Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2023

მიხარია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის მიერ დაწესებულ ყველა სანქციას - ავსტრიის კანცლერი

0
მიხარია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის მიერ დაწესებულ ყველა სანქციას - ავსტრიის კანცლერი

ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული პირისპირი შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ავსტრიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთან პროდუქტიული თანამშრომლობა. მან ხაზი გაუსვა საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას. ასევე თქვა, რომ ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს  და მზადაა დახმარება გაუწის  ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.

„ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმაზე, თუ რა გაკეთდა იმისთვის, რომ შესრულებულიყო ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები და ჩვენთვის ცხადია, რომ ამის გაკეთება ყოველთვის მარტივი არ არის, მაგრამ ნამდვილად ღირს ამ მიმართულებით სვლა, ღირს ძალისხმევის გაძლიერება, უფრო მეტი ინვესტიციების ჩადება ამ მიმართულებით, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რადგან ეს პროცესი მათ შორის მოიტანს ძალიან ბევრ ცვლილებას შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. პოლიტიკურად იმ ადამიანებისთვის, ვისაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ეს ყოველთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. ბატონ პრემიერ-მინისტრს შევთავაზე ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ყველა მიმართულებით, რა მიმართულებითაც ამის საჭიროება იქნება. ამავდროულად, ეს პროცესი ცხადჰყოფს, რომ ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთი და იგივე ამოსავალი პირობები უნდა არსებობდეს. არ უნდა იყოს ერთგვარი შემოკლებული გზით მიზნის მიღწევის შესაძლებლობა. ბოლო პერიოდის განმავლობაშიც მართლაც არსებობდა ამ თემაზე დისკუსია ევროკავშირის ფარგლებში, თუ რა წარმატებები იყო სამი კანდიდატი ქვეყნის შემთხვევაში და როდესაც ავსტრიის მხარდაჭერაზე ვლაპარაკობთ, ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს ავსტრიის მზადყოფნას, მათ შორის ნოუჰაუს თვალსაზრისით, რომ ჩვენ მხარში ამოგიდგეთ. ჩვენც ვიყავით მსგავს სიტუაციაში, როდესაც ევროკავშირის წევრობის სტატუსი გვქონდა და ვიცით, რა არის ამ მიმართულებით გასაკეთებელი“,- განაცხადა კარლ ნეჰამერმა.

ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, რუსი სამხედროები საქართველოს ტერიტორიაზე დგანან და ამას ავტომატურად მოაქვს, ის რეალობა, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული პოლიტიკა გარკვეულწილად სხვა რეალობაში უნდა გამოიხატებოდეს.

კანცლერის თქმით ისაუბრეს უკრაინის თემაზე,  რაც ერთი წელია ყველას შეშფოთებას იწვევს.

"საქართველო მართლაც განსაკუთრებულ სიტუაციაშია, ავსტრიაში საქართველოს ელჩი ყოველთვის მიუთითებს საქართველოს განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, რუსი სამხედროები დგანან თქვენი ქვეყნის ტერიტორიებზე და ამას ავტომატურად მოაქვს, თავისთავად ის რეალობა, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული პოლიტიკა გარკვეულწილად სხვა რეალობაში უნდა გამოიხატებოდეს. სწორედ ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მიხარია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის მიერ დაწესებულ ყველა ფინანსურ სანქციას, ეს მართლაც, მარტივი არ არის. რადგანაც ზეწოლა საქართველოზე ძალიან ძლიერია. საქართველოს ლტოლვილთა ძალიან დიდი ნაკადი დაატყდა თავს რუსეთის ფედერაციიდან და ყველაფერთან ერთად, ესეც ძალიან დიდი გამოწვევაა, მით უმეტეს ესეთ მძიმე პერიოდში საქართველოს მთავრობისთვის არის ძალიან დიდი გამოწვევა. ამავდროულად, მინდა ჩემი მხრივ გარანტია მოგცეთ და ვთქვა, რომ საქართველო ძალიან სწორი მიმართულებით მიდის და ჩემი მხრიდან აღიქვათ დახმარება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე", - განაცახდა კარლ ნეჰამერმა.

მისი სიტვეებით, ავსტრია  მხარს უჭერს ევროკავშირის მისიას საქართველოში, რომელიც 7 დამკვირვებელია წარმოდგენილი  დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს სტაბილურობაში.

"ავსტრია, ისევე როგორც მთლიანად ევროკავშირი, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აბსოლუტურად მხარს უჭერს და ეს ჩვენი პოლიტიკური აქტივობის ცენტრშია მოქცეული, როდესაც საქართველოსთან მიმართებაში ვმოქმედებთ. ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ის, რომ რაციონალური შეფასებები გვქონდეს, პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა. უნდა ვმოძრაობდეთ ამ შესაძლებლობების დერეფანში და ამას საქართველოს მთავრობა აკეთებს. ვიცი, რომ ეს ძალიან რთულია, უფრო მეტიც არის, ვიდრე რთული და ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, ძალიან მიხარია აქ რომ ვიმყოფები, ძალიან მიხარია ამ მხარდაჭერას შეუძლია გარკვული წვლილის შეტანა და ასევე, ჩემი მხარდაჭერა, თქვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერა აღიქვათ იმ რთულ გზაზე, რომელზეც საქართველო იმყოფება“,- განაცხადა ნეჰამერმა.

ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება, ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში,.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день





Москва

«1418»: выставка секции «Арт-фото» ТСХР в зале «Лаврушинский`15»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: С 28 апреля до 12 мая городские службы будут работать в усиленном режиме



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Джиган

Джиган запретит дочери Ариеле встречаться с определенной категорией парней




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Московские школьники стали победителями всероссийской олимпиады по математике

Результаты забега на 5 км на Московском полумарафоне. Аплачкина и Голоктионов установили рекорды соревнований

"Спартак" обыграл "Локомотив" в 26-м туре чемпионата России


WTA

Азаренко проиграла в 1/16 финала турнира WTA-1000 в Мадриде



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

«Спартак» обыгрывает «Локо» после первого тайма благодаря голу Бонгонда с пенальти



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России