ის, რაც ტომ ჰოლანდის შესახებ არ იცოდით
ტომ ჰოლანდს სამი უმცროსი ძმა ჰყავს, ჰარი, სემი და პედი. მისი მამა, დომინიკი, კომედიის ჟანრის მსახიობი, ხოლო დედა, ნიკოლა, ფოტოგრაფია.
ტომი სკოლაში ცეკვის გაკვეთილებზე დადიოდა, რის გამოც თანაკლასელები ხშირად დასცინოდნენ და ბულინგის მსხვერპლიც კი გამხდარა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ოცნებისთვის ბრძოლაში.
მსახიობს ბავშვობაში დისლექსიის დიაგნოზი დაუსვეს.
ტომი პირველად რიჩმონდის ცეკვის ფესტივალზე ქორეოგრაფმა აღმოაჩინა.
მისი სამსახიობო დებიუტი 2012 წელს შედგა, როცა ითამაშა ფილმში Impossible. მას პარტნიორობას ნაომი უოთსი და ევან მაკგრეგორი უწევდნენ.
ტომს ბავშვობაში მიღებული საცეკვაო გამოცდილება ძალიან დაეხმარა მარველის ფილმებში რთული ილეთებისა და ხრიკების შესრულებაში.
მსახობს ძალიან უყვარს გოლფის თამაში. იგი შეპყრობილია ამ სპორტით და ყოველთვის თამაშობს, როდესაც თავისუფალი დრო აქვს.
მიუხედავად მისი ცნობილი როლისა, ტომს ობობების განსაკუთრებულად ეშინია.
ჰოლანდის ერთ-ერთი საყვარელი ფილმი გახლავთ “პირველყოფილი შიში”.
ტომის მშობლები საქველმოქმედო საქმიანობას ეწევიან და დაარსეს ფონდი “The Brothers Trust”, რომელსაც თავად მსახიობი აფინანსებს.
ტომ ჰოლანდის ზოდიაქოს ნიშანი ტყუპებია.
მსახიობს ტერფზე ტატუ აქვს ადამიანი ობობას გამოსახულებით.
წყარო/ფოტო: The Fact Site