Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2023

საოკუპაციო ხაზთან მომხდარი ინციდენტის შესახებ ერგნეთში იმსჯელეს

0
საოკუპაციო ხაზთან მომხდარი ინციდენტის შესახებ ერგნეთში იმსჯელეს

დღეს, 17 იანვარს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ 110-ე შეხვედრაზე განიხილეს 13 იანვარს საოკუპაციო ხაზთან მომხდარი ინციდენტი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ფაქტს პრინციპული შეფასება მოჰყვა.

„ახლა მიდის დეტალებზე მსჯელობა, დეტალების დაზუსტება, ამიტომ ჩვენი მხრიდან ეს არის ჩვენი საერთო პოზიცია, მათ შორის პარტნიორების, რომ საკითხის ბოლომდე ამოწურვამდე თავი შევიკავოთ მსჯელობისაგან. ერთადერთი, რაც შემიძლია, დაგიდასტუროთ, აღნიშნული ინციდენტი დღევანდელ შეხვედრაზე იყო განხილული და მას მიეცა პრინციპული შეფასება. აღნიშნული ინფორმაცია ცხელი ხაზით გაზიარებული არ ყოფილა, მაგრამ ის დღეს იყო განხილვის საგანი, - განაცხადა ანთაძემ და დაამატა, - ალბათ გემახსოვრებათ, რომ, სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი ინციდენტი ევროკავშირის მისიასთან დაკავშირებით, მაგრამ მისია აგრძელებს თავის საქმიანობას და ჩვენ მადლობელი ვართ იმ წვლილისათვის, რაც მისიას შეაქვს ჩვენს საერთო საქმეში".

როგორც ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ინციდენტის შესახებ ინფორმაცია "ანტისაოკუპაციური მოძრაობიდან" არ გაუგია.

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წარმომადგენელმა დავით ქაცარავამ სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „პარასკევს, 13 იანვარს, სოფელ მეჯვრისხევში ჩასულ EUMM-ის სამონიტორინგო ჯგუფს რუსებმა "ცეცხლი" ჰაერში შეაგებეს. წადითო“. ქაცარავას განცხადებით, ინფორმაცია მომხდარზე თვითმხილველებისგან მიიღო.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ადასტურებს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტს. რადიო თავისუფლებას მისიაში უთხრეს, რომ ინციდენტის შედეგად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არაფერი დაშავებიათ, „მათ იმოქმედეს უსაფრთხოების პროტოკოლიდან გამომდინარე და დატოვეს კონფლიქტის ზონა“.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა. ის ევროკავშირის მიერ 2008 წლის 15 სექტემბერს შეიქმნა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თუმცა რუსეთის ხელისუფლება და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკები მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე მისიის დაშვებაზე კვლავ უარს ამბობენ.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о работе хаба молодежного предпринимательства





Москва

Солнечные дети на сцене Кремля


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Главное за день



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Анастасия Ивлеева

Хозяйка «голой» вечеринки Анастасия Ивлеева открывает в Москве азиатский ресторан




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Генпрокуратура потребовала передать государству велотрек с Олимпиады-80

Юные тулячки завоевали серебро и бронзу турнира по синхронному плаванию

Ход конем. В Москве на Гоголевском бульваре открылся летний шахматный клуб


Новак Джокович

Джокович совершил суперкамбэк на Ролан Гаррос и установил абсолютный рекорд



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

В Москве мужчину убили в парке на глазах у его внучек



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России