Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2022

რას უნდა ველოდოთ ნატოს წლის ბოლო მინისტერიალისგან?

0
რას უნდა ველოდოთ ნატოს წლის ბოლო მინისტერიალისგან?

რა ხდება?: ნატოს 30 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები 29-30 ნოემბერს ბუქარესტში იკრიბებიან წლის ბოლო მინისტერიალზე. ასეთი შეხვედრები, როგორც წესი, ბრიუსელში ტარდება, მაგრამ ნატომ გადაწყვიტა, რომ წელიწადში ერთხელ მაინც გასვლითი შეკრება მოაწყოს ალიანსის რომელიმე წევრ ქვეყანაში. შარშანდელი მინისტერიალი ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარდა (თუმცა, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ჟურნალისტების რაოდენობა შეზღუდული იყო და მოქმედებდა სოციალური დისტანციის წესები.) შემთხვევითი არ არის, რომ მინისტრები ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე იკრიბებიან - ალიანსს სურს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომთან ახლოს შეკრებით ხაზი გაუსვას  თავის აქტიურობას რეგიონში.

რას უნდა ველოდოთ?: ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეუერთდებიან კოლეგები შვედეთიდან და ფინეთიდან. მათ მოწვეული სტუმრის სტატუსი ექნებათ, რადგან თურქეთსა და უნგრეთს ჯერ არ გაუკეთებიათ მათი წევრობის განაცხადების რატიფიკაცია. ამ ფრონტზე პროგრესს არ ელიან - ბუდაპეშტმა განაცხადა, რომ საბოლოო თანხმობას თებერვალში გასცემს, თურქეთთან მოლაპარაკებები კი, სავარაუდოდ, 2023 წელსაც გასტანს.

საქართველოზე იტყვიან რამეს?: მინისტერიალზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას ჩასვლასაც ელიან. ბუქარესტში იქნებიან ბოსნია-ჰერცეგოვინის, მოლდოვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებიც, რომელთაც ერთი სამუშაო შეხვედრა მიეძღვნებათ. ივნისში ჩატარებული ნატოს სამიტის ბოლო დეკლარაციაში ნატოს ლიდერებმა აღნიშნეს, რომ „ევროპის უსაფრთხოების ვითარება შეიცვალა“ და „ახალი ზომები იქნება მიღებული, რათა პარტნიორებს, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინას, მოლდოვასა და საქართველოს მათზე მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა შევთავაზოთ“. ეს, სავარაუდოდ, გამოიხატება იმაში, რომ ამ ქვეყნებს მეტ ერთობლივ წვრთნებს შესთავაზებენ, მომზადდება ნატოს მრჩევლების ვიზიტები და იმუშავებენ კიბერთავდაცვის გაძლიერებაზე.

რა სიმბოლური დატვირთვა აქვს შეხვედრას ბუქარესტში?: მინისტერიალი იმ დარბაზში ტარდება, სადაც ნატომ, 2008 წლის სამიტზე უმნიშვნელოვანესი დეკლარაცია მიიღო - ნატომ მაშინ ფორმალურად პირველად დაადასტურა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებოდნენ ალიანსის წევრები. როდის მოხდება ეს, ნატოს არ უთქვამს, მაგრამ ხშირად იმეორებს, რომ „ბუქარესტის გადაწყვეტილება“ ძალაშია.

გაფართოებაზე რამეს იტყვიან?: ეს საკითხი, ცხადია, წამოიჭრება, მაგრამ რაიმე გადაწყვეტილებას არ უნდა ველოდეთ. უკრაინის (და, შესაბამისად, საქართველოს) ნატოსკენ მისწრაფებებზე გაცილებით მეტი ლაპარაკი იქნება ნატოს მომავალი სამიტის წინ - ის ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ჩატარდება 2023 წლის 11-12 ივლისს. მასპინძელი იმედოვნებს, რომ ვილნიუსში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მოახერხებს ჩასვლას - მას უკრაინა ომის დაწყების შემდეგ არ დაუტოვებია.

ბევრი რამ, ცხადია, დამოკიდებული იქნება იმაზე, რა ეტაპზე იქნება ომი, თუმცა არსებობს იმედები (განსაკუთრებით ნატოს აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერებში), რომ კიევს უკვე რაიმე ხელშესახებს შესთავაზებენ ნატოს წევრობის მხრივ. ადრე ამას „გაწევრიანების სამოქმედო გეგმის“ სახე ექნებოდა, მაგრამ დღეს ნატოს ბევრი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ეს მექანიზმი მოძველდა. ვარაუდობენ, რომ ეს იქნება რაიმე სახის კონკრეტული დაპირება, რომელიც ომის დასრულების შემდეგ ამოქმედდება. ზუსტად რა დაპირებაზეა ლაპარაკი, ჯერ არავინ იცის - ბევრი მოლაპარაკება დასჭირდება, რომ არც უკრაინის გაწევრიანების მომხრე აღმოსავლეთის ქვეყნები გაანაწყენონ და ალიანსის უფრო ფრთხილი ქვეყნებიც დაითანხმონ.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин анонсировал старт летнего сезона «Спортивных выходных»





Москва

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: В июне в Москве пройдет цикл мероприятий для собак и их владельцев



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Юрий Лоза

Юрий Лоза дал рекомендации фигуристке Камиле Валиево




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Аделина Панина: какие элементы фэншуй должны быть на кухне, чтобы есть и худеть

При поддержке MR Group прошел полумарафон «ЗаБег.РФ»

САРАТОВСКИЕ СОТРУДНИКИ РОСГВАРДИИ ЗАНЯЛИ ПРИЗОВЫЕ МЕСТА НА ЧЕМПИОНАТЕ ПО СПОРТИВНОМУ ОРИЕНТИРОВАНИЮ


Арина Соболенко

Рыбакину и Соболенко «отправили» в полуфинал «Ролан Гаррос»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Українські новини

ОіБ - охорона і безпека: замовляй охорону в Харькові



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России