თავისუფალი სულის მქონე ზოდიაქოს ნიშნები
მერწყული
ეს ზოდიაქოს ნიშანი გამორჩეულია თავისი გონებრივი შესაძლებლობებით, უნარებით, დამოუკიდებლად განვითარების წყურვილით და მიზანდასახულობით. გასაკვირი არ არის, რომ სიაში პირველ ადგილს იკავებს. მან კარგად იცის რა სურს მის სულს და როგორ იბრძოლოს თავისი ოცნებებისთვის. მერწყულს არ სჯერა წინასწარმეტყველების, იგი ინოვატორია, თავად ქმნის და აშენებს საკუთარ მომავალს. ამიტომაც ყველა საქმეში უნიკალური და ინდივიდუალურია. არასოდეს მისდევს უკვე დადგენილ ნორმებსა და წესებს.
ლომი
ეს ამბიციური ნიშანი სიაში მეორე ადგილს იკავებს. ლომს ყოველთვის და ყველაფერში ავტონომიურობა სურს. იგი თავისუფლების, სივრცის, კოსმიური ენერგიის მოყვარული ნიშანია. ვერ ეგუება ჩარჩოებს და შეზღუდვებს. ლომი არასოდეს მოიხდის ბოდიშს საკუთარი სურვილებისა და მიზნების გამო. მან იცის, რომ იმსახურებს იმას, რისი მიღებაც უნდა.
თევზები
წარმოუდგენლად კრეატიული, ინტუიციური და საოცარი წარმოსახვის უნარის მქონე ნიშანია. ეს შინაგანი თავისუფლების შენარჩუნებასა და საკუთარ სულიერებასთან კავშირის დამყარებაში ეხმარება, თუმცა ამ ყველაფრის უკან დიდი საფრთხე იმალება, რადგან თევზები ძალიან დიდ დროს ატარებს საკუთარ ფიქრებში, რეალობისგან გაქცევა მისთვის ჩვეულ ნორმად იქცევა ხოლმე და ილუზიების ტყვეობაში ვარდება. თუ საკუთარი ემოციების კონტროლს ისწავლის, მაშინ წარმოუდგენელი სიმაღლეების დაპყრობას შეძლებს.
წყარო/ფოტო: Best Life