Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2023

კოსმოსური დაცემა - რუსეთის წილი კოსმოსის ათვისებაში უკიდურესადაა შემცირებული

0
კოსმოსური დაცემა - რუსეთის წილი კოსმოსის ათვისებაში უკიდურესადაა შემცირებული

რუსეთის ფედერაციის წილი კოსმოსური ხომალდების გაშვებაში ისტორიულ მინიმუმამდე - 12%-მდე დაეცა. სპეციალისტების შეფასებით, ვარდნაზე იმოქმედა რუსეთის ფედერაციისათვის დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა, რომლებიც კრძალავს რუსეთში ამ დარგისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტების იმპორტს. შემოვლითი გზები, საკანონმდებლო ხვრელები და კონტრაბანდა სანახევროდაც კი ვერ აკმაყოფილებს რუსეთის მოთხოვნილებას.

„2022 წელს რუსეთმა 22 ხომალდი გაუშვა, მაშინ როცა მსოფლიოში 178 წარმატებული გაშვება აღირიცხა“, - რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და როსკოსმოსის მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა სააგენტო „რავენსტვო მედიამ“, რომელიც მონაცემთა ბაზებს აანალიზებს და ფაქტებს ამოწმებს.

შედარებისთვის: 1990 წელს, რუსეთმა წარმატებით გაუშვა 65 რაკეტა, რაც იმ წელს მსოფლიოში გაშვებული ყველა რაკეტის 54%-ია.

„2022 წელს რუსეთის ფედერაციამ წარმატებით გაუშვა 13 რაკეტა სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების თანამგზავრებით, რაც ერთგვარი ანტირეკორდია: 1995 წელს აღირიცხა 15 წარმატებული გაშვება“, - წერენ კვლევის ავტორები, რომელთა თქმითაც, დედამიწის ორბიტაზე გაყვანილი 13 თანამგზავრიდან 3 ეკუთვნის „Глонасс“-ს - რუსეთის გლობალურ სანავიგაციო სატელიტურ სისტემას.

2021 წლიდან მოყოლებული რუსეთი ამცირებს გაშვებული რაკეტების რაოდენობას (ასეთი ტენდენცია შენარჩუნდება 2023 წელსაც), მაშინ როცა შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა 2016 წლიდან მოყოლებული 3-4-ჯერ გაზარდეს „ორბიტალური გაშვებები“.

წარმატებული ორბიტალური გაშვება 2022 წელს:

აშშ - 85

ჩინეთი - 62

რუსეთი - 22

ევროპა - 5

სხვა - 5

სულ - 179

პირველი თანამგზავრის გაშვებიდან, 1957 წლიდან 2023 წლამდე რუსეთმა წარმატებით გაუშვა 2844 რაკეტა, რაც მსოფლიოში ყველა გაშვებული რაკეტის 48%-ია.

მიუხედავად ბოლო წლების უავარიო გაშვებებისა, რუსეთი კარგავს კოსმოსური გადაზიდვების ლიდერის პოზიციას. 2018-2022 წლებში უცხოური სასარგებლო ტვირთის ორბიტაზე გასატანად 29 რუსული რაკეტა გაუშვეს, 2008-2012 წლებში კი - 48.

ჩამორჩენა იზრდება ორბიტაზე მოძრავი მოწყობილობების რაოდენობის მხრივაც - აქ რუსეთის ფედერაცია მეოთხე ადგილზე დაეშვა. „თუ შეერთებულ შტატებს შეუძლია წელიწადში 1000 თანამგზავრის დამზადება, ხოლო ჩინეთს - 450-ისა, რუსეთის ფედერაციის სიმძლავრე მხოლოდ 42 თანამგზავრია“, - ამბობს როსკოსმოსის ხელმძღვანელი იური ბორისოვი.

