Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2022

ლევან ხაბეიშვილმა სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე აქცია დააანონსა

0
ლევან ხაბეიშვილმა სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე აქცია დააანონსა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატია, შუაღამეს ენმ-ის ოფისში განცხადება გააკეთა. ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე თბილისში, მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან შეკრების ორგანიზებას გეგმავს. როგორც ხაბეიშვილმა თქვა, აქცია შაბათს, 3 დეკემბერს, 15:00 საათზე დაიწყება. 

„დღეს კიდევ ერთხელ რუსულმა ოლიგარქიულმა რეჟიმმა გვაჩვენა თუ რა მდგომარეობაში ამყოფებენ მესამე პრეზიდენტს. ფაქტობრივად, დღეს დამალეს მიხეილ სააკაშვილი და არ აჩვენეს საზოგადოებას თუ როგორ გამოიყურება ეს ადამიანი ვიზუალურად. საზოგადოება ამას კარგად ხვდება, რომ ამას აქვს მარტივი მიზეზები და ახსნები. როგორც კი საზოგადოება დაინახავს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, მაშინვე ცხადია, ყველას დარჩება შთაბეჭდილება ობიექტური, რომ დღეს ქვეყანას მართავს ფაშისტური რეჟიმი. ამიტომაც არის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჰყავთ გადამალული", - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

დეპუტატის თქმით, აქციაზე მხოლოდ ერთი მოთხოვნა იქნება. 

„სწორედ ამიტომ მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებთან ერთად ვაპირებ შეკრებას შაბათს, 3 დეკემბერს, 15:00 საათზე „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც მიიღება მთავარი გადაწყვეტილებები და მოვითხოვოთ მთავარი რამ. არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ გვაქვს, არამედ გვაქვს ერთი მოთხოვნა - პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა, ჯანმრთელობა და სიცოცხლის უზრუნველყოფა. მე ამ მიზნით ხვალიდან გავდივარ, ასევე, რეგიონებში, არა  მხოლოდ შაბათი დღისთვის, არამედ გენერალური ბრძოლის მობილიზებისთვის რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ. ჩვენ ოთახიდან, კაბინეტებიდან უმოძრაოდ, უმოქმედოდ რუს ოლიგარქს ვერ დავამარცხებთ", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა. 

28 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ კლინიკა "ვივამედის" სამედიცინო პერსონალმა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში ეტაპირების ნებართვა არ გასცა. ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს კლინიკასთან სააკაშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა.

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი განუსაზღვრელი დროით გადაიდო. მსგავსი გადაწყვეტილება სასამართლომ ამ საქმეზე პირველად მიიღო, მანამდე განხილვა თითო კვირით იდებოდა ხოლმე.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.

დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.





Губернаторы России
Москва

Собянин: В июне в Москве пройдет цикл мероприятий для собак и их владельцев





Москва

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Трасса Солнцево — Бутово — Варшавское шоссе будет готова в 2026 году



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Ольга Бузова

Бузова поздравила "Зенит" с чемпионством




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

При поддержке MR Group прошел полумарафон «ЗаБег.РФ»

САРАТОВСКИЕ СОТРУДНИКИ РОСГВАРДИИ ЗАНЯЛИ ПРИЗОВЫЕ МЕСТА НА ЧЕМПИОНАТЕ ПО СПОРТИВНОМУ ОРИЕНТИРОВАНИЮ

Марафон серий «Команды МАТЧ» на телеканале «СуперГерои» ко Дню защиты детей


Ролан Гаррос

В Париже стартует «Ролан Гаррос» открытый чемпионат Франции по теннису



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Новости 24 часа

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России