იან კელი: ბოლო დროს მკაფიოდ დავინახეთ საქართველოს მიერ დასავლეთისგან ჩამოშორება
აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ კონფერენცია „ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი“-ზე საქართველო-დასაველთის ურთიერთობების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები დასავლეთს აიძულებს, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების საკითხის გადახედვაზე იფიქროს.
„ჩვენ ყოველმხრივ მხარს ვუჭერთ საქართველოს მომავალსა არჩევანს, მაგრამ ბოლო დროს მკაფიოდ დავინახეთ საქართველოს მიერ უკან გადადგმული ნაბიჯები და დასავლეთისგან ჩამოშორება, ეს შემაშფოთებელია და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე თავდასხმა საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლიანი ისტორიის განმავლობაში უპრეცედენტოა. ეს გვაიძულებს, რომ ვიფიქროთ, თუ ხომ არ უნდა გადავხედოთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების საკითხს.
ვფიქრობ, ჩვენ უნდა გადავხედოთ გზებს, რომლებითაც ჩვენ შეგვიძლია ქართველი ხალხის მათი ისტორიული მისწრაფების, კოლექტიურ დასავლეთთან გაერთიანების, მიღწევაში დახმარება.
უნდა გადავხედოთ იმ ხალხს, ვინც ახორციელებს ამ დასავლეთისგან მიტრიალებას და განვიხილოთ მიზნობრივი მძიმე ფასები, რომლებიც შეგვიძლია, მათ დავაკისროთ იმისთვის, რაც ძალიან სახიფათო გზად ჩანს“, – განაცხადა კელიმ.