Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2023

“ფაქტია, ნაძირალა მამამ ისე დააშინა, რომ ხმას ვერ იღებდა” – რას ჰყვება ადგილობრივი კახეთში მომხდარ გაუპატიურებაზე

0

კახეთში შსს-მ ორ სხვადასხვა სოფელში, ორი სხვადასხვა პირი დააკავა, 14 წლის გერსა და 15 წლის შვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, რაც, მამინაცვლის შემთხვევაში, არასრულწლოვანის მეგობარმა აცნობა პოლიციას, მამის შემთხვევაში კი – 15 წლის გოგონას მასწავლებელმა. გამოძიება სისხლის სამართლის მე-11, 137-ე, 138-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურებასა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. გამოძიებით დგინდება, რომ მამინაცვლის შემთხვევაში, დანაშაული მოხდა არასრულწლოვანის მინდობით აღზრდიდან დაბრუნების შემდეგ; მამის შემთხვევაში კი ძალადობა რამდენიმე წლის მანძილზე გრძელდებოდა. რაც არა მხოლოდ ოჯახის წევრების, არამედ, გარშემო მყოფთა მიმართაც აჩენს კითხვის ნიშნებს.

ჩვენ დავუკავშირდით 15 წლის მოზარდის ოჯახის ახლობლებს (რომელთაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს). მათი თქმით, ხალხი მზად არის, დამნაშავე ლინჩის წესით გაასამართლოს. ამ შემთხვევაში, ლინჩის წესსა და მის გამო კიდევ ერთი დანაშაულის ნაცვლად, უმჯობესია, მსგავს დანაშაულთან დაკავშირებულ კითხვებზე დავფიქრდეთ. მით უფრო, რომ ეს გავრცელებული ინფორმაციით, წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ოჯახის ახლობლების მხრიდან, რატომ ვერ მოხდა ბავშვის გუნება-განწყობის ცვლილებების დაფიქსირება, რაც ამ შემთხვევაში, აუცილებლად იქნებოდა.

– ეგ კითხვა ყველას აქვს, მაგრამ საუბედუროდ, პასუხი არ არსებობს. იმდენად წარმოუდგენელია, რომ ადამიანმა მსგავსი რამ ჩაიდინოს, რომ თითქოს გონება ეჭვსაც ეწინააღმდეგება. სხვების თვალწინ ეს ნაძირალა რომ არაფერს იმჩნევდა, ეს ცხადია. ერთადერთი ის იყო, რომ მისი ამაზრზენი გამომეტყველება განგიზიდავდა მისგან. არც მის ბიოგრაფიაზე იცოდა სოფელმა, ეს კაცი სოფელში ზედსიძედ არის მოსული და ბუნებრივია, მის წარსულს არ ვიცნობდით. არადა, თურმე ადრეც ბავშვის გაუპატიურებაზე ყოფილა ნასამართლები და მერე დაქორწინებულა ჩვენი სოფლის მკვიდრზე. რაც სავარაუდოდ, ბავშვის დედამაც იცოდა. გარდა ამისა, ოჯახი სოციალურად დაუცველია და ბავშვის დედა, ფაქტობრივად, მუდამ შინ იყო. არ ვიცი, როგორ ვერ უნდა შეემჩნია მის თავს რა ხდებოდა, ან მისი შვილი რატომ იყო გაღიზიანებული და ჩაკეტილი. თუკი ეჭვი გამართლდა და გამოძიებამ დაადგინა, რომ ბავშვის დედა ფაქტს მალავდა, მაშინ მასაც იგივე სასჯელი უნდა მიესაჯოს, რასაც შვილზე სექსუალურად მოძალადე მამას მიუსჯიან. ეს ჩემი პირადი აზრია.

თავად ბავშვი, როგორც აღვნიშნე ჩაკეტილი და თავდახრილი იყო. მისგან მართლაც მოდიოდა სიმძიმე, მაგრამ ფაქტია, რომ ნაძირალა მამამ იმდენად დააშინა, რომ დააბეჩავა, ხმას ვერ იღებდა.

– სავარაუდოდ, ცოლზეც ძალადობდა და ბავშვის დედის დუმილის მიზეზიც ეს იყო.

– კი, იყო ფაქტი, როდესაც ხალხის თანდასწრებით დაარტყა. მაგრამ ეს შვილის გაწირვის მიზეზი არ არის.

– გავრცელებული ვერსიით, ფაქტზე მასწავლებელმა იეჭვა და მან გამოიძახა პოლიცია. მით უფრო, რომ მისი თქმით, ბავშვი ხშირად აცდენდა.

– მასწავლებელმა პოლიცია მაშინვე გამოიძახა, როგორც კი იეჭვა, რომ მოვლენებში რაღაც არასწორი დაინახა. რაღაცები დაემთხვა: ამ დღეს ბავშვი სკოლაში წავიდა, დედამ კი მეორე შვილისთვის, 12 წლის გოგონასთვის სასწრაფო გამოიძახა, რახან ბავშვი რამდენიმე დღე ცუდად იყო. სასწრაფოს ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვს ყელი ჩირქისაგან გადაკეტილი ჰქონდა, ამიტომ დედაც და შვილიც კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკიდან კი დედამ უფროსი შვილის მასწავლებელს დაურეკა, ბავშვი სახლში არაფრით არ გაუშვათო. ამიტომ, მასწავლებელმა პოლიციას დაურეკა, – რატომ უნდა ითხოვდეს დედა, ჩემი შვილი სახლში არ გაუშვათო, როდესაც სახლში მამაა, წესით, შვილის უპირველესი დამცველი! პოლიციამ კი საავადმყოფოშივე დაკითხა ბავშვის დედა და 12 წლის და. ამ საბრალო მეორე ბავშვმაც მაშინვე აღიარა, – რამდენიმე დღის წინ თავად დავადექი თავზე, როდესაც მამა ჩემს დას აუპატიურებდა. ჩემი დისთვის მიშველება მინდოდა, მაგრამ მამამ მცემაო.

– კოშმარულ ამბავს ვისმენ…

– კი. ასეა და ამ შემთხვევაში არა მხოლოდ 15 წლის ბავშვია ძალადობის მსხვერპლი, რომელზეც, როგორ ირკვევა 7 წლის განმავლობაში ძალადობდა, არამედ ამ ადამიანისათვის წარმოუდგენელი უბედურების მსხვერპლია ამ ბავშვის დაც, რომელმაც ეს ყველაფერი ნახა და სამუდამოდ მოუწამლავს სიცოცხლეს. ასევე, მათი პატარა ძმაც, რომელსაც თავზე ყველაფერი დაენგრა. მსხვერპლია ხალხიც, რომ ამ საზიზღრობისთვის სასჯელი ზედმეტად რბილია.

უკვე აღარ ვიცით, შვილები როგორ დავიფაროთ. მდგომარეობას კანონის გამკაცრებით უნდა მიეხედოს და გთხოვთ, ეს ხელისუფლებას დაუფიქსიროთ.

წყარო

 





Губернаторы России
Москва

Собянин: Новый участок МСД на юге столицы планируется достроить до конца года





Москва

История без фальсификации: Шемахи в первой половине XVIII века


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: заявки на «Московскую реставрацию» принимаются до конца сентября



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Арам Хачатурян

Фестиваль классического балета «Стерх»: Зрители остались в восторге от балета Арама Хачатуряна «Спартак»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Новая эра соревнований: спортивный фестиваль «Игры Лидеров» пройдет 23 июня

Spirit. Fitness откроется в ТРЦ Мегаполис

Хоккеисты из Красногорска завоевали бронзу на чемпионате Москвы и области


Ролан Гаррос

Андреева рассказала о своих планах на предстоящий матч с Соболенко во Франции



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

История без фальсификации: Шемахи в первой половине XVIII века



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России