Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2023

ზურაბიშვილი შეხვდა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს

0
ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდნეტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს.


სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის მშობელმა მაკუნა გოჩიაშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტი მათ დაპირდა კომუნიკაციაში დახმარებას.


„პრეზიდენტმა გამოხატა მხარდაჭერა, ასევე, ძალიან სასიამოვნო იყო, როდესაც მასთან შესახვედრად მივედით, ის სრულად იყო გაცნობიერებული ამ სინდრომის შესახებ - მას ჰქონდა ექიმებთან კომუნიკაცია, მცოდნე პირებთან კონსულტაციები გავლილი. მომზადებული შეგვხვდა, ამ სინდრომისა და მედიკამენტის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია.


მოისმინა ჩვენი ამბავიც, ძალიან დაწვრილებით მოვუყევით, რა გზები გამოვიარეთ ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში და ახლა რაში მდგომარეობს ჩვენი პრობლემა. ძალიან გვეჩქარება და მისი [პრეზიდენტის] იმედი იმაში გამოიხატა რომ, რადგან პრემიერის თქმით, ბიუჯეტში არის თანხა და თანხის პრობლემა არ არის, მე ჩავერთვებიო [განაცხადა პრეზიდენტმა], ლოჯისტიკურად, რაც პროტოკოლით არის საჭირო - ექიმების გადამზადება, თუნდაც იმ ინფორმაციის გავრცელება, რომ ნამდვილად ლიცენზირებულია. დაგეხმარებითო, რომ პროცესი დავაჩქაროთო", - უთხრა მედიას მაკუნა გოჩიაშვილმა.




რომლებიც რამდენიმე დღეა თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციებს მართავენ. ისინი მოითხოვენ პრეპარატ „ვოსორიტიდის" შემოტანასა და დაფინანსებას.


პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან დაბრუნდნენ და რამდენიმე წუთში პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს და იქ აგრძელებენ დემონსტრაციას.


აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს წამალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის და მის მიღებას მხოლოდ 14-16 წლის ასაკამდე აქვს შედეგი.


აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ისევ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ.


პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ "ქვეყანა, სადაც ეს წამალი გამოიგონეს, თავად არ აფინანსებს".




საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, "ვოსორიტიდის" საქართველოში შემოტანის პროცედურებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებენ, თუ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე, ევროკავშირის თუნდაც რამდენიმე ქვეყანაში დადასტურდება ამ მედიკამენტით პაციენტების უზრუნველყოფა.






Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России