"რონდელის მსოფლიო რადარი": ფინეთი ძალიან დიდი შენაძენია ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის
რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი ბუკა პეტრიაშვილი ფინეთის ნატოში გაწევრიანებას ეხმაურება: "ფინეთს აქვს ძალიან მაგარი ეკონომიკა, დემოკრატიული სისტემა, თავდაცვის სისტემა, სამხედრო ინდუსტრია, შეიარაღებული ძალები და ძალიან დიდი მზაობა თავდაცვისუნარიანობის ერთობლივდ განსამტკიცებლად ნატოს ფარგლებშიც. მინდა შევუერთდე აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, რომელმაც მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ქმედებისთვის, რამაც განაპირობა ფინეთის ნატოში გაწევრიანება".