ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე: ტიმოშენკო ციხიდან ეტლით გამოვიდა და მეორე დღეს წამოხტა, ხომ არ გვაქვს ასეთივე სიმულაციასთან საქმე
“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მესამე პრეზიდენტზე საუბრისას გაიხსენა უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრის, იულია ტიმოშენკოს ციხიდან ეტლით გამოსვლა, რაც მისი აზრით, მარტივი სიმულაცია იყო.
კობახიძემ დასვა კითხვა, ხომ არ გვაქვს საქმე მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ასეთივე სიმულაციასთან.
“მე შეგახსენებთ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ მეგობარს, იულია ტიმოშენკოს, რომელიც ციხიდან გამოვიდა კალიასკით, მანამდე იყო უამრავი სიმულაცია, ეტლით უკაცრავად, გამოვიდა ეტლით და ეს იყო მისი პირველი და ბოლო მისი გამოჩენა ეტლით, მეორე დღეს წამოხტა ქალბატონი ტიმოშენკო ეტლიდან, რატომ, იყო მარტივი სიმულაცია, ხომ არ გვაქვს ასეთივე სიმულაციასთან ჩვენ საქმე ამ შემთხვევაშიც?” – თქვა კობახიძემ.
მან ოპოზიციის დეპუტატებს უთხრა, რომ ვერაფერს ამბობენ მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზზე, ასევე იმაზე, ემორჩილება თუ არა ის ექიმების მიერ დანიშნულ მკურნალობას, ასეთ პირობებში კი ყველაფერი რასაც საუბრობენ სიმულაციაა.