ყველაზე პოზიტიური ზოდიაქოს ნიშნები
მზის მიერ მართული ლომი ზოდიაქოს ყველაზე პოზიტიური ნიშანია. იგი სითბოს, სიცოცხლეს, ქარიზმას და თავდაჯერებულობას ასხივებს. იმდენად დარწმუნებულია საკუთარ თავში, რომ დადებით აურას სხვა ადამიანებსაც უზიარებს. ლომს ზოდიაქოს მეხუთე სახლი მართავს, რომელიც პასუხისმგებელია სიცოცხლეზე, სიყვარულზე, კრეატულობასა და სიხარულზე. ბედნიერება მისი ბუნებრივი მდგომარეობაა.
მართალია ძალიან ფიცხი და ჯიუტია, თუმცა ენთუზიაზმითა და ამბიციებითაა სავსე, რასაც მისი პოზიტიური და რწმენით სავსე ბუნება განაპირობებს. ვერძი ბუნებრივი ლიდერია, ამიტომ შეუძლებელია დადებით ენერგიას არ გამოსცემდეს და სხვა ადამიანებსაც რწმენით არ ავსებდეს.
მშვილდოსანს იუპიტერი მართავს, იღბლის, სიხარულის პლანეტა. თავგადასავლების მოყვარული ნიშანია, ცხოვრებისადმი განსაკუთრებული ვნება აქვს და მუდამ იმედითაა სავსე. წარმოუდგენლად დიდი და დაუოკებელი ცნობისმოყვარეობა აიძულებს მუდამ პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოს.
წყარო/ფოტო: Best Life