უკრაინელებმა რუსული სუ-25 გაანადგურეს
0
უკრაინელმა სამხედროებმა რუსული თავდასხმის თვითმფრინავი „სუ-25“ ჩამოაგდეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
„უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქში მოწინააღმდეგის სუ-25 თვითმფრინავი ჩამოაგდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე ცნობით, დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა აღმოსავლეთის მიმართულებით ექვსი საჰაერო სამიზნეც გაანადგურეს.