გერმანია უკრაინას თავის წარმოებულ ტანკებს მიაწვდის
გერმანიამ თანხმობა გამოთქვა, მიაწოდოს უკრაინას Leopard-ის ტიპის, თავისი წარმოების, ტანკები.
ამის თაობაზე გაავრცელა ცნობა Spiegel-მა. ამ ფონზე ვაშინგტონიდან იტყობინებიან, რომ აშშ განიხილავს კიევისთვის M1-Abrams-ის ტიპის ტანების მიწოდების შესაძლებლობას.
Spiegel-ის თანახმად, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გადაწყვეტილება მიიღო, უკრაინას მიაწოდოს საკმაოდ თანამედროვე "Leopard-2"-ის მოდიფიკაცია - "2A6". ლაპარაკია სატანკო ასეულის - ანუ ათი ტანკის გადაცემაზე.
გერმანია ასევე აპირებს თავისი წარმოების ტანკების ექსპორტის ნებართვა მისცეს, როგორც მწარმოებელმა, სხვა ქვეყნებს. უკრაინისთვის გერმანული ტანკების მიწოდებას აპირებდნენ პოლონეთი, ნიდერლანდი და ესპანეთი, ასევე იტალია, დანია და ფინეთი. (ამბავი განახლდება)