სტოლტენბერგი: ფინეთი ნატოს წევრი 4 აპრილს გახდება
"ნატოს შტაბ-ბინაზე პირველად აღვმართავთ ფინეთის დროშას. ეს იქნება კარგი დღე ფინეთის უსაფრთხოებისთვის, ჩრდილოეთის უსაფრთხოებისთვის და მთლიანად ნატოსთვის" - უთხრა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს ბრიუსელში. "ამის შედეგად, ფინეთი უფრო უსაფრთხო იქნება" - დასძინა მან.
