პუტინი მოსკოვში უმასპინძლებს ბელარუსის ლიდერ ლუკაშენკას
ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, 5 აპრილს მოსკოვში ხვდება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.
ორმა ლიდერმა უნდა განიხილოს პროგრესი რუსეთ-ბელარუსის ერთიანობის საკითხებთან მიმართებით, იუწყება კრემლი.
ორმხრივ განსახილველ საკითხებს შორისაა ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება ბელარუსის ტერიტორიაზე, პირდაპირ პოლონეთის საზღვართან - როგორც ეს პუტინმა გამოაცხადა - და ასევე რეაგირება ნატოში ფინეთის გაწევრიანებაზე.