ირაკლი კობახიძე: ურთმელიძის, ამ უპატიოსნესი კაცის წინააღმდეგ ყველაფერი იკადრეს
„ურთმელიძის, ამ უპატიოსნესი კაცის წინააღმდეგ ყველაფერი იკადრეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„როცა მოსამართლეებზე ზეწოლაზეა საუბარი, გავიხსენებ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემთხვევა იყო, თქვენ გახსოვთ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე განიხილავდა პირველი ინსტანციის დონეზე რუსთავი ორის საქმეს და რა აღარ იკადრეს მის წინააღმდეგ, უვარგისმა ხალხმა, ენჯეოების ლიდერები იყვნენ ჩართულები, ყველა უცხოელი აგენტი, მათ შორის ნიკა გვარამია. მოგვიანებით რა მოხდა, ყველაფერი იკადრეს ამ უპატიოსნესი კაცის წინააღმდეგ, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის წინააღმდეგ, და საბოლოო ჯამში, სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ დაადგინა, რომ მოსამართლე ურთმელიძეზე იყო უსამართლო ზეწოლა და ბულინგი“, – აცხადებს კობახიძე.
შეგახსენებთ, აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.