140-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა კოსმოდრომ „ვოსტოჩნის“ მშენებლობის დროს, საერთო ზარალმა კი 10 მილიარდ რუბლს გადააჭარბა. დაახლოებით 60 ადამიანი გაასამართლეს. კოსმოდრომ „ვოსტოჩნის“ მშენებლობა ექვსი წლის წინ დაიწყო. მისი ღირებულება ასობით მილიარდი რუბლია. „ვოსტოჩნიდან“ პირველი გაშვება 2016 წლის 27 აპრილს იყო დაგეგმილი, მაგრამ ტექნიკური გაუმართაობის გამო რაკეტის სტარტი მომდევნო დღისათვის გადაიდო. მეორე გაშვება - 2017 წლის ნოემბერში - წარუმატებელი აღმოჩნდა. როსკოსმოსშა 19 თანამგზავრის დაკარგვა გამშვები ბლოკის, „ფრეგატის“ ალგორითმში გაპარული შეცდომით ახსნა.

 

კოსმოსური ხომალდების გაშვებების რაოდენობის შემცირების მიზეზად ექსპერტები პირველ რიგში რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ასახელებენ. 2022 წლის დეკემბერში, ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტი მოიცავდა საავიაციო და კოსმოსურ ინდუსტრიასთან დაკავშირებული საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვას, მათ შორის საუბარი იყო როგორც თვითმფრინავების ძრავებსა და სათადარიგო ნაწილებზე, ასევე უპილოტო საფრენ აპარატებსა და მის დეტალებზე.

აკრძალვა გავრცელდა მესამე ქვეყნებზეც. ადრე რუსეთს შეეძლო ნაწილების შეძენა შუამავლებისგან - დასავლური კომპანიების (ნეიტრალურ იურისდიქციებში დარეგისტრირებული) პარტნიორებისგან, მაგრამ ახლა, თუ აკრძალული საქონელი რუსეთს გადაეცემა, ამ სტრუქტურებსაც დაუწესდებათ სანქციები. მაგალითად, ირანის უპილოტო საფრენი აპარატები დასავლური კომპონენტებისგან შედგება. თვითმფრინავის ნაწილების უმეტესობას აწარმოებენ კომპანიები აშშ-ში, ევროპასა და დასავლეთის სხვა მოკავშირე ქვეყნებში. საავიაციო ნაწილები, რომლებიც ბევრ ქვეყანაში იწარმოება Boeing-ისა და Airbus-ის ლიცენზიით, რუსეთისათვის მიუწვდომელია.

„ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო 2022 წლის დასაწყისში, როდესაც გაირკვა, რომ როსკოსმოსი ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტდა ევროპულ კომერციულ დამკვეთებთან. პრინციპში, ყველა ქვეყანამ, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ამერიკის აზრი, რომელიც ორიენტირებულია ამერიკასთან კომერციულ თანამშრომლობაზე, ასევე უარი თქვა რუსეთის ფედერაციისათვის მიწოდებაზე. ყველა კომერციულმა სტრუქტურამ, გარდა აფრიკულისა და ირანულისა, დატოვა როსკოსმოსთან დაკავშირებული პროექტები. შესაბამისად, ამის გამო, გაშვებების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, როსკოსმოსმა შეინარჩუნა რაკეტების გაშვების მაღალი სიხშირე ნაწილობრივ კომერციული შეკვეთების წყალობით. ამასთან, როსკოსმოსის მიერ დაკარგული შეკვეთები ხვდება კონკურენტების ხელში, რის გამოც როსკოსმოსის გაშვების სტატისტიკა კიდევ უფრო უარესდება, - ამბობს ვიტალი ეგოროვი, ასტრონავტიკის პოპულარიზატორი, რომლის თქმითაც, რუსეთის „კოსმოსური ინდუსტრია“ კარგავს მნიშვნელოვან კომერციულ შეკვეთებს, რაც დიდწილად უზრუნველყოფდა როსკოსმოსის მუშაობას, - ახლა ასე აღარ იქნება. სახელმწიფოს კი ან მოუწევს ინდუსტრიის დაფინანსების გაზრდა (რაც ნაკლებად სავარაუდოა), ან აქტივობის შემცირება. კოსმოსურ ამბიციებზე მთლიანად უარს არ იტყვიან, მაგრამ შემცირებები ნამდვილად დაიწყება. რუსეთი ვერ შეძლებს იმის გაკეთებას, რაც წინა წლებში ჰქონდა დაგეგმილი“.

