ახალი წლის ღამეს რუსეთის ქალაქებში, მათ შორის მოსკოვშიც, აფეთქებები ისმოდა
ინფორმაციები სხვადასხვა ტელეგრამ არხზე, უკრაინულ და რუსულ მედიებზე ვრცელდება, თუმცა ოფიციალურად არცერთი დადასტურებულა. უკვე გაჩნდა ვარაუდები, რომ აფეთქებების უკან უკრაინა დგას და ასე გადაუხადეს სამაგიერო ოკუპანტებს ახალი წლის დღეს უკრაინული ქალაქების დაბომბვისთვის. უცნობია, რა ტიპის აფეთქებები იყო, მაგრამ თუნდაც დივერსიით რუსეთის დედაქალაქში აფეთქების გამოწვევა, უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო სვლაა.
31 დეკემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ერთგვარი “დამამშვიდებელი” განცხადება გაავრცელა, რომ მოსკოვის საჰაერო თავდაცვაზე 2 000-მდე მოსამსახურე იმორიგევებდა.
გვიან ღამით ტელეგრამ არხებსა და ტვიტერზე გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია მოსკოვში აფეთქების შესახებ, მალევე სიას დაემატა ბელგოროდი, ვორონეჟი და ომსკი.
ტელეგრამ არხმა ვერტიკალმა გაავრცელა ფოტო, რომელზეც წითელ მოედანზე ომონის თანამშრომლები ჩანს — გადაღების თარიღი მითითებულ არ არის და წერია, რომ ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია.
რაც შეეხება სხვა ქალაქებს — როსტოვში აფეთქება დადასტურდა, თუმცა მიზეზად რუსეთში ატომურ ელექტროსადგურზე სარემონტო სამუშაოებისას ტრანსფორმატორის აალებას ასახელებენ.
ვერტიკალმა გაავრცელა ვიდეოც, რომელიც, მათი თქმით, ომსკში აფეთქებას ასახავს — გადაღების ზუსტი დრო და თარიღი უცნობია.
თუმცა, აღსანიშნია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომმა ტელეგრამზე რუსულ ქალაქებს მიმართა, სწორედ იმათ, სადაც სავარაუდო აფეთქებებია.
“კურსკი, ბელგოროდი, მოსკოვი, ვორონეჟი, პეტერბურგი, მაკევკა როგორ ხართ? ხომ არ გძინავთ? პოლიტიკით ვართ დაინტერესებულები? რა ხდება სახეზე? როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ?” — წერენ ისინი.