Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2023

“მივდივარ, მეორე შვილი უნდა დავიტირო. ვინ ვარ ახლა მე? ან რატომ?”

0

“ჩემ გარეშე როგორ გაბედეთ წასვლა?.. როგორ გამიმეტეთ ორივემ?.. როგორ დამტოვეთ, როგორ, დეეეეეე”, – ეს სულისშემძვრელი სტატუსი, სოციალურ ქსელში, ემიგრანტმა იზა ბოგველმა დაწერა და შვილების ფოტოები გამოაქვეყნა.

2 იანვარს, ამ ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. 30 წლის შაკო ბოგველი ავტოავარიას ემსხვერპლა. შაკო წლების წინ მოკლული 17 წლის მარიამ ბოგველის ძმაა. ამ ოჯახს 2012 წელსაც საშინელი ტრაგედია დაატყდა თავს. მარიამი თერჯოლის სოფელ ძევრში იყო გათხოვილი. როგორც მაშინ ითქვა, მარიამი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს. მაშინ შვილმკვდარი დედა, იზა ბოგველი მომხდარში სიძეს ადანაშაულებდა და მის დასჯას ითხოვდა.

პროკურატურას შვილის მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგ მიმართა და საქმის ხელახალი გამოძიება მოითხოვა. როგორც ჩანს, მანამდე სასამართლოს ვერდიქტს ელოდა და იმის იმედი ჰქონდა, რომ დამნაშავე დაისჯებოდა. როგორც გარდაცვლილის დედამ მაშინ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, 17 წლის მარიამ ბოგველი 2012 წლის 15 სექტემბერს, თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში საკუთარმა მეუღლემ სანადირო თოფით მოკლა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით, მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ფანჩულიძე გათავისუფლებულია.

“საქმეს მიეცა ისეთი ელფერი, რომ მკვლელობა თითქოს შემთხვევითი იყო და სავარაუდოდ, ზესტაფონის სასამართლომ ფანჩულიძის ოჯახის პროკურატურასთან შეთანხმების საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე მაქვს ინფორმაცია, რომ მკვლელობა შემთხვევით არ მომხდარა, იქიდან გამომდინარე, რომ სანადირო თოფით მიყენებული ჭრილობა მიბჯენით არის განხორციელებული. ასევე, ვიცი, რომ ცოლ-ქმარს შორის შელაპარაკებისას თოფით დამუქრება გიორგის მხრიდან მანამდეც ყოფილა”, – განაცხადა მაშინ იზა ბოგველმა.

დედა ხელახალი გამოძიების ჩატარებას მოითხოვდა და იმასაც აცხადებდა, სასამართლოში მოკლულის ოჯახი მხარედაც არ გვცნეს და ბრალდება პროკურატურამ წარადგინა, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე კი საქმის პროკურორი შეცვალესო. “საქმის გამოძიება ხელახლა უნდა მოხდეს, ხელახალი ექსპერტიზა მინდა ჩატარდეს”, – აცხადებდა მაშინ მარიამ ბოგველის დედა.

მისი ინფორმაციით, მკვლელობა მას შემდეგ მოხდა, რაც გიორგი ფანჩულიძე ავტომობილით სახლში მივიდა და მეუღლე ჭიშკართან არ გავიდა, რამაც შელაპარაკება გამოიწვია.

“თვითონ გიორგის მონაყოლიდან ვიცი, ვუთხარი, რატომ მომიკალი-თქო. მიპასუხა, ვუსიგნალებდი და კარი არ გამიღოო, შევედი და ვუთხარი, პრინცესა ხარ, გარეთ რომ არ გამოდიხარ-მეთქი? ჩემი შვილიც რამეს ეტყოდა, მარიამი გაბრაზდა, სკამზე დაჯდა და ამ დროს მოხდა გასროლა. იჩხუბეს და გიორგიმ შესაშინებლად მიადო იარაღი, რასაც გასროლა მოჰყვა”, – განაცხადა მაშინ “ინტერპრესნიუსთან” საუბარში იზა ბოგველმა.

17 წლის მარიამ ბოგველს 10 თვის შვილი დარჩა.

ჩატარდა თუ არა ამ საქმეზე ხელახალი გამოძიება და რა შედეგი დადგა საბოლოოდ, ეს ჩვენთვის უცნობია.

