Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2022

თბილისის საახალწლო სლოგანის („მშვიდობის ქალაქი") შეცვლის მოთხოვნით პრეაქცია გაიმართა

0
თბილისის საახალწლო სლოგანის („მშვიდობის ქალაქი

თბილისის საახალწლო სლოგანი „მშვიდობის ქალაქი" გააპროტესტეს თავისუფლების მოედანზე შეკრებილებმა. მათი შეფასებით, მაშინ, როდესაც კიევი იბომბება, საქართველოს დედაქალაქში ამ სლოგანის დაწერა მიუღებელია. „პარტიზანი მებაღე" ნატა ფერაძე აცხადებს, რომ პრეაქციის გამართვის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება 30 ნოემბერს, 21:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი აქციის შესახებ. 

„დღეს მოვედით პრეაქციაზე, წინა დღე არის და გვინდა გითხრათ, რომ თუკი ამ ქალაქში დარჩა მოსახლეობა, ვისაც ოდნავ აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, ერთი საათით მოდით 30 ნოემბერს, 21:00 საათზე თავისუფლების მოედანზე და გამოცვალონ სლოგანი, რაც უნდათ ის დაწერონ. ახლა ასეთი უტიფრობის დაწერა, რომ ჩვენ ვართ მშვიდობის ქალაქი, როდესაც დღე არ გავა, რომ არ ჩამოასვენონ უკრაინაში დაღუპული მეომარი, ეს თუ დავუშვით, ჩვენი ბრალია", - თქვა ნატა ფერაძემ. 

ილიაუნის ასოცირებული პროფესორის გიორგი მელაძის აზრით, თავისუფლების მოედანზე უკრაინისადმი თანადგომის შეტყობინება უნდა ეწეროს. „ჩვენ დღეს ვართ ძალიან რთულ მდგომარეობაში. ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ჩვენი მოქალაქეები მიდიან და იბრძვიან ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ და ამ დროს სადღეგრძელოებით რაღაც განაცხადების კეთება, არის ძალიან დიდი მტრობა ამ საზოგადოების, სახელმწიფოს იდეის, ჩვენი საერთო მისიის, რომლითაც მოვდივართ უკვე ოცდაათი წელი. მე ვეთანხმები ახლა, რაც თქვეს: აქ უნდა დავწეროთ უკრანისადმი თანადგომის შეტყობინება და სასაფლაოს მშვიდობაზე არ უნდა ვლაპარაკობდეთ", - აღნიშნა გიორგი მელაძემ.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის თანადამფუძნებელი დავით დვალი ახალ საახალწლო სლოგანს უკიდურეს ცინიზმად მიიჩნევს. „პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს არის დიდი ტყუილი, არანაირი მშვიდობის ქალაქი ჩვენ არ ვართ, ეს ერთი. მეორე, იმ დროს და იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენი მოძმე ერი, რომელიც თავგანწირვით იბრძვის, მათ შორის, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი დაუძინებელი მტრის წინააღმდეგ, ყოველდღე უშუქობაში, სიცივეში, შიმშილში უძლებს და იბრძვის თავისი და ჩვენი მომავლისთვის, დაწერა იმის, რომ თურმე ჩვენთან მშვიდობა ყოფილა და სითბოა, არის უკიდურესი ცინიზმი და უღირსი საქციელი. მე მგონია, რომ ეს არ უნდა დავუშვათ. მე ვიზამ ყველაფერს, რომ ეს არ მოხდეს", - თქვა დვალმა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ 29 ნოემბერს განმარტა, რატომაა დედაქალაქის საახალწლო სლოგანი „მშვიდობის ქალაქი".

„მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს სიმშვიდე. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ქართველი ხალხის ინტერესები იყოს ყოველთვის დაცული, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება", - თქვა თბილისის მერმა.

2023 წლის საახალწლო სლოგანის - „მშვიდობის ქალაქის" - გამოჩენას, უკრაინაში რუსეთის შეჭრის, მიმდინარე ომის გამო, ნეგატიური შინაარსის შეფასებები მოჰყვა სოციალურ ქსელებში.





Губернаторы России
Москва

Собянин объявил о начале сборки «Москвича» по технологии полного цикла





Москва

Роботы-курьеры «Яндекса» будут доставлять заказы в ещё нескольких районах Москвы


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин сообщил о планах создания отечественной платформы электромобиля



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Игорь Бутман

"Все наши — здесь": Бутман, Машков, Гусева, Немов поделились эмоциями от Парада Победы




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Собянин рассказал о ходе строительства Троицкой линии метро

«Бавария» победила «Вольфсбург» в 500-м матче Нойера в Бундеслиге

Турнир по бильярдному спорту «Кубок Мэра Москвы» продлится до 18 мая в столице


Анна Калинская

Калинская проиграла Свитолиной и не смогла выйти в 1/8 финала турнира в Риме



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Game News

Публика в восторге от ретро-хоррора Crow Country



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России