Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2023

USA2GEORGIA დათანხმდა, თანხა დაუბრუნოს მათ, ვისაც მოცულობით დაუანგარიშა ტრანსპორტირების ღირებულება

0
USA2GEORGIA დათანხმდა, თანხა დაუბრუნოს მათ, ვისაც მოცულობით დაუანგარიშა ტრანსპორტირების ღირებულება

ტვირთების გადამზიდავი კომპანია USA2GEORGIA მზადაა, ფული დაუბრუნოს იმ კლიენტებს, რომლებსაც აშშ-დან საქართველოში ნივთების ჩამოტანის საფასური არა რეალური წონით, არამედ მოცულობით დაუთვალა. ეს ვალდებულება კომპანიამ კონკურენციის სააგენტოში დაწყებული დავის განხილვის ფარგლებში აიღო.

კომპანია ვალდებულია, ყველა იმ კლიენტს, რომლებიც მას მიმართავენ, რეალურ და მოცულობით წონის საფასურს შორის სხვაობა დაუბრუნოს. ეს გადაწყვეტილება ვრცელდება 2022 წლის 25 ოქტომბრიდან 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით შეძენილ ნივთებზე.

უფრო ზუსტად:

ოფისში არსებულ ამანათებზე;

ვინც გაიტანა და ფასი მოცულობითი წონით გადაიხადა (მათ შორის, ვინც ფასდაკლება მიიღო);

ვინც ნივთი 2023 წლის 25 იანვრამდე შეიძინა, თუმცა საქართველოში ჯერ არ ჩამოსულა (გარდა იმ ამანათებისა, რომელთა მოცულობითი წონა 10 კგ-ს აღემატება და კომპანია ინდივიდუალურად შეუთანხმდა).

თანხის დასაბრუნებლად აუცილებელია სპეციალური განაცხადის შევსება.

"USA2GEORGIA-მ ვალდებულება აიღო - მომავალში მომხმარებლებსა და მოვაჭრეს შორის დადებული ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვისა და ექსპედიციის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების (მათ შორის, მოვაჭრის სავაჭრო პოლიტიკის) შეცვლის შემთხვევაში, მომხმარებლებს წინასწარ, ელექტრონული ფოსტისა და ე.წ. პირად ოთახში შეტყობინების გაგზავნის გზით, ინფორმაცია - საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს", - წერია კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქვე სააგენტო აღნიშნავს, რომ ამით USA2GEORGIA-ს წინააღმდეგ დავის განხილვა დასრულებულია.

"გვსურს, მივმართოთ USA2GEORGIA-ს მომხმარებელთა იმ ნაწილს, რომელიც თვლის, რომ სახელშეკრულებო ცვლილების შესახებ ინფორმაცია დროულად არ მიუღია - შეავსოს კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული სპეციალური განაცხადის ფორმა. კომპანიის მენეჯმენტი ჰპირდება მომხმარებლებს, რომ უსწრაფესად განიხილავს თითოეულ შემთხვევას და მოცულობით წონასთან დაკავშირებით გაწეული დამატებითი ხარჯი, მოკვლევის შემდეგ დაუყოვნებლივ აუნაზღაურდება", - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ შეთანხმების შემდეგაც კომპანია ძალაში ტოვებს ნივთების მოცულობითი წონით დაანგარიშების წესს. 25 იანვარს კომპანიამ კლიენტებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც წერია:

"2022 წლის 15 ნოემბრიდან ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება ამანათების მოცულობითი და რეალური (სასწორის) წონის მიხედვით... იმ შემთხვევაში, თუ ამანათის მოცულობითი წონა (სიგრძე * სიგანე * სიმაღლე / 6000 - სანტიმეტრებში) აღემატება რეალურ (სასწორის) წონას, გამოიყენება ტრანსპორტირების ღირებულების გამოანგარიშების საერთაშორისო წესი, რომელიც ითვალისწინებს ღირებულების გადახდას მოცულობით და რეალურ წონებს შორის მაქსიმალურით".

კომპანიამ, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო ბაზარზე, ასობით კლიენტი გაანაწყენა. გასული წლის ბოლოს, 15 ნოემბრიდან, USA2GEORGIA-მ ტრანსპორტირების საფასურის დათვლის სისტემა შეცვალა, რამაც მისი კლიენტების დიდი ნაწილის ხარჯები გაზარდა - რეალური წონის ნაცვლად, კომპანიამ ყუთით გამოგზავნილ ნივთებზე მოცულობითი წონა დათვალა.

განახლებულ დოკუმენტში ეწერა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამანათის "მოცულობითი წონა" (სიგრძე გამრავლებული სიგანეზე და სიმაღლეზე და გაყოფილი კოეფიციენტზე 6000 - სანტიმეტრებში) აღემატება რეალურ (სასწორის) წონას, კომპანია უპირატესობას მიანიჭებდა მოცულობას.





Губернаторы России
Москва

Собянин: На городском вокзале Зеленоград — Крюково появился еще один переход





Москва

В исторических парках покажут любимые мультфильмы от СТС Kids ко Дню защиты детей


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин назвал победителей конкурса «Педагоги года Москвы»



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Певец

Певца и поэта Рябуху наградят званием «Заслуженный артист Забайкальского края»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

На ВДНХ пройдет Удмуртский национальный праздник Гербер

В преддверии Международного дня защиты детей подмосковные росгвардейцы провели спортивное мероприятие для школьников

Два проекта Первый Бит отмечены дипломами финалистов конкурса «BPM-проект года»


Ролан Гаррос

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Акция «Чистый лес» прошла на территории округа Балашиха



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России