ვიტალი ეგოროვის თქმით, დიდი ალბათობით, პირველ რიგში შეზღუდვები შეეხება „პროგრესს“ (სერია სატრანსპორტო უპილოტო სატვირთო კოსმოსური ხომალდებისა, რომლებიც ორბიტაზე გაჰყავდათ „სოიუზის“ რაკეტა-მატარებლებს და გამოიყენებოდნენ ორბიტალური სადგურების მომარაგებისთვის), რადგან სწორედ ეს პროექტი იღებდა დიდ დაფინანსებას კომერციული შეკვეთების შედეგად.

სანქციების დაწესების შემდეგ ბევრი ვარაუდობდა, რომ დარგისთვის საჭირო კომპონენტების შეძენას შეძლებდნენ ოფიციალური არხების გვერდის ავლით.

„ავიაციასთან ანალოგიის გავლებით, კოსმოსური ინდუსტრიისთვისაც შესაძლებელია გარკვეული გამოსავლის პოვნა, - ამბობს ანდრეი პატრაკოვი, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სერვისის დამფუძნებელი, - თუმცა არსებობს თავისებური სპეციფიკა. თუ საავიაციო ინდუსტრიას უჭირს გამოსავლის პოვნა მარაგი ნაწილების დიდი მოცულობიდან გამომდინარე, კოსმოსის სფეროში მოცულობა გაცილებით მცირეა, მაგრამ, მეორე მხრივ, გაცილებით ნაკლებია მომწოდებლების რიცხვიც, რომლებიც ქმნიან აღჭურვილობასა და კომპონენტებს კოსმოსური ტექნოლოგიებისთვის. როდესაც მიმწოდებელთა წრე ასეთი შეზღუდულია, მათთვის თვალყურის დევნებაც უფრო ადვილია. არც ისე ბევრი ქვეყანა ყიდულობს კომპონენტებს კოსმოსური ტექნოლოგიებისთვის, რადგან არც ისე ბევრი ქვეყანა აწარმოებს მას. ზოგიერთ საქონელს შეიძლება ერთადერთი მწარმოებელი და მომხმარებელი ჰყავდეს. ამიტომ იოლია თვალის მიდევნება, ვინ, სად და ვის მიაწვდის“.

როგორია ჩინეთისა და ინდოეთის თანამშრომლობა რუსეთთან კოსმოსის სფეროში? მზად არიან ეს ქვეყნები რისკზე წასასვლელად?

ანდრეი პატრაკოვის თქმით, ავიაციის ანალოგიით შეიძლება ითქვას, რომ ყველა ქვეყანა უფრთხის რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დარღვევას:

„ოფიციალურად ამას არც არავინ აკეთებს. ცალკეული კერძო კომპანიები მოქმედებენ თავიანთი ქვეყნების მარეგულირებელი უწყებების გვერდის ავლით. საქმოსნები, რომლებსაც ფულის შოვნა სურთ, რისკზე მიდიან. მაგრამ ასეთი ერთეული შემთხვევებია, კომპანიებიც მუდმივად იცვლებიან, რადგან ასეთი არხები დროდადრო იკეტება. თავად ხელისუფლებაც თვალს ადევნებს, რადგან შესაძლებელია სანქციები მათზეც გავრცელდეს. ასე მაგალითად, ყაზახეთში, გარკვეული დროის შემდეგ შემოიღეს ყველა საქონლის დეკლარირება, რათა თვალყური ადევნონ "სანქცირებულ საქონელს" და დაიცვან საერთაშორისო კანონმდებლობა. ჩინეთიც არ ჩქარობს რუსეთის დახმარებას, რადგან, რუსეთის ბაზარი, დასავლეთის ბაზართან შედარებით, რომელიც სანქციების შედეგად შეიძლება დაიკარგოს, კაპიკებია. ამიტომ ისინი პრაგმატულ არჩევანს აკეთებენ - არ დაეხმარონ რუსეთს. ამასთან, ევროკავშირი და ჩინეთი მშვენივრად მუშაობენ. გადაწყვეტილია, რომ ჩინეთი ფრანგებისთვის თვეში 70 (!) Airbus თვითმფრინავს დაამზადებს. უბრალოდ კოლოსალური მოცულობაა! გასაკვირი არ არის, რომ ჩინელები არ ჩქარობენ ასეთი თანამშრომლობის გაფუჭებას რუსეთის მწირი ბაზრის სანაცვლოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ აეროფლოტს მოუწევს ირანში გაფრენა. თეირანი არის რუსეთის ერთადერთი მოკავშირე, რადგან მისთვის სულერთია, ის უკვე სანქციების ქვეშ ცხოვრობს“, - ამბობს ანდრეი პატრაკოვი.

კოსმოსური კლასტერის ფონდ „სკოლკოვოს“ ექსპერტმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვა მოითხოვა, განაცხადა, რომ დასავლური კომპანიების მონაწილეობის გარეშე რუსეთის კოსმოსური ინდუსტრია ვერ შეძლებს საჭირო მოწყობილობების 100%-ის შეძენას.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმეს ჰქონდეს ყველაფერი თავისი. სრულ ციკლთან ყველაზე ახლოს შეერთებული შტატები არიან, შემდეგ მოდის - ჩინეთი. ამიტომ, რუსეთის მთელი იმედი ახლა კონტრაბანდაზეა, - ამბობს ექსპერტი, - აშშ და მთელი ევროკავშირიც კი ახლა ინდივიდუალურად ვერ აწარმოებენ თანამედროვე კომპონენტებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ყველაზე მოწინავე თვითმფრინავი, რომელიც აშშ-ში ეწყობა, Boeing 787 Dreamliner, შეიცავს დიდი რაოდენობით ევროპულ ტექნოლოგიას საბორტო კომპონენტებისა და სისტემების სახით. ასე რომ, აშშ-იც კი დამოკიდებულია ევროპულ ტექნოლოგიებზე. დანარჩენი ქვეყნები, როგორც წესი, კიდევ უფრო დიდად არიან დამოკიდებული საჰაერო კოსმოსური სექტორის ევროპულ ტექნოლოგიებზე“.

ვიტალი ეგოროვის თქმით, ვერც კონტრაბანდა და ვერც ახალ მომწოდებლებზე გადასვლა, რომლებსაც შეუძლიათ დასავლური კომპონენტების კოპირება, ვერ მისცემს როსკოსმოსს შესაძლებლობას იმუშაოს თუნდაც 2021 წლის დატვირთვით:

„ტექნიკურად, ალბათ, ჩინეთს შეუძლია მიაწოდოს რუსეთს საჭირო ელექტრონიკა, ერთადერთი საკითხია, აწყობს თუ არა ჩინეთს ამის გაკეთება. იმის გამო, რომ ჩინეთი აქტიურად ვითარდება ახალი ბაზრების - აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი, შორეული აღმოსავლეთი - მიმართულებით, პეკინი არ არის დაინტერესებული თავისი პოტენციური კონკურენტების განვითარებით, რუსეთი კი სწორედ ამ მიმართულებით იყურება და ვითარდება. მეორე მხრივ, თუ როსკოსმოსი გადავა ჩინური კომპონენტების შესყიდვაზე, ეს გარემოება რუსეთის კოსმონავტიკას თითქმის 100%-ით დამოკიდებულს გახდის ჩინეთზე. რუსული კოსმოსის გასაღები ჩინეთში აღმოჩნდება, რაც აშკარად უგუნურებაა გრძელვადიანი პროექტების თვალსაზრისით“.

ოფიციალურად ჩინეთი ჯერ არაფერს აწვდის როსკოსმოსს. რუსეთის ფედერაციის კოსმოსურ ინდუსტრიას ერთ წელზე მეტია თავი ძველი მარაგებით გააქვს:

„მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩინეთი ხვალიდან ოფიციალურად დაიწყებს დასავლური პროდუქტების ანალოგების მიწოდებას რუსეთისათვის, როსკოსმოსი მაშინვე ვერ შეძლებს ახალი რაკეტების და თანამგზავრების აწყობას. არ შეიძლება სხვა მწარმოებლისგან სხვა ჩიპის ყიდვა და მისი განთავსება იქ, სადაც ადრე ევროპული ჩიპი იყო. ყველაფერი უნდა "გადაიგეგმოს", შენადნობიდან დაწყებული - კოსმოსური ხომალდების კორპუსებითა და აპარატებით დამთავრებული. ეს არის 5-8 წლის კოლოსალური სამუშაო. როცა ეს სამუშაო დასრულდება, მხოლოდ მაშინ შეიძლება თქმა, რომ მიღწეულია იმპორტის ჩანაცვლება“.

უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, უკრაინაში ჩამოგდებული ირანული დრონების ანალიზმა აჩვენა, რომ ამ უპილოტო საფრენი აპარატების კომპონენტების 75% ამერიკული წარმოშობისაა.

სანქციების მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს დასავლეთიდან ფრთოსანი რაკეტებისთვის საჭირო ჩიპების მიღებას, - ამის შესახებ ნათქვამია Reuters-ისა და ბრიტანეთის თავდაცვის კვლევების სამეფო ინსტიტუტის ერთობლივი გამოძიების მასალებში. როგორც გამომძიებლებმა დაადგინეს, 2022 წლის აპრილიდან ნოემბრამდე რუსეთმა მიიღო 777 მილიონი დოლარის ჩიპები შეერთებული შტატებიდან და ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის, გერმანიიდან და ესტონეთიდან. ამ მიწოდების განსახორციელებლად, სანქციების გვერდის ავლით, მიმდინარე წლის გაზაფხულზე თურქეთსა და ჰონკონგში შეიქმნა ე.წ. შუალედური ფირმები.

უკრაინელმა სამხედროებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე გაშვებული რაკეტების ნამსხვრევებში პოულობენ ჩიპებს, რომლებიც, დაწესებული სანქციების თანახმად, რუსეთის ფედერაციას არ უნდა ჰქონდეს.

 

მომზადებულია რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის მასალების მიხედვით.





Губернаторы России
Москва

Собянин: В Москве открылись новые выездные площадки для регистрации брака





Москва

Топ 3 спектаклей, которые можно успеть посмотреть этой весной


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин сообщил о планах развития специализированной медпомощи в Москве



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Сергей Брановицкий

Создание Сайтов. Создание веб сайта. Создание сайта html. Создание сайтов цена. Создание и продвижение сайтов. Создание сайта с нуля. Создание интернет сайта.




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

"Спартак" обыграл "Рубин" со счетом 3:1

В столице Туркменистана - Ашхабаде открыли памятник легендарному армянскому поэту и композитору Саят-Нове

"Спартак" обыграл "Рубин" в последнем матче Джикии


WTA

Потапова проиграла на старте турнира WTA-500 в Страсбурге



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Азербайджанцев оправдали за убийство спортсмена Евгения Кушнира в Самарской области. Делом заинтересовался глава Следкома РФ А. Бастрыкин



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России