ნიკა მელია: ჩემი გამარჯვების შემდეგ პარტიის გენერალური მდივნის პოზიციას დაიკავებს გიორგი კირთაძე
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობას გიორგი კირთაძე დაიკავებს. ამის შესახებ მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი კირთაძე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში წარმოადგენს გამორჩეულ ფიგურას.
„ჩემი გამარჯვების შემდეგ, ყველაზე საკვანძო პოზიციას პარტიაში, გენერალური მდივნის პოზიციას დაიკავებს გიორგი კირთაძე”, – აცხადებს მელია.
მელიას თქმით, ეს გახდება საწინდარი მომავალი გამარჯვების არა მხოლოდ მისი პარტიისთვის, არამედ ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ.