვენეციის კომისიასთან კომუნიკაციის შედეგად გაირკვა, რომ ინფორმაციები ამ კანონზე, უფრო სწორად, მის უკრაინულ ანალოგზე დასკვნის გაწვევის, ან შესაბამისი შენიშვნით უკან დაბრუნების შესახებ, არის სიცრუე. ვენეციის კომისია მომავალ წელს მიაწვდის დასკვნას უკრაინის პარლამენტს. გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ევროკავშირის კომისარმა გაფართოების საკითხებში, ბატონმა ოლივერ ვარჰეიმ მოგვიწოდა კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნისაკენ. იგივე თხოვნა, როგორც მასმედიის საშუალებებით, ასევე, პირადი კონტაქტების დროს გაახმოვანა ევროკავშირის ახალმა ელჩმა საქართველოში. იმ პირობებში, როდესაც უკრაინულმა იგივე კანონმა მოწონება და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა ევროკომისიის პრეზიდენტისგან, სწორედ, მაშინ, როდესაც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი, ხოლო, საქართველომ - ევროპული პერსპექტივა ევროკავშირისგან. ამავდროულად, უკრაინის პარლამენტი ელოდება კომისიის დასკვნას, ნამდვილად არ მიგვაჩნია აუცილებლად და საჭიროდ, რომ გადაგზავნილი იქნეს [ვენეციის კომისიაში], თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ, ჩვენი ევროპელი მეგობრების მოწოდებას, იმის გამო, რომ ჩვენ არანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, იმის გამო, რომ არ დარჩეს სპეკულაციების სივრცე, რამე არ დაბრალდეს ამ ქვეყანას და „ქართულ ოცნებას“, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი გადავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში სამართლებრივი დასკვნისათვის. შესაბამისად, ჩვენ კანონის მესამე მოსმენით განხილვაზე ვიტყვით უარს და დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას. ბუნებრივია, ჩვენი კომუნიკაციის დროს თხოვნა და მოწოდება იქნება, რომ კანონპროექტი დროულად იქნეს სამართლებრივად შეფასებული და დაჩქარებული ეს პროცესი და არ მოხდეს, როგორც უკრაინის შემთხვევაში, როდესაც წელიწად-ნახევარი გაიწელა ეს პროცესი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ვინაიდან საქართველომ დეოლიგარქიზაციის საკითხის კანონით დარეგულირება გადაწყვიტა, "ძალიან მნიშვნელოვანია", ის შეაფასოს ვენეციის კომისიამ.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები ეთანხმება ევროკავშირის მტკიცე რჩევას, ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი.

დეოლიგარქიზაცია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ მიცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთია, რომელიც ქვეყანამ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. ხელისუფლება ამ პუნქტის შესრულებას დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებით ცდილობს და პარლამენტი განიხილავს კანონის უკრაინულ ვერსიას საქართველოსთვის.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები ჯერ კიდევ ივლისში, ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობის დაწყებისას, აცხადებდნენ, რომ უკრაინული კანონის საზომებით, ოლიგარქთა სიაში აღმოჩნდებოდნენ მათი პოლიტიკური ოპონენტები. მაგალითად, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და ტელეკომპანია „ფორმულის“ ერთ-ერთი მეწილე დავით კეზერაშვილი.

ბოლო დროს, მმართველი პარტიის წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად ახსენებენ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს, რომელიც ასევე „ნაციონალურ მოძრაობის“ გარშემო გაჩაღებული დისკუსიებისა და დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.





Губернаторы России
Москва

Собянин: Производство одежды в Москве за последние пять лет выросло в 62 раза





Москва

Дипломатическая бизнес-встреча «Россия - Африка» прошла в Белом Особняке Villa Barvikha


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: В июне в Москве пройдет цикл мероприятий для собак и их владельцев



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Валерий Гергиев

Гергиев рассказал о концерте в честь Дня славянской письменности и культуры




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Аделина Панина: какие элементы фэншуй должны быть на кухне, чтобы есть и худеть

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о популяризации спорта

САРАТОВСКИЕ СОТРУДНИКИ РОСГВАРДИИ ЗАНЯЛИ ПРИЗОВЫЕ МЕСТА НА ЧЕМПИОНАТЕ ПО СПОРТИВНОМУ ОРИЕНТИРОВАНИЮ


Большой шлем

Dagospia: Синнер и Калинская вместе поужинали в ресторане в Париже



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Половина россиян заявили о готовности оплатить взнос по ипотеке для своих детей



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России