Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2023

ბრძოლის ველზე დარჩენილი 7 ქართველი მებრძოლის ცხედარი და ერთი მებრძოლი, რომლის სიკვდილიც ვერ დასტურდება

0

ბოლო ხუთ დღეში, უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლისას სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. მიხეილ მაზანაშვილი, რომლის დაღუპვის ცნობაც პირველ აპრილს გავრცელდა, ფრონტის ხაზიდან 4 აპრილს, გამთენიისას გამოასვენებს თანამებრძოლებმა. როგორც მისი ძმა, ლევან მაზანაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, 29 წლის მებრძოლს საქართველოში, სავარაუდოდ, კვირას ჩამოასვენებენ.

ბახმუტთან კიდევ ორი ქართველი მებრძოლის, ვახტანგ ბარაბაძისა და დავით ქუჩუკიანის დაღუპვის შესახებ ცნობა კი 4 აპრილს, გვიან ღამით გავრცელდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ერთი მებრძოლი ტყვიით არის მკვდარი, მეორე კი ჭურვის ნამსხვრევს ემსხვერპლა. დაღუპულები ფრონტის ხაზიდან ჯერ არ გამოუსვენებიათ.

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მთავარ არეალად 5 აპრილის მონაცემებით, კვლავაც რჩება ბახმუტი, ლიმანი, ავდეევკა, მარინკა. უკრაინის გენერალური შტაბი იტყობინება, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები კვლავაც განაგრძობენ შტურმს ბახმუტზე სრული კონტროლის დასამყარებლად.

ბახმუტში დარჩენილები

სწორედ ბახმუტია ფრონტის ის ტერიტორია, საიდანაც დაღუპული ქართველი მებრძოლების ნაწილის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

49 წლის როლანდ კვარაცხელიას, 41 წლის ავთო რურუას, 55 წლის რომეო ფიჩხაიას, 45 წლის მერაბ ალადაშვილის, 46 წლის ბადრი მერკელიას ცხედრები კვლავაც იმ ტერიტორიაზე რჩებიან, სადაც ისინი გასული წლის 3 დეკემბერს, „კადიროველების“ თავდასხმისას დაიღუპნენ.

ავთო რურუას უმცროსი ძმა, ირაკლი, უკრაინაში მას შემდეგ წავიდა, რაც იქ მისი ძმა დაიღუპა. როგორც ავთოს ცოლი, ელმირა ინალიშვილი გვეუბნება, ირაკლი იმ დრომდე არ აპირებს საქართველოში დაბრუნებას, სანამ ფრონტის ხაზიდან მისი ძმის ცხედარს არ გამოასვენებს:

„სამწუხაროდ, არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ავთოს ძმაა იქ და ყოველდღიურად ცდილობს, რომ მაქსიმალურად ახლოს მივიდეს იმ ტერიტორიასთან, სადაც მისი ძმა დაიღუპა. მხოლოდ ავთოზე არ არის ლაპარაკი, ავთოსთან ერთად კიდევ ოთხი ბიჭი დაიღუპა. თავი გადადო ამ მიზნისთვის. ავთოს დაღუპვიდან ერთ კვირაში წავიდა და მას მერე ბახმუტთან არის, ქართველ მებრძოლებთან ერთად. გუშინაც მელაპარაკა. მითხრა, რომ ალბათ მალე მოახერხებს მისვლას იმ ტერიტორიაზე, სადაც ბიჭები დაიღუპნენ, თუმცა, კონკრეტულს არაფერს მეუბნება. ალბათ ტელეფონით ამ თემაზე ლაპარაკიც არ შეიძლება“.

როგორც ელმირა გვეუბნება, მის მაზლს ჰქონდა მცდელობა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის გარკვეული თანხაც გადაეხადა და ისე გამოესვენებინა ფრონტის ხაზიდან ძმის ცხედარი, თუმცა, არც ამ მცდელობამ გამოიღო შედეგი:

„არ დათანხმდნენ. ისეთ ადგილას არიან დაღუპულები, რომ იქ მყოფი რუსეთის მოქალაქეებიც ერიდებიან იმ ტერიტორიაზე შესვლას. როგორც ვიცი, ტყის ტერიტორია უნდა იყოს“.

ელმირა ინალიშვილის თქმით, მეუღლის ოჯახის წევრებმა თვენახევრის წინ ჩააბარეს დნმ ანალიზიც, თუმცა, პასუხები ჯერ არ მოსულა:

„სადაც ავთო დაიღუპა, ჩვენი ინფორმაციით, იქიდან 300-მდე ცხედარია გამოყვანილი. ამიტომ აიღეს ჩვენი ოჯახის წევრებმაც დნმ ანალიზი, რომ შეადარონ გამოყვანილი ცხედრების ნიმუშებს, მაგრამ ირაკლი, ავთოს ძმა ფიქრობს, რომ ჩვენი დაღუპულები არ არიან გამოსვენებულები. იმ დონემდე მივედით, რომ ავთოს საფლავს ვნატრობთ“.

აფხაზეთიდან დევნილი ავთო რურუა უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, მარტში წავიდა. ის პროფესიონალი სამხედრო იყო. იბრძოდა 2008 წლის აგვისტოს ომშიც. 

ზუსტად ოთხი თვეა ძმის, ბადრი მერკელიას ჩამოსვენებას ელოდება საქართველოში ლორენა მერკელია. ბადრი აფხაზეთიდან დევნილია, 16-17 წლისა, მამასთან და ბიძებთან ერთად, აფხაზეთის ომში იბრძოდა. სოხუმის დაცემის შემდეგ ბადრის ოჯახი, ოთხი და-ძმა და მშობლები, ზესტაფონში დასახლდნენ. უკრაინაში წასვლამდე ბადრი სწორედ იქ ცხოვრობდა. ოჯახს დაუმალა უკრაინაში რომ მიდიოდა, უთხრა, რომ პოლონეთში, სამუშაოდ გადაწყვიტა წასვლა.

დაღუპული ძმის შესახებ ინფორმაციის გასარკვევად უკრაინაში იყო ჩასული მისი ძმაც, თუმცა უშედეგოდ:

„ოთხი თვე გავიდა. არანაირი სიახლე და არაფერი საიმედო ჯერჯერობით არ გვაქვს, რადგან ბახმუტში არ განელებულა ომი და მეტიც, უფრო გამძაფრდა. აბა, ვის რა პასუხი მოვთხოვოთ, თვითონ ბიჭები იღუპებიან და ვართ ასე, მოლოდინის რეჟიმში. ჩემი მეორე ძმაც იყო ჩასული უკრაინაში, დაახლოებით 20 დღე იყო იქ, მაგრამ ახალი და განსხვავებული ამბავი ვერ ჩამოიტანა“, - მეუბნება ლორენა მერკელია.

მისი თქმით, ოჯახს ხშირი კონტაქტი აქვს ბადრის თანამებრძოლებთან, მაგრამ ამ დრომდე, საიმედო ვერაფერი შეიტყვეს:

„ყველაფერი იმ მებრძოლებზეა დამოკიდებული, ვინც ახლა იქ იბრძვის. დაახლოებით ორი თვის წინ ვიცოდით, რომ სადაც დაიღუპნენ, ისევ იქ არიან, მაგრამ ახლა ესეც არ ვიცით. დრონის საშუალებითაც ვერ ხერხდება გადამოწმება. რამდენიც ააფრინეს დრონი, იმდენი ჩამოაგდეს. ვერ უახლოევდებიან იმ ტერიტორიას“.

3 დეკემბერს, ბახმუტთან დაღუპული ქართველი მებრძოლების ფრონტის ხაზიდან გამოსვენების პერსპექტივას, ამ ეტაპზე, სკეპტიკურად უყურებს უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში მოქმედი ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი, ვანო ნადირაძე.

რადიო თავისუფლება მას უკრაინაში დაუკავშირდა, სადაც ის ახლა რეაბილიტაციას გადის მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ, სუმის ოლქში, აფეთქების ტალღის შედეგად მიღებული ტრავმის გამო ფეხზე ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.  

ვანო ნადირაძის სკეპტიციზმის მიზეზი კი ისაა, რომ 3 დეკემბრის შემდეგ, ბახმუტთან მიმდინარე ბრძოლების შედეგად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე კილომეტრით მოახერხეს წინ წაწევა, რაც დაღუპულ მებრძოლებამდე მიღწევას კიდევ უფრო ართულებს:

„არაფერია დასამალი, როცა ეს ბიჭები დაიღუპნენ, გავრცელდა ინფორმაცია, ჩვენ გამოვიყვანთო. სამწუხაროდ, ამ ბიჭების გამოყვანა, ამ ეტაპზე, შეუძლებელია, რადგან ისეთ ტერიტორიაზე არიან ეს ბიჭები, რომ ჩვენი მიცვალებულები კი არა, თავიანთი მიცვალებულები არ გაჰყავთ. ეს ბიჭები, სადაც დაიღუპნენ, იმის მერე რუსები ხუთი კილომეტრით კიდევ წინ არიან წამოწეულები. ამ ხუთ დაღუპულთან დაკავშირებითაც, დრონი რომ ააფრინეს, მხოლოდ სამი მიცვალებული დაინახეს. დანარჩენი ორი ვერ ნახეს. მე არ მაქვს უფლება, რომ ოჯახი, რომელიც განიცდის, საკუთარ მიცვალებულებს ელოდებიან, მათ ცრუ ინფორმაცია მივაწოდო, მოვატყუო, რომ ხვალ არა და ზეგ გამოვიყვანთ. საერთოდ უცნობია, გამოვიყვანთ კი? ერთი მარტივი მიზეზის გამო, ის ტერიტორია, სადაც ეს ბიჭები არიან დაღუპულები, რუსებს აქვთ დაპყრობილი. სხვა მიზეზი არ არსებობს“.

სერგო ლისიხი  - მებრძოლი, რომლის დაღუპვაც ოფიციალურად ამ დრომდე ვერ დასტურდება

გარდა გასული წლის 3 დეკემბერს დაღუპული ხუთი ქართველი მებრძოლისა, 13 დეკემბერს გავრცელდა ცნობა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, სერგო ლისიხის გარდაცვალების შესახებ. თუმცა, როგორც ირკვევა, 34 სერგო ლისიხის დაღუპვის თაობაზე დადასტურებული ინფორმაცია, ამ დრომდე, არ არსებობს.

სერგო ლისიხის დედა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი შვილი არა დაღუპულად, არამედ დაკარგულად ითვლება:

„ამის მეტს ახლა ვერაფერს გეტყვით, ჩვენ მას ყველა ინსტანციიდან ვეძებთ, უკრაინიდან, რუსეთიდან. ძალიან მტკივნეულია ეს ყველაფერი, როცა ვიპოვით, ამის მერე რაც გსურთ ის დაწერეთ“.

როგორც ვანო ნადირაძე გვეუბნება, სერგო ლისიხი მისი ოჯახის წევრის ბავშვობის მეგობარია და მისი მოძიების პროცესში ის აქტიურადაა ჩართული, თუმცა, ამ დრომდე სერგო ლისიხის ადგილმდებარეობის შესახებ ვერაფერი შეიტყვეს. არსებობდა ასეთი ვარაუდიც, რომ ის შესაძლოა ტყვედ იყო აყვანილი:

„უკრაინაში მოქმედ ორგანიზაციას „შავი ტიტა“, რომელიც მიცვალებულების, დაჭრილებისა და ტყვეების შესახებ ინფორმაციის მოძიების საკითხებზე მუშაობს, ყველა მონაცემი ჰქონდა, რომ ჩემთვის ინფორმაცია მოეწოდებინათ სერგოს შესახებ. იყო მოსაზრება, რომ შესაძლოა, სერგო ტყვედ იყო, ვნახე ის ფოტოც, რომელიც გაუგზავნეს სერგოს ოჯახს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია არ დასტურდება“.

ვანო ნადირაძე ამბობს, რომ სერგო ლისიხის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ვერც სერგოს თანამებრძოლები ადასტურებენ:

„ამბობენ, რომ მუხლებზე იყო დაცემული. ცნობილია, რომ თითქოს სერგო სნაიპერის ტყვიას ემსხვერპლა. სნაიპერის ტყვია ადამიანს მოცელით აგდებს ძირს. თქვეს, რომ დაინახეს, რომ სისხლი მოსდიოდა, თუმცა, მაგალითად, მისი პულსი არავის შეუმოწმებია, ვერავინ ამბობს, რომ ის ნამდვილად გარდაცვლილი ნახეს. ამიტომ სერგოს დაღუპვასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნებია. ბოლომდე დადასტურებით, დამიჯერეთ, არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ნამდვილად მკვდარია“.

სერგო ლისიხი უკრაინაში 2022 წლის ზაფხულში, სლოვენიიდან წავიდა. სლოვენიაში სერგო სამუშაოდ იყო წასული. 

რა ხდება ბახმუტში დღეს?

ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა, ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა, სხვადასხვა წყაროთი გავრცელებული ცნობების და ფოტო და ვიდეომასალების ანალიზის საფუძველზე, 4 აპრილს დაადასტურა რუსული მხარის განცხადება, რომ 2 აპრილს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ დაიკავა ბახმუტის საქალაქო ადმინისტრაციის შენობა. ამერიკელი ექსპერტების თანახმად, 3 აპრილს რუსულმა ძალებმა ბახმუტის ცენტრში წინ წაიწიეს.

რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა 2 აპრილს ღამით, ტელეგრამით გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის დროშა აღმართეს ქალაქ არტიომოვსკის ადმინისტრაციის შენობაზე [რუსეთი არტიომოვსკს უწოდებს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტს].

პრიგოჟინის განცხადებით, „იურიდიულად ბახმუტი აიღეს“ და უკრაინის ძალები ქალაქის დასავლეთ უბნებში რჩებიან. ეს ინფორმაცია 3 აპრილს უარყვეს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობაში.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 60-ზე მეტი შეტევა.

საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, ინფორმაციის სრულყოფილად გადამოწმების საშუალება, არ არსებობს. 

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ 4 აპრილს გამოქვეყნებული რუკის თანახმად, ბახმუტის მიმდებარედ არსებული პოზიციები ასე გამოიყურება.

რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" 2022 წლიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42 კმ²-ია. ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.

მარიუპოლში დარჩენილები

გარდა ბახმუტისა, ბოლო ერთ წელში, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლებიდან, ვერ ხერხდება კიდევ ორი ქართველის გადმოსვენება მარიუპოლიდან.

54 წლის ბახვა ჩიქობავა მარიუპოლში, სავარაუდოდ, დაბომბვის დროს, 2022 წლის 19 მარტს დაიღუპა.

ის „აზოვის“ ბატალიონში იბრძოდა. 24 თებერვალს, რუსული ჯარის უკრაინაში შეჭრამდე, სამხედრო ინსტრუქტორი იყო. ძირითადად, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის პერიოდში შექმნილი „აზოვის“ ბატალიონის ახალბედა წევრებს წვრთნიდა.

ცნობილია, რომ ბახვა ჩიქობავას ცხედარი პარიუპოლში, რუსი სამხედროებისთვის „შეუმჩნეველ ადგილას“ არის დაკრძალული.

მარიუპოლში, ფოლადის ქარხნის „აზოვსტალის“ ნანგრევებშია დარჩენილი კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, 27 წლის ტატო ბიგვავას ცხედარი. ის 2022 წლის 8 მაისს, მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბის ჩამოვარდნას ემსხვერპლა.

ტატო ბიგვავა 2015 წლიდან „აზოვის“ პოლკის მებრძოლი იყო. ის კაპიტნის წოდებას ატარებდა.

მისი და, ანა ბიგვავა გვეუბნება, რომ ამ დრომდე ვერ ხერხდება „აზოვსტალიდან“ მისი ძმის ცხედრის ამოსვენება, თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან ოჯახს აქვს პირობა, რომ „არცერთი ცხედარი არ დარჩება „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, ყველას გამოიყვანენ“.

მარიუპოლი, დონეცკის რეგიონის სიდიდით მეორე ქალაქი, მდებარეობს აზოვის ზღვის სანაპიროზე, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ზოლში, რომელიც აღმოსავლეთით რუსეთის საზღვრიდან რუსეთის მიერ კონტროლირებადი ყირიმის ნახევარკუნძულის დანარჩენ უკრაინასთან დამაკავშირებელ ვიწრო ყელამდეა გადაჭიმული. ესაა პოტენციური სახმელეთო დერეფანი რუსეთისა და ნახევარკუნძულის დასაკავშირებლად.

რუსეთის არმიამ მარიუპოლს ალყა უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში შემოარტყა და ქალაქი, სადაც ომის დაწყებამდე 400 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, ფაქტობრივად, მიწასთან გაასწორა. ოფიციალური ცნობებით, სრულად განადგურდა ქალაქის 90%. ქალაქს 80 დღის განმავლობაში იცავდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი "აზოვი". მაისის შუა რიცხვებამდე მარიუპოლის დამცველები ქარხანა "აზოვსტალში" აღმოჩნდნენ ბლოკირებული. უკრაინის ხელისუფლების ბრძანებით, მათ უთანასწორო ბრძოლა შეწყვიტეს და ევაკუაციას დათანხმდნენ. ევაკუაციის ოპერაცია 17 მაისს დაიწყო. ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით გადაიყვანეს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. მხარეთა შორის მოლაპარაკების შედეგად უკრაინამ შეძლო მარიუპოლის დამცველთა დიდი ნაწილის უკან დაბრუნება.

უკრაინაში რუსეთმა ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. მას შემდეგ უკრაინაში 41 ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა, ერთ-ერთი მებრძოლის დაღუპვის შესახებ ცნობა, ამ დრომდე, ოფიციალურად არ დასტურდება.





Губернаторы России
Москва

Собянин: Проект "Давай друЖИТЬ" помогает исполнять заветные мечты детей





Москва

Группа SAБETTA выпустила трек «Ракеты»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин: Центральной детской библиотеке имени Гайдара — 90 лет



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Игорь Бутман

Трансляции концертов оркестра Бутмана в Китае посмотрели более 50 млн человек




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним

Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025

В Москве презентовали медали и экипировку VIII игр «Дети Азии»


WTA

Пресс-служба WTA мемом отреагировала на тяжёлую победу Свёнтек над Осакой



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Мир

Пегас сделал важное заявление по Египту: стали известны цены на туры на предстоящую зиму



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России