Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2023

მედია: წულუკიანის დროს დანიშნული ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე თეონა ჯაყელი თანამდებობას ტოვებს

0

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის დროს დანიშნული ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე თეონა ჯაყელი თანამდებობას ტოვებს, ინფორმაციას საიტი formulanews.ge ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

გათავისუფლების შესახებ განცხადებაში ჯაყელი წერს:

“მოცემულ პოზიციაზე მუშაობის ურთულესი თვეების მანძილზე ჩემი კურატორობით მიმდინარეობდა მასშტაბური საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტები, სადაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის პროფესიონალების გუნდთან ერთად დაიდო საინტერესო შედეგები.

მოცემულ ეტაპზე კულტურის მინისტრის ხედვა მუზეუმის ინსტიტუციურ განვითარებასა და საკადრო პოლიტიკაზე არ ემთხვევა ჩემს პროფესიულ ხედვას. აღნიშნულიდან გამომდინარე ვტოვებ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას”.

თეონა ჯაყელმა გასული წლის მაისში ჯანაშიას მუზეუმიდან გათავისუფლებული მეცნიერების კომპეტენციის შეფასების დოკუმენტს მოაწერა ხელი. მან მეცნიერებს დაბალი შეფასება დაუწერა, რის საფუძველზეც სამსახური სფეროს წამყვანმა მეცნიერებმა, მათ შორის, ანა მგელაძემ, ნინო ჯაყელმა და ოროზმანის აღმოჩენის ერთ-ერთმა მონაწილე გიორგი ბიძინაშვილმა დაკარგეს.

კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული ახალი კადრებისგან განახვავებით, რომლებიც ძირითადად იუსტიციის სამინისტროდან გადმოიყვანეს, თეონა ჯაყელი იყო ერთადერთი, რომელიც კულტურის სფეროს წარმოადგენდა, წლების მანძილზე მუშაობდა მუზეუმში და იცნობდა გათავისუფლებულებს, იცოდა მათი საქმიანობა და პროფესიული შესაძლებლობები.

ფორმულას წყაროს ინფორმაციით, ჯაყელსა და წულუკიანს, მათ შორის, წულუკიანის დანიშნულ ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველ მოადგილე ნიკა ახალბედაშვილის შორის დაპირსპირება პაოლო იაშვილის მუზეუმის გახსნაზე დაიწყო, რის შემდეგაც თეონა ჯაყელმა, ვინც მუზუემის გახსნის პროექტი წარმართა, სამადლობელო Facebook-პოსტის გამოქვეყნებულ ტექსტში და ასევე, პირადად, თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა, მათ შორის იყვნენ არქიტექტორი ზაზა იაშვილი და რესტავრატორი ვახტანგ ხოშტარია. წყაროს ცნობით, ამ სამადლობელო სიას მოჰყვა ახალბედაშვილისა და წულუკიანის გაღიზიანება. კვირას სპეციალურად შეიკრიბა დირექტორატი და თეონა ჯაყელს განცხადება დაუკმაყოფილეს.

თეონა ჯაყელმა თანამდებობის დატოვების შესახებ Facebook-ზე განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ საკითხზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

“საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიცია დავტოვე ჩემი პროფესიული შეხედულებების გათვალისწინებით. არ ვაპირებ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას, მითუმეტეს დაუშვებლად მიმაჩნია შიდა დოკუმენტაციის საჯარო სივრცეში გამოტანა და არასწორი ინტერპრეტაციები!

წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგებს, პროფესიონალთა გუნდს და ახალ მენეჯმენტს მუზეუმის განვითარების საქმეში”, – წერს ჯაყელი.





Губернаторы России
Москва

Собянин: Более трех миллионов человек посетили фестиваль «Москва на волне. Рыбная неделя»





Москва

Преступления мигрантов с рынков азербайджанского олигарха Года Нисанова продолжают шокировать Москву


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин: фонд музея "Царицыно" собрал 61 тыс. произведений искусства



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

МакSим

Аномалия как у МакSим. Младенец с шестью пальцами попал в больницу




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

МегаФон привёз спасателям и пожарным грузовик связи

Вышел второй подкаст онлайн-лектория «Иннагрика» о возможностях аграрной генетики для молодых исследователей

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России


Янник Синнер

Россиянин Котов уступил итальянцу Синнеру в третьем круге "Ролан Гаррос"



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

В Серпухове расширят производство полиэтиленовой упаковки



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России