აჭარის მთავრობა მეწყრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და ინფრასტრუქტურის აღსადგენად 10 მილიონ ლარს გამოყოფს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მუნიციპალიტეტის მერებთან შეხვედრაზე მეწყრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრისით უზრუნველყოფის და ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების საკითხები განიხილა.
თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ აჭარის მთავრობა 10 მილიონ ლარს გამოყოფს მეწყრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და ინფრასტრუქტურის აღსადგენად.
დაზარალებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ ეკომიგრანტთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამაში.