საგარეჯოში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
საგარეჯოში ტრაგედიისას დაჭრილი 24 წლის ახალგაზრდა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
„მიღებული დაზიანებების სიმძიმიდან გამომდინარე, სტაბილურად მძიმე რჩება, მაგრამ ძირითადი მაჩვენებელი ნორმასთან ახლოსაა და მისი სიცოცხლე შენარჩუნებელია. მისი მდგომარეობა განსაკუთრებულ რეჟიმშია აყვანილი ექიმების მხრიდან“, – განუცხადეს „მთავარ არხს“ საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“.
ახალგაზრდა კაცი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
ცნობისთვის, 20 იანვარს, ღამის საათებში, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო.
გამოძიების ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილია 5 პირი. გარდაცვლილია სულ 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი და, ასევე, თავდამსხმელი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.