ამ ოჯახს გუშინ ახალი ტრაგედია დაატყდა თავს. ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძემ დაწერა. რამდენიმე დღის წინ სიხარულიძე წერდა, რომ 17 წლის მარიამ ბოგველის დედა მას ურჩევდა მეგობრის, შოთიკო ბოჭორიძის დაკრძალვაზე ჩასულიყო. თელავში ახალგაზრდა მომღერალი შოთო ბოჭორიძეც რამდენიმე დღის წინ ავტოავარიას ემსხვერპლა. ამ ბიჭის დედაც ემიგრანტია. შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერდა, რომ მეგობრის დაკრძალვაზე ჩასვლას ვერ შეძლებდა, რადგან ამის ძალა არ ჰქონდა. შოთოს ხალხი ურჩევდა იქ ჩასვლას. მაშინ მან იზა ბოგველის პირადი მიმოწერაც გამოქვეყნა. ის ასეთ რჩევას აძლევდა:

“…მე გწერ შვილმკვდარი დედა. მე ვიცი, რას ნიშნავს გამწარებული დედისთვის შვილის მეგობრებს რომ ხედავს. შენ ძალიან დიდ ძალას და იმედს მისცემ დედას, მე ჩემს შვილს უკანასკნელ წუთებში, დასაფლავებამდე “იავნანა” ვუმღერე. დედის ბოლო ნანა ვუმღერე და ასე დავასაფლავე. მე ეს შევძელი, იცი რამ მომცა ძალა? იქ ვხედავდი მის კლასელებს, მეგობრებს და მე შეუძლებელი შევძელი. დავასაფლავე ჩემი მარიამი ბოლო იავნანის სიმღერით. დალიე დამამშვიდებელი და წადი, დაუდექი მის დედას გვერდით. დამიჯერე, შენ ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტან დედის გადარჩენაში. შენ ჩემი მარიამის საფლავზე ხარ ნამყოფი. ნატო ბახიამ მიგიყვანა 17 წლის მარიამის საფლავზე თბილისის ზღვაზე”.

ახლა, როგორც ირკვევა, თავად შვილმკვდარი, გამწარებული ემიგრანტი დედისგან შეიტყო, რომ მას მეორე შვილი გარდაეცვალა.

” გუშინ გწერდით, რომ გამხნევებულიყავით. მერე შოთის დედასაც ვესაუბრე, გავამხნევე, როგორც შევძელი და დღეს მე მამხნევებენ. მივდივარ, მეორე შვილი უნდა დავიტირო. ვინ ვარ ახლა მე? ან რატომ, პასუხი არ მაქვს 10 წელია… ამ კითხვაზე პასუხს ვერ მივიღებ სანამ ჩემს შვილებს არ ჩავეხუტები”, – მიწერა შვილმკვდარმა დედამ სიხარულიძეს.

“…მართლაც რომ შემზარავი ამბავია, დავმუნჯდი მე… არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა გამწარებულ ემიგრანტ დედას, რომელმაც მარიამის შემდეგ, დღეს შაკო დაკარგა….

მენანები მიწისთვის…

ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული…

უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა, 30 წლისას მოგისპო სიცოცხლე. წახვედი და თან გაიყოლე შენი ახალგაზრდული ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები.

შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ემიგრანტი დედის ცრემლებისა. ვინც გიცნობდა, ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ – ლაღი სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ყოველთვის ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო.

მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა”, – წერს შოთო სიხარულიძე.

სოციალური ქსელი კი სავსეა ტკივილიანი სამძიმრის წერილებით. ყველა უსამძიმრებს და უთანაგრძნობს იზა ბოგველს და მის ოჯახს ამ უდიდეს ტრაგედიას.

წყარო





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин: Москва увеличивает объемы специализированной медицинской помощи





Москва

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Главное за день



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Тимати

Мама Тимати рассказала, как относится к нынешней девушке рэпера




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Вау-эффект. Как будут выглядеть четыре стадиона Москвы после реконструкции

В столице Туркменистана - Ашхабаде открыли памятник легендарному армянскому поэту и композитору Саят-Нове

"Спартак" обыграл "Рубин" в последнем матче Джикии


WTA

Соболенко проиграла Свентек в финале турнира WTA-1000 в Риме



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Захарова назвала визит Путина в КНР судьбоносным шагом, определяющим будущее всей планеты